ხო,ესეიგი,გადავწყვიტე დავიწყო ფალაუთის სამყაროს ხალხისათვის გაცნობა,
დავიწყებ დიდი ომით,რომელმაც შექმნა ეს სამყარო

დიდი ომი დაიწყო და დამთავრდა 2077 წლის 23 ოქტომბერს,შაბათს.ომში მონაწილეობდნენ ყველა ატომური იარაღის მქონე ქვეყანა,როდესაც უკანასკნელი ბომბი ჩამოვარდა სამყარო სიბნელემ მოიცვა.
ომის დაწყების მიზეზები,
უპირველესი მიზეზი იყო ენერგეტიკული კრიზისი,რაც გამოწვეული იყო ნავთობის სიმცირესთან დაკავშირებით,რომელის მარაგიც 2050 წელს ამოიწურა,ნავთობი კი სასიცოცხლოდ საჭირო იყო იმ სამყაროსათვის,ამის გამო მრავალმა მოწინავე ინდუსტრიულმა სახელმწიფომ დაიწყო ომი უკანასკნელი ნავთობის მარაგების დაუფლებისათვის.2052 წელს ევროპულმა თანამეგობრობამ,ნავთობით მდიდარი ქვეყნების მიერ მა ნედლეულის გაძვირების საპასუხოდ დაიწყო ახლო აღმოსავლეთში ომი,რამას საბოლოო ჯამში გამოიწვია თელ-ავივის განადგურება ტერორისტების მიერ ატომური იარაღის დახმარებით,ეს იყო პირველი ატომური კონფლიქტი ხიროსიმასა და ნაგასაკის შემდეგ.
ამის შემდეგ დაიწყო საერთო ეკონომიკური კრიზისი,დაიშალა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,ამერიკამ შეყვიტა ნავთობის გაყიდვა,რის გამოც ჩინეთმა2066 წელს შეუტია ალიასკას,სადაც ამერიკა დარჩენილი ნავთობის მარაგს ინახავდა,ამერიკამ კი,იმის გამო რომ თავი დაეზღვია კანადელების შეტევისაგან თვითონ შეუტია და დაიპყრო კანადა,ამერიკამ მოახერხა ალიასკის განთავისუფლება,ამ კონფლიქტში პირველად იქნა გამოყენებული ძალური ჯავშანი,ამის მერე ამერიკამ შეუტია ჩინეთს და გობის უდაბნოში თავისი ძალები გადასხა ,რათა იქ არსებული ბაზები გაენადგურებინათ.
ამ კონფლიქტებს რესურსთა ომის სახელით იცნობენ,
არავინ იცის ვინ გაუშვა პირველად ატომური რაკეტები,პრეზიდენტი რიჩარდსონის აზრით ომი ჩინეთმა დაიწყო,რადგან ამერიკელი საზღვაო ქვეითები უკვე პეკინთან ახლოს იყვნენ,მაგრამ არის კიდევ ერთი ვერსია,რომლის მიხედვითაც ომი უცხოპლანეტელებმა დაიწყენ,fallout 3-ის დამატება mothership zeta-ში ერთ-ერთ აუდიო ჭურნალი იუწყება რომ უცხოპლანეტელები დატყვევებულ ოფიცერს თხოვდნენ ატომური იარაღის გაშვების კოდებს,
ომის დაწყებისას ,ბევრმა ამერიკელმა მოქალაქემ სირენების ხმა სერიოზულად არ მიიღო,რადგან კიდევ ერთი სასწავლო განგაში ეგონათ,ვინც მიხვდა რომ ომი დაიწყო და თავშესაფრებში შეასწრო გადარჩა,ზოგიერმა მოქალაქემ თავი კანალიზაციებს,მეტროებს და მაღაროებს შეაფარა,იმათ რომლებმაც რადიაციის დიდი დოზა მიიღო გადაიქცა გულად,(გარეგნულად ზომბის მაგვარი არსება),რომლებმაც ჩამოაყალიბეს თავიაანთი საზოგადოება,
აფეთქებებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო წვიმა,მაგრამ სრულიად განსხვავებული იმისგან რაც აქამდე ადამიანს ენახა,წვიმა შავი იყო რადიოაქტიური მტვრის შედეგად და სასმელად არ ვარგოდა,წვიმა მრავალი დღე მოდიოდა და ანადგურებდა იმ ადამიანებს,ცხოველებსა და მცენარეებს რომლებიც აფეთქებას გადაურჩნენ,ამის შედეგად დედამიწის მცენარეული საფარი მთლიანად განადგურდა ,გარკვეული გამონიკლისების გარდა
ომიდან დამთავრებიდან ოცი წელი კაცობრიობა გადაშენების პირას იყო,ვიდრე პირველი თავშესაფრები არ გაიხსნა.
იქ სადაც რადიაციის დიდი დონე არ იყო ადამიანმა დაიწყო დასახლება,ასე ჩაისახა ომის შემდგომი საზოგადოებები.ზოგიერთი დიდი ქალაქი მთლიანად არ განადგურებულა ,მაგალითად ვაშინგტონი,რომელიც თავისმა მტკიცე კედლებმა და მაღალმა შენობებმა დაიცვეს,მაგრამ ცნობილია რომ ლას ვეგასს რობერტ ჰაუსის წყალობით საერთოდ არ შეხებია ომი,რადგან მან ანტი სარაკეტო თავდაცვა განათავსა თავის კაზინოს სახურავზე,
მორჩა ეგ არი,დიდი ვერაფერი მაგრამ ხო გაიგებენ რაც მოხდა.