ესე იგი, როგორც იქნა დავასრულე Morrowind-ის ძირითადი კვესტი, Dagoth Ur-ი დამარცხებულია, ვარდენფელის კუნძული და მთლიანად მოროვინდის პროვინცია თავისუფალია blight-ისგან! იხარე ერო, იხარე ბერო!

50-ე ლეველზე დავასრულე თამაში და ყველა ბოლო მონსტრი მათ შორის Dagoth Ur-იც ძალზედ ადვილად დავამარცხე.
ხოდა, ეხლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ თამაშთან დაკავშირებით:
ნუ ჯერ ჩამოვთვლი იმ მომენტებს, რომლებიც მეტნაკლებად პოზიტიურად მომეჩვენა:
პირველ რიგში ეს არის უდიდესი და ბოლომდე გახსნილი სამყარო, რომელიც შეგვიძლია შეუზღუდავად გამოვიკვლიოთ.
მომეწონა პერსონაჟის განვითარების სისტემა (თუმცა ეს სისტემა ობლივიონიდან უკვე გარკვეულწილად ნაცნობი იყო ჩემთვის)
მუსიკალური გაფორმება საუცხოოა, თუმცა იმის გამო რომ არც ისე მრავალფეროვანი საუნდტრეკია თამაშის სიდიდიდან გამომდინარე ეს მუსიკაც მოსაბეზრებელი ხდება.
სიუჟეტი დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა, თუმცა თავისთავად ცუდი ნამდვილად არ არის.
საერთოდ Morrowind-ი წინააღმდეგობრივ ემოციებს აღძრავს ჩემში

ანუ ერთის მხრივ თითქოს ძალიან დიდი სამყაროა და ამ სამყაროს გამოკვლევა ერთი სიამოვნება უნდა იყოს, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებით აღმოვაჩენთ რომ ლოკაციები/შენობების ინტერიერები copy/paste-ით არის გამრავლებული. სულ ალბათ 4-5 ინტერიერის მოდელია გამოყენებული და ამდენივე სახის environment-ის მოდელი რაც საბოლოო ჯამში თამაშს და exploration-ს ძალზედ repetitive-ს ხდის.
გარდა ამისა, არის უამრავი გილდია და შეგვიძლია ყველა ამ გილდიაში თავისუფლად გაწევრიანება და ფაქტიურად ყველა ამ გილდიის სათავეში მოსვლა (რადგან მათი კვესტები ერთმანეთს მაინცდამაინც არ უშლის) - თითქოს ამაზე კარგი რა უნდა იყოს??? მაგრამ არის ერთი დიდი მაგრამ! პირადად ჩემთვის ამ გილდიებში წინსვლა საინტერესო და მასტიმულირებელი არ ყოფილა, რადგან ახალ რანგში ასვლას თან არ მოჰყვებოდა საკმარისი ჯილდოები, თითქოს გაძლევენ კარგ აბჯარს, იარაღებს და ფულს მაგრამ რად გინდა? უფრო მაგარი იარაღების და აბჯრების მოპარვა უპრობლემოდ არის შესაძლებელი! აი გოთიკაში მაგალითად კარიერული წინსვლა ნამდვილად მაგარი rewarding იყო: ჯერ ერთი უფრო საინტერესო კვესტებიც იყო და თან როცა ახალ წოდებას იღებდი ნამდვილად დეფიციტურ და ძვირფას საჩუქრებს იღებდი კაცი!

ძალიან არ მომეწონა დიალოგების სისტემა, პირადად ჩემთვის ამდენი ტექსტის კითხვა gamebreaking experience-ია (ანუ მუღამს მიფუჭებს).
კომბატი ძალზედ ცუდია, ჯერ ერთი პირველ პირში ხმლის ქნევა არც სანახაობრივი არ არის და არც საინტერესო, თან შეტევის მხოლოდ სამი საშუალება არსებობს და ლეველების მომატებით ამ სამ სტილში არანაირი ცვლილება არ შედის - ვგონებ, ეს RPG თამაშისთვის ძალიან დიდი მინუსია (რბილად რომ ვთქვათ). მესამე პირში თამაში კი ფაქტიურად შეუძლებელია (ობლივიონში მესამე პირში გაცილებით უკეთესად გამომდიოდა ბრძოლა, იმედია სკაირიმში მესამე პირიდან ბრძოლა კიდევ უფრო მაგარი იქნება).
ფიზიკა უვარგისი იყო: მართლა ქვის ლოდებივით ენარცხებოდნენ მოკლული ოპონენტები მიწაზე

კომბატის გახმოვანებაც ძალზედ მწირი და არასაინტერესო გახდლათ (ეს ხმლის მოქნევის და მიწაზე ხტუნვის გახმოვანება ნამდვილად "epic" იყო

ამ cliff racer-ების (ერთადერთი ფრთიანი მონსტრი მთელს ვარდენფელზე) მონოტონურმა ჭყიპინმა ხომ ტვინი წაიღო!

). იყო კიდევ ერთი ძალზედ გამაღიზიანებელი დეტალი: ზოგიერთ NPC-ს შუა კარებში ვირივით დადგომის და ადგილზე გაშეშების ძალზედ მავნე ჩვევა გააჩნდა, რის გამოც ხანდახან ერთი ოთახიდან მეორეში გასვლისთვის რამოდენიმე წუთის დახარჯვა მიწევდა (ფიზიკურად "მიწოლა" უსარგებლო იყო: მგონი მთის გადაადგილება უფრო ადვილია ვიდრე მოროვინდის ყველაზე გამხდარი და სუსტი NPC-ის

). პლიუს ჩემი ჩარიც საკმაოდ ხშირად "იჭედებოდა" ქვებში ან Dwemer-ების მიერ დატოვებულ მილებში... ქალაქებში ზოგიერთი (შედარებით) დაბალი თაღის ქვეშ გასვლა ფაქტიურად შეუძლებელი იყო (არ ეტეოდა ჩემი ჩარი, არადა წესით უნდა გატეულიყო, რადგან ეგ თაღები სწორედ იმისთვისაა შექმნილი რომ მანდ "ხალხმა" იაროს).
საერთოდ, მონსტრებს თითქოს ორიგინალური გარეგნობა ჰქონდათ, მაგრამ რავი ჩემს გემოვნებაში ასეთი მოდელები არ ჯდება.
ნუ გრაფიკა იმ დროისთვის ნორმალურია, თუმცა მთლიანად თამაში ძალზედ ნაცრისფერი და ჩამუქებული მომეჩვენა - შეიძლებოდა ცოტა მეტი ფერების და სინათლის შემოტანა.
მოკლედ იმისდამიუხედავად რომ Morrowind-ი RPG-ის ჟანრის ერთ-ერთ პატრიარქად ითვლება და მას ეხლაც ფანების ურიცხვი არმია ჰყავს პირადად მე ეს თამაში არ მომეწონა (თუმცა მაქსიმალურად ვეცადე რომ დამეჭირა მუღამი და პატიოსნად შევასრულე ძირითადი კვესტი და ორი გილდიის სათავეშიც მოვედი).
P.S. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, რომელსაც არავის თავზე არ ვახვევ, რა ვქნა ჩემს გემოვნებაში Morrowind-ი ვერ ჯდება

ასე რომ ჩემი შეფასებაა: 5.5/10
This post has been edited by Gioma771 on 15 May 2011, 03:18