ბრიუს სპრინგსტინი
სიმაღლე: 180
წონა: 74
დაბადების თარიღი: 2249
პროფესია: დაქირავებული;
სპეციალიზაცია: მსროლელი, მორბენალი.
მეორად უნარები: შეუმჩნევლად გადაადგილება; მექანიკური საკეტების გახსნა.
შეირაღება: M-14 მაყუჩით და სნაიპერული სამიზნით; რევოლვერი Smith & Wesson Model 15-4; სანადირო დანა.
სისუსტეები: ქალები, ტეკილა, ქემელი.
დამატებით: უკრავს გიტარაზე და მღერის ქანთრის; იცის ისტორია; წერს დღიურს, რომელისგანაც მოზრდილი წიგნიც გამოუვიდოდა, მეტი დრო და სიმყუდროვე, რომ ქონდეს, თან ვინმე წამკითხავიც იყოს ამ გატიალებულ სამყაროში.
ბავშვობაში გაზარდა ბებიამ, რომელიც სრულწლოვნებამდე გარდაეცვალა. უკრავდა და მღეროდა მშობლიური სოფლის კაბარეში და ამ გზით გაქონდა თავი. 19 წლისამ, ქალის გამო მოკლა ადგილობრივი მიწათმფლობელის ძმა და მოუწია გაქცევა. 3 წელი გიტარით ხელში იმოგზაურა, ბოლოს ჩიკაგოში ჩავიდა სადაც მისი მუსიკალური შესაძლებლობებისათვის ნოყიერი ნიადაგი აღმოაჩინა. იმდროისათვის თავქარიანი ბრუსის ცხოვრებაში კიდევ ერთი, ამდჯერად მოცეკვავე ქალი გამოჩნდა და ისევ პრობლემები გაყო თავი. ქალს დაუფიქრებლად შესთავაზა გაქცევა, თუმცა ის უფრო პრაგმატულად მოაზროვნე დამოდგა და უარით გაისტუმრა. მიეცა სასოწარკვეთას და გადაწყვიტა დაქირავებულის გზას დასდგომოდა. დარჩენილი წლები გაატარა რამოდენიმე დაჯგუფებაში, რომლებიც ძირითადად სავაჭრო ქარავნებს აცილებდნენ ან საგანძურზე ნადირობდნენ, თუმცა იყო 1-2 ბინძური საქმეც. დიდი ხნით არსად აღარ გაჩერებულა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე გრძელვადიანი ურთიერთობის აწყობაც აღარავისთან უცდია. თან წარსული იმედგაცრუებებიც თამაშობდნენ გარკვეულ როლს.
ბოლოს ბრიუსი დაიღალა და სურს, რომ წყნარ ცხოვრებას შეუდგეს, შეიძინოს პატარა ან სულაც დიდი ნაკვეთი. ამისთვის სოლიდური თანხაა საჭირო, რაც წვრილმან საქმეებზე რთულად იშოვება.
აჰათ და გასვლის წინ დამთაგეთ.
იმედია ტყუილად არ ვქენი