არის მანდაც ბლომად სავენტილაციო მილებში ძრომიალის საშუალება, მაგრამ მე ჯერ ყველა გავთიშე (ზოგი გაზის ხელყუმბარით, ზოგი "კარატის ილეთებით") და მერე აღმოვაჩინე ეგ "საძრომიალოები"

ეხლა რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს: რა თქმა უნდა ეს თამაში თავის სტილში (stealth) ერთ-ერთი საუკეთესოა და ნამდვილად stealth-ის ერთ-ერთი მამა გახდება მალე

თუ კაცს საკმარისი ნერვები და მოთმენის უნარი აქვს სრულიად შესაძლებელია რომ ლეველების უმრავლესობა ისე გაიაროს რომ დარაჯებმა საერთოდ ვერც გაიგონ მისი არსებობა. თუმცა მე მაგდენი მოთმინების უნარი არ მქონდა, ამიტომ მე თითქმის ყველა დარაჯს ვთიშავდი (სულ რამოდენიმე დარაჯი მოვკალი მთელს თამაშში, ისიც იმიტომ რომ უბრალოდ დამეზარა იმ მომენტებში stealth-ობანა

).
საერთოდ თუ შედიხარ კონტაქტში ამ guard-ებთან ჯობია რომ გათიშო და არ მოკლა (ამ დროს უფრო მეტი experience-ი გემატება). ასევე რაც შეიძლება ბევრი დამალული ოთახი და ლოკაცია უნდა აღმოაჩინოთ რომ ბევრი გამოცდილება დაგიგროვდეთ, საიდ კვესტებზე აღარაფერს არ ვამბობ

თამაშის შინაარსი საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური იყო. ეხლა რომ ვთქვა Human Revolution-ის სტორიმ გადამრია-თქო ნაღდად მოვიტყუები, მაგრამ ნორმალური სიუჟეტი ჰქონდა რა.
აი ამ augmentation-ების სკილების სისტემით მაინცდამაინც ვერ ავღფრთოვანდი, საკმაოდ ბევრი სქილი პრინციპში გამოუდეგარია და უბრალოდ მქონდა ეს praxis-ები და მეც ვანვითარებდი რა

მოკლედ მთლიანობაში ცუდი თამაში ნაღდად არ ყოფილა, მაგრამ მე, როგორც ადრეც ბევრჯერ მითქვამს, არ მხიბლავს ეს ფუტურისტული სეთინგები, საერთოდ ასეთი თამაშების level design-ი და სტილისტიკა მაინცდამაინც გულზე არ მეხატება. სწორედ ეს მომენტი ruins it for me რა

თორე takedown-ების ანიმაცია და თვითონ გეიმფლეიც საკმაოდ კარგი იყო - პრინციპში ექშენ/შუთერის პონტში თამაშიც საკმაოდ სასიამოვნო იქნებოდა (ბოსებთან ბრძოლებიდან და ზოგიერთ მომენტში guard-ებთან "პერესტრელკებიდან" გამომდინარე ვამბობ ამას).
ბოლო ბოსი ყველაზე ადვილი აღმოჩნდა, ყველას გირჩევთ plasm gun-ი გაჩითოთ და რაც შეიძლება ბევრი plasm ამუნიცია იპოვოთ, ამისთვის ყველა საწყობის კარები უნდა შეტეხოთ (განსაკუთრებით ბოლო ლეველზე) და მოძებნოთ ეს ამუნიცია. Plasm gun-ის მეტი არც დამჭირვებია სხვა იარაღი ბოლო ბოსის დასამარცხებლად.

საბოლოო ჯამში ამ თამაშს 7.5/10-ს დავუწერ, სხვანაირ სეთინგში და უფრო სხვანაირ სტილისტიკაში რომ ყოფილიყო გადაწყვეტილი მაშინ უფრო მაღალ ქულას დაიმსახურებდა ჩემგან

P.S. პირველ Deus Ex-ს ეს ასჯერ მირჩევნია







This post has been edited by Gioma771 on 9 Sep 2011, 15:20