+++10000
ზუსტად ამავე აზრის ვარ გოთიკასა და მოროვინდზე.

საერთოდ გოთიკ 2 იყო პირველი RPG რაც ვითამაშე და ისეთი მოგონებები მაკავშირებს ამ თამაშთან რო არა არსებობს სხვა თამაშით იმ სიამოვნების მეათედი მაინც მივიღო რაც გოთიკ 2-ის თამაშის განმავლობაში ვიღებდი თავის დროზე! პირველად ორკი რო დავინახე რასაც ქვია გფამოვშტერდი, თან ისეთი გამოვიქეცი უკან, რომ ნორმალურად არც კი დამინახავს როგორი იყო და მაგარი ინტერესი დამრჩა კიდე რო მენახა!(მანამდე ორკი არცერთ თამაშში არ მყავდა ნანახი. საერთოდ რაღაც უაზრობებს ვთამაშოდი ხოლმე

)
ძალას ან მოქნილობას რო ერთი ორით მოვიმატებდი და რაღაც ახალ იარაღს
დავიჭერდი თავი გმირი მეგონა!
მოკლედ მთელი 5-6 თვე ვხურავდი ამ უგენიალურეს თამაშს და ვერვავინ მეორედ ისეთ RPG-ს ვერ გამოუშვებს როგორიც Gothic 2-ია!(ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც) --- ეს ჩემი მოკრძალებული აზრი Gothic 2-ის შესახებ!
-----------------------------------------------------------------------
მერე გოთიკ 1 ვითამაშე და იმანაც ჩამითრია! უდიდესი სიამოვნება მივიღე ამ თამაშითაც მაგრამ გოთიკ 2-ის შემდეგ მაინც ვერ ამაღლდა მწვერვალამდე ჩემს გონებაში. თან სულ გოთიკ 2-ს ვადარებდი იმ ადგილებს რაც გოთიკ 1-ში გვხვდება! "დალინა რუდნიკოვ" ხო გოთიკ 1-ის სამყაროა! (ესეც აღსანიშნავია რომ გოთიკ 2-ში ისევ გვხვდება გოთიკ 1-ის სამყარო. ეს მე არცერთ თამაშში არ მინახავს რომ თამაშის შემდეგი სერია წინას ასე ზუსტად აგრძელებდეს)
-------------------------------------------------------------------------
მოკლედ გოთიკის ამ ორი სერიას მთელი 2-3 წელი ვთამაშოდი! ყველანაირად და ყველაფრით დავხურე და როგორც იქნა "მოვიბეზრე"
თუ შეიძლება ასე ითქვას! მარტო გოთიკ 2 დაახლოებით 15-ჯრ მაქ დახურული!
ეხლა თამაში აღარ მინდება, არა იმიტომ რომ გოთიკას აღარ ვცემ პატივს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ყველა ადგილი და ყველა მისია ზეპირად ვიცი!
--------------------------------------------------------------------------
გოთიკ 3-ითაც ვისიამოვნე თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ეს "სირცხვილი" მხოლოდ 2-ჯერ დავხურე და აღარ გამჩენია სურვილი თამაშისა.(2-ჯერ იმიტომ რომ საერთოდ მე ახალი ლოკაციების აღმოჩენა და ისეთი რაღაცეების ნახვა რაც პირველი დახურვისას არ მინახავს მაგრად მისწორდება და მეორედ დახურვისას ამოვწურე გოთიკ 3-ის სამყარო)
---------------------------------------------------------------------------
მოროვინდის თამაში 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვცადე მაგრამ 2-3 დღესი ვშლი ხოლმე! არადა ცუდი ნამდვილად არაა თამაში. უბრალოდ ვერ ვთამაშობ! რატომ არ ვიცი! ალბად უფრო ასეთი სხვაგვარი ბრძოლის სისტემის გამო!
---------------------------------------------------------------------------
ობლივიონი ერთხელ დავხურე და საკმაოდ მომეწონა( თუმცა არ ვიცი მე ვფიქრობ ასე მარტო თუ ყველა, მაგრამ ობლივიონს ძაან დიდხანს თუ ითამაშებ გბეზრდება ოდნავ)
ახლაც ობლივიონს ვთამაშობ და მსიამოვნებს ჯერჯერობით( ამ თამაშში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ამდენ გამოსაკვლევ ლოკაციებსა და მრავალფეროვან იარაღსა და აღჭურვილობას ვანიჭებ, რომლებიც ნამდვილად უხვადააა "ჩაყრილი" ამ თამაშში!
-----------------------------------------------------------------------------
Witcher-ი რო ვითამაშე საოცრად მომეწონა სთორი! ძალიან ლამაზი თამაშია და დიდი სიამოვნებით დავხურე, თუმცა გერალტი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში, რომ ერთნაირი აღჭუღვილობითა და იარაღით დარბის, მაინც სამწუხაროა ჩემთვის!
----------------------------------------------------------------------------
Fable:The Lost Chapters-ის დავხურე მაგრამ მეორედ დახურვის სურვილი არ გამიჩნდება არასდროს! ცოტა "ცივი" თამაშია! ბევრი რაღაც აკლია ჩემი აზრით!
----------------------------------------------------------------------------
ხო რიზენი რამის დამავიწყდა! ენ ნამდვილად შესანიშნავი თამაში გამოუვიდათ! რაც ვითამაშე ყოველ შემთხვევაში მომეწონა, თუმცა არ მაქვს დახურული, რადგან ჩემი კომპი ვერ მიქაჩავს!
ნამდვილად იმედისმომცემი შთამომავალი ყავს Gothic-ას და იმედია ასე განაგრძობენ
..............................................................................................................................
ეხლა ცოტა თითებს დავასვენებ თქვენის ნებართვით
This post has been edited by DRAGON99 on 17 Dec 2011, 11:57
"Учитывай то, что люди делают, а не только то, что говорят, ибо деяниями выявляется ложь"
"Fuer Grissa Ost Drauka"