რაც უფრო მეტს ვთამაშობ უფრო და უფრო მეცვლება პირველი შთაბეჭდილება ამ თამაშზე, უკეთესობისკენ მეცვლება აზრი

რაც საკმაოდ უჩვეულო რამეა ჩემთვის, იმიტომ რომ ძირითადად ისე ხდება ხოლმე რომ თავიდან მაგრად მომწონს ხოლმე თამაში და მერე უკვე ნაკლებად

ყველაფრის მიუხედავად მაინც გამოსჭვივის Risen 2-ში ძველი გოთიკური სული

ძალიან მომწონს ის რომ ფულს მართლაც ფულის ფასი აქვს, იმდენი სხვადასხვა სქილების ყიდვა შეიძლება ფულით (თან საკმაოდ ძვირად), რომ ნამდვილად გიღირს კაცს აქეთ-იქით ხეტიალი, გამოქვაბულების დალაშქვრა და თუნდაც მონსტრების/ცხოველების ხოცვა და მათი ტყავების/კბილების/კლანჭების და ა.შ. შეგროვება, იმიტომ რომ ამ შეგროვებული loot-ით იცი რომ საკმაოდ ბევრ ფულს აიღებ, რომ მერე კიდევ ერთი სასურველი სქილი "დაირტყა"

მოკლედ exploration-ი ამ გოთიკის სერიის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად Risen 2-შიც დარჩა და ეს ძალიან მახარებს.
დიალოგები საკმაოდ სახალისოა, ბევრი ღადაობა და სიტყვებით თამაში გაიჩითა
სამყარო მართლაც უზარმაზარი და ულამაზესია, მარტო პირველი კუნძული (Tacarigua) პირველი რიზენის მთელს კუნძულზე უფრო დიდია მგონი, არადა მაგის გარდა კიდევ 5-6 კუნძულია გამოსაკვლევი.
აქ დაიწერა რომ ბაგები აქვსო თამაშს და ცუდათ არის ოპტიმიზებულიო. ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ აზრს, ბაგები მე პრაქტიკულად არ შემხვედრია (ნუ ერთი-ორი უმნიშვნელო ტექნიკური წუნის გარდა). თამაში საერთოდ არ ლაგავს, სადაც არ უნდა ვიყო 18 fps-ზე ქვემოდ არსად არ ჩამოდის, მაგრამ 18 fps-ზეც მშვენივრად ვთამაშობ, ანუ "ტორმუზებს" ვერ ვგრძნობ. ის რომ სხვადახვა ლოკაციებში (სახლებში, გამოქვაბულებში და ა.შ.) შესვლისას არანაირი loading-ი არ არის საჭირო ეს გოთიკის საფირმო ნიშანია, რომელიც Risen 2-შიც დატოვეს და ესეც უდიდესი პლიუსია ჩემი აზრით.
ნუ კვესტები ჯერ-ჯერობით დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა, მაგრამ ნახევარზე მეტი თამაში წინ მაქვს და ვნახოთ რა იქნება.
პერსონაჟის განვითარების სისტემა მართლაც უფრო რთული და მრავალფეროვანია ვიდრე Risen-ში ან თუნდაც გოთიკებში იყო. ესეც კიდევ ერთი პლიუსი.
This post has been edited by Gioma771 on 9 May 2012, 16:02