არა არ გაკეთებულა... რაღაც აურიეს მაგათმა... მანდაც ვარ რა თქმა უნდა და ეხლა Broken Crescent-ის დეველოპერიც ვარ... და ამ მოდის მესამე ნაწილი ძაან მაგარი იქნება... ალანია და აზერბაიჯანი ისმება კავკასიაში.... სამეფოების რიცხვი 30-მდე იქნება... საქართველოს რაც შეეხება როგორც დავწერე ბევრი ცვლილება იქნება რა, იუნიტებში იქნება ცვლილებები და კიდევ არის რაღაცეები, ზემოთ დავწერე... მოკლედ განსხვავებული იქნება მთლიანად მოდი და საქართველოც

მოკლედ კიდევ დავწერ რა ცვლილებები იქნება რო ძებნა არ მოგიწიოთ...
1) ძველი ეკლესიის სურათების ნაცვლად იქნება ქართული ეკლესიები... ანუ აშენებისას დაინახავ ნამდვილ ქართულ ეკლესიას და არა ისეთს ადრე რომ იყო... ყველანაირი ტაძრისთვის არის სურათები, დაწყებული პატარიდან, კათედრალით დამთავრებული...
2)იუნიტებს დაემატება ორი ახალი იუნიტი. ერთი იქნება ჩუხჩები, რომლებსაც ექნებათ ნაჯახები, რომლებსაც ხან ერთ ხელში დაიჭერენ ფართან ერთად და ხან ორივე ხელში... მოკლედ ეს უნდა იყოს ყველაზე ძლიერი ქართული ქვეითი დანაყოფი. დაემატება კიდევ საშუალო სიძლიერის იუნიტი ჰოროლებით, ანუ სასროლი შუბებით(ჯაველინი-ჰოროლი). აზნაურების კავალერიის აბჯარი შეიცვლება და უფრო აზნაურულს დაემსგავსება. დამძიმდება შედარებით და ქართლელებისგან განსხვავებული შეხედულება ექნება... კიდევ სახელებთან დაკავშირებული ცვლილებები გავაკეთეთ. ანუ რასაც ძველად ტაძრეული ერქვა, იმ ქვეითებს ეხლა თოროსანი სპა დაერქმევა, ხოლო რასაც ადრე ერისთავები ერქვა, იმას ეხლა ტაძრეულთა კავალერია დაერქმევა... სავარაუდოდ შეიცვლება ტაძრეულთა იარაღიც. გურზები(mace) და მრგვალი ფარები შეიძლება გაუკეთონ...
3) ახალი შენოების აშენებაც შეიძლება... მოკლედ შესაძლებლობა გვექნება ავაშენოთ ვარძია(რომელიც ბონუს მისცემს მეომრებს) და ასევე შეგვეძლება ავაშენოთ მონასტერი იერუსალიმში...
4) საქართველოში შემოსვლისას უცხოელს შესაძლებლობა ექნება ნახოს საქართველოს ბუნება, მოკლედ ქალაქები:სოხუმი, თბილისი და ქუთაისი, ერთიანდებიან ერთ დიდ რეგიონში რომელსაც საქართველო დაერქმევა და მისმი ბუნების სანახავდ იქნება სურათი... ძაან მაგარი სურათი მივეცი, ყველას მოგეწონებათ

5) როგორც მოვლენა, დაიწერება ერთერთ წელს, რომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი.
მგონი სულ ეს არის... კიდევ მინდა რომ ციხე-სიმაგრეებზეც ისევე გავაკეთო როგორც ეკლესიებზეა... ეხლა არ მცალია, გამოცდებისთვის ვემზადები, და რომ მოვრჩები მერე უნდა მოვიძიო ბლომად სურათები და ავარჩიო ისეთები რომ ჩაისვას...
თუ რამე კარგი იდეა გაქვთ დაწერეთ
This post has been edited by Takverelly on 12 May 2010, 09:34