რაპორტი 00.16 ~14 საათი (ლებოვსკი)
რაიდერებთან შეტაკებაში მართალია გავიმარჯვეთ მაგრამ რამდენიმე გაქცეულიყო (რაიდერები სუ არ გაგვიწყვეტაი რემბოები კი არ ვართ :| ) აშკარად იცოდნენ ვის საწინააღმდეგოდ მიდიოდნენ, სულ მესამედ ვნახე მეტალის ტრანსპორტიორი, ვიღაცამ ასე ხელგაშლილად გაიმეტა ნავთობი რომელიც 2 გირვანქა 1200 თავსახური ღირს
ვიღაცას სერიოზულად გადაუწყვეტია ჩვენთვის ხელის შეშლა, ჩემის აზრით ინდიელებს ჯაშუშები მთელს ვესტლენდში ყავთ თუმცა ამას ვერ დავადასტურებ
რაპორტი 00.17 ~ 17 საათი (ლებოვსკი)
ალბერტმა გადაწყვიტა დღესაც მოგვესვენა რეინჯერების ბაზაზე
მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ერთI ორი კაცის დაქირავებას ცდილობდა გამვლელებში, განსაკუთრებით გოულებს ეძებს
ეს უკანასკნელი რასა ნათელ წერტილად მიმაჩნია ამ წყეულ დედამიწაზე და მათაც დედამიწის დატოვება გადაუწყვეტიათ...
ვიფიქრე რაფელს გავუწევ რეკომენდაციას თქო მაგრამ რაფაელს სუპერ ჯო მოყვეპა კომპლექტში, მარტო ვერ დავტოვებ მას მაგრამ როგორი შესახედავია კოლონა სუპერ-მუტანტის თანხლებით ან ჯგუფის წევრებს უმტკიცე რომ ჯო არც ხალხს ერჩის და ინტელეკტი ბევრ ადამიანზე მაღალი აქვს
პირადი ჟურნალი (ლებოვსკი) ცოტა რამ ჩემს შესახებ
მამაჩემი ხარის თავი ვეგასელ იროკზეთა კლანის წევრი იყო, თუმცა მან მიატოვა თავისი კლანი და NCR-ის რიგებში ჩაეწერა და მალე კაპიტანიც გახდა, მაგრამ თავის კლანთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ალექსი მისი შერჩეული სახელია სოლომონი კი დედაჩემს დაურქმევია, იგი გადარჩენილ ებრაელთა კავშირის წევრი იყო და მათიდ წესებით მე დედის გვარი მხვდა. დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაჰყვა და რაღა თქმა უნდა ხარის თავმა გამზარდა. ისე რთული შესამჩნევია ჩემს ტყავში ინდიელის ამოცნობა(არც ებრაელები არიან ფითქითები მაგრამ ინდიელებზე ღიები კი არიან), მამაჩემის დედაც ებრაელი ყოფილა და მაგიტომ მაქვს ასეთი ღია კანი. წერა კითხვა ებრაელებმა მასწავლეს მაგრამ სხვა დანარჩენი ხარის თავმა თავდაპირველად იძულებით შემდგომ კი მონდომება მეც გამოვიჩინე. საკმაოდ კარგი მასწავლებელი იყო თანაც ძლიერი მებრძოლი და კარგი სტრატეგი, სმიტს ბევრჯერ უთქვამს რაც ვიცი ყველაფერი მამაშენმა მასწავლაო. როდესაც 17 შემისრულდა ხარის თავი და მისი რაზმი პატრულიერბას ახდენდნენ რობოტების ქარხანასთან როდესაც მათ სუპერ მუტანტები დასხმოდნენ თავს.
დილის შვიდი საათი იქნებოდა როდესაც სმიტი დამადგა თავს შეწუხებული სახით და მიამბო რომ მამაჩმეის პატრული ორი დღე იყო რაც არ ჩანდა და მოსაძებნად რაზმი შემდგარიყო რეინჯერებისაგან და მთხოვა რომ მეც წავყოლოდი. ქარხანასთან რამდენიმე ოფიცრის გვამი ვნახეთ, სუპერ მუტანტებს დაეხოცათ მაგრამ იქ მამაჩემის გვამი არ იყო, მხოლოდ ჟეტონი ვნახეთ, ხმა დავარდნილიყო რომ სუპერ მუტანტებს ბუდე მიტოვებულ რადიოსადგურში დაედოთ და რაზმიც იერიშისთვის მოემზადა. ღამე უნდა დავსხმოდით თავს მაგრამ გზად სროლის ხმა გავიგეთ, ერთ ბრაზერელს ირგვლივ სამი მუტანტი ერტყა და ძლივსღა იგერიებდა ჩვენ რომ არა ნაკუწებად აქცევდნენ, ბრძოლაში მას ჩაფხუტი დაეკარგადა და მისი სახე კარგად ჩანდა, ეს ქეითი იყო, თავის რაზმს ჩამორჩენოდა, სმიტს არ უნდოდა ბრძოლაში ჩართვა მაგრამ მე რომ დამინახა რომ უკვე დავეშვი ფერდობზე მანაც რაზმს უბრძანა ცეცხლი გაეხსნათ. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევაა როდესაც კალიფორნიის ოფიცრები და ბრაზერელები მხარდამხარ იბრძოდნენ. ბუნაგს რომ მივადექით ოთხი პალადინი უკვე შესდგომოდა მუტანტების ხოცვას და ისენიც ალყაში მოექცნენ, ერთი მხრიდან ჩვენ მეორე მხრიდან კი სტალინელები. ბრძოლა არც თუ ისე მძიმედ დასრულდა ჩვენი მხრიდან, რამდენიმე დაჭრილი გვყავდა ეგ იყო მაგრამ სტალინელებს კარგად მოხვდა, ქეითს შიში გამოყოლოდა ხოლო ერთ ერთ პალადინს კი ძალური ჯავშანი სრულად დამსხვრეოდა, სუპერ ჯო კი თავისიანებს დაეტყვევებინათ, ბუნკერში, სწორედ მაშინ შემპირდა რომ თუ გავუშვებდი ყოველ ჩემს ნათქვამს შეასრულებდა ცხოვრების ბოლომდე თუმცა არასდროს დამჭირვებია მისთვის შენიშვნის მიცემა რადგან მისთვის გეკონი და სიკვდილისკლაჭას ხორცი პირველი იყო. თავსი დრზოე მას და თავის ამხანაგებს სიკვდილისკლაჭა მოუკლავთ, მაგრამ მის გარდა არავინ გადარჩენილა კვერცხი კი მხოლოდ მას შეეჭამა და არნახული ძალა მიეც, სწორედ ამიტომ დაატყვევეს იგი თავისმა ტომელებმა რადგან იგი მუტანტებს მოუწოდებდა ადამიანებთან შერიგებას და deathclowe ზე ნადირობას, მაგრამ სუპერ მუტანტებმა ეს ერესად ჩათვლაეს და მისი ორი ძმა და მშობლები დახოცეს თვითონ ვერაფერი რომ ვერ დააკლეს რადიოაქტიურ საკანში გამოამწყვდიეს თვითOნ კი მხოლოდ და მხოლოდ შურისძიება წყუროდა და ჩემს თვალ წინ მათი ბელადი ხუთ ნაწილად გაგლიჯა.
ბრძოლის დასრულების შემდგომ, წმენდისას მეორე სართულზე რაფაელი ვიპოვეთ, იგი ცოცხალი მხოლოდ იმიტომ იყვო რომ მუტანტებისთვის მიკროფონი ჩაერთო როდესაც ბელადი სიტყვით გამოსვლას დააპირებდა.
მძიმე ბრძოლის შემდგომ მე, ლაიანმა და ჯომ ცეცხლი დავანთეთ და ამბების მოყოლას შევუდექით და რაფაელიც მორცხვად მოგვიჯდა, შუა მხიარულობაში ქეითი დაგვადგა თავს და მადლობის მოხდა უნდოდა ჩემთვის მაგრამ ენა დაება და ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ჩვენ კი მხიარულ ტრაპეზზე დავპატიჟეთ და დილით უკვე დავიშალეთ.
სუპერ ჯოს და რაფაელს წასასვლელი არსად ქონდათ მე კი სახლში კამპანია აღარ მელოდებოდა რადგან სუპერ მუტანტებს მამაჩემი მოეკლათ და ძელზე ჩამოეკიდათ მე კი ახალი ოჯახი მჭირდებოდა რომელიც უკვე თვალწინ მედგა.
ამ ამბის შემდგომ რამდენიმე ხანში ქეითი შემოგვიერთად მაგრამ ბრაზერელები განადგურების საფრთხის წინ იდგნენ და ქეითმაც 4 თვის წინ მიგვატოვა
მე და ჩემს მეგობრებს იდეა დაგვებადა იდეალური სამყაროს შექმნა, სადაც არც შური და არც ბოროტება არ იარებებდა, ამ სამყაროსთვის კი ადგილი ჭირდებოდა ადგილს კი სახსრები და ამ სახსრებისთვის კი თითქმის ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდი და სწორედ ამიტომ ჩავეწერე ექსპედიციაში რადგან 400 თავსახური ჩვენთვის ზედმეტი არ იქნებოდა ამასგარდა არ იქნებოდა ურიგო ჩემიანებთან კავშირის დამყარება, იქნებ იდეალური სამყაროსთვის ადგილი იქაც კი გვეპოვა
ცოტა ბავშვური სთორი ჩამოვაყალიბე მაგრამ ძაანაც ნუ გამკიცხავთ
This post has been edited by chuvak_lexo on 9 Oct 2011, 23:25