ომგ , მოგწყინდებათ აბა რა იქნება სუფთა კლიენტს თამაშობთ .. იმენა M & B არასდროს მითამაშია , კალადრია არა ღლე
მილიონი ძალიან მაგარი რაღაცაა დამატებული მოდებში ..
წადით გადმოიწერეთ შუასაუკუნეების მოდი (
http://www.mbrepository.com/file.php?id=2254 ) შეიგრძენი ბნელი ატმოსფერო , გადაწვი, აღგავი , გაანადგურე ძველი ევროპის სამეფოები .. იბრძოლე რელიგიისთვის , გაავრცელე ან საკუთარ ხმალზე წამოაცვი ერეტიკოსები , იყავი პაპის ფავორიტი და დალაშქრე იერუსალიმი ან უღმერთო ვილიანად გამოცხადებულმა წვი , აუპატიურე , ყელები დასჭერი საცოდავ ხალხს .. დაუმოყვრდი ბურბონებს , ლანკასტერებს , ტიუდორებს .. შეხვდი უამრავ ცნობილ ისტორიულ პიროვნებას
+ უამრავი ახალი აბჯარი , იარაღი და გერბი
ან თუ ვიკინგური ატმოსფერო გევასებათ გადმოიწერეთ ეს (http://www.mbrepository.com/file.php?id=2115 - ყველაზე მაგარი მოდი ) ეს მოდი ფაქტიურად ახალი თამაშია
ნუ ნორდული ატმოსფერო , მუსიკა და სულისკვეთებაზე რომ არაფერი ვთქვათ ძალიან ბევრი ისეთი რაღაცაა დამატებული რაც სხვაგან არ არის ..
მაგალითად მხოლოდ აქ შეგიძლია შენი რელიგია აირჩიო და მერე ამას დიდი გავლენა ექნება თამაშში .. მხოლოდ აქ არიან მღვდლები , პაგანები , ბარდები ( რომლებიც მორალს უმატებენ მემორებს ბრძოლისას )
შეგიძლია დაიქირაო პირადი მცველები , რომლებიც არასდროს მოგშორდებიან ბრძოლის ველზე და შენსკენ გამოსროლილ ისარს შეუშვერენ მკერდს
შეგიძლია მოკლა ან გადმოიბირო ნებისმიერი ლორდი !! ეს არის ყველაზე მაგარი , სულ მიტყდებოდა ეს ფუქნცია რომ არ იყო ხოლმე .. ნუ თუ ძალიან ცნობილ და და დიდ ჰონორ/რენოუნიან ლორდს მოკლავ მთელი მსოფლიო გიჯანყდება და შენსკენ იწევს
შეგიძლია ნებისმიერ ქალი ( მამენტ კაციც

) იხმარო , მაგრამ ამას კაი ჩალიჩი და ფული სჭირდება და ცოლად თუ არ მოიყვან , პირადი რეიტინგი მინუსებში მიგდის და თუ შენი ფართის წევრი ან სამეფოს მცხოვრებია დაზარალებული , გარბის შენგან ( ესეც მინი საქართველო მეშვიდე საუკუნის ინგლისში

)
ასევე არსებობს ჯაშუშობის/ასასინობის ინსტიტუტიც
დააკოპლექტეთ არმია კაცისმკვლელ/ბანდიტ/მარადიორებისგან გამოწრვთენით ისინი და შექმენით უბოროტესი და უსაზიზღრესი არმია რომელიც მთელ მსოფლიოს ზიზღის და შიშის ზარს ერთდროულად დასცემს ..
ნუ + კიდე ძალიან ძალიან ბევრი ახალი აბჯარი , იარაღი და ფუნქციები ( მაგალითად თუ ომის დროს ფარზე რახუნს და ღრიალს დაიწყებ მეომრებს მორალი ემატებათ , თუ აბჯარს იქით მოისვრი და ფარ-მუზარადს აქეთ და ესე შიშველტიტველი მტრისკენ გამაყრუებელი ღრიალით გაექანები სუსტი მორალის მქონე ჯარი ისე მოძუძგავს ზურგს არ დაგანახებს .. მაგრამ შეიძლება რამდენიმეს ეყოს ვაჟკაცობა არ გაიქცეს და ხმლის ერთი მოქნევით შუაზე გაგაპოთ .. )
..
ნუ ეს ორი მოდი მე რაც ძალიან დამევასა და ამათ გარდა კიდევ ძალიან ბევრია .. ანტიკური საბერძნეთი , ამერიკის აღმოჩენა/ომები , ახალი საუკუნეები , დარქ ფენტეზი სამყარო და ა.შ
წადით უყურეთ/წაიკითხეთ რამე ისტორიული კინო/წიგნი გადმოწერეთ შესაბამისი მოდი და იკაიფეთ ესთეთიკით ..
This post has been edited by რეალისტი on 14 Mar 2011, 04:19