Boyarg
დეიტი, იმორტალი და პრინცი არის სირთულეები.
8 სირთულე აქვს (თუ არ ვცდები) ცივილიზაციას, აქედან ბოლო 2 არის ძალიან რთული. სხვებზე თამაში სხვანაირად მიდის.
რაც შეეხება ჰეფინესს, არსებობს გლობალური ჰეფინესი, ყოველი ახალი ქალაქი და ამ ქალაქების ყოველი დამატებითი მოსახლე გაკლებს ამ ჰეფინესს.
ნეგატიური ჰეფინესი ცუდია, ფაქტიურად შეუძლებელია მაგითი თამაში, ამიტომ ჰეფინესი უნდა გქონდეს დადებით დონეზე, თითქმის სულ.
როცა ქალაქს დაიპყრობ, დამატებით გიფუჭებს ეს ჰეფინესს, იმის გამო, რომ იმ ქალაქის მოსახლეებს არ უნდათ შენს ქვეშ ყოფნა, შეიძლება ითქვას, რომ ორმაგი ჰეფინესი გიჯდება ეს დამატებითი ქალაქი, ვიდრე შენი საკუთარი ქალაქი.
ამის გამო, როცა ქალაქს აიღებ უნდა აწონ-დაწონო, გჭირდება ის თუ არა. და ამ დროს უნდა შეადარო ამ ქალაქისგან მიღებული სარგებელი (კულტურა, მეცნიერება, გოლდი, საოცრებები, ტურიზმი, რწმენა) და ამ ქალაქისგან მოსული უარყოფითი ჰეფინესი. ძირითადად, ქალაქები, რომლებიც ძალიან სტრატეგიულ ადგილს არ იკავებენ და რომლებშიც რაიმე განსაკუთრებული შენობა ან საოცრება არ დგას ჯობია გაანადგურო.
თორემ განადგურება რომ არაფრის მომცემი იყოს, ჰუნებს 2X განადგურების სისწრაფე რომ აქვთ ხომ ასევე არაფრის მომტანი იქნებოდა?