ესე იგი როგორც იქნა დღეს დავასრულე Dragon Age II და საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი მინდა გითხრათ
პლიუსები: პირველ თამაშთან შედარებით უფრო დინამიური ბრძოლები, (ყოველ შემთხვევაში) ჩემთვის უფრო გასაგები ტაქტიკა და ფართიში როლების გადანაწილება. კარგი სთორი, თითქოსდა გამარტივებული, მაგრამ მაინც მრავალფეროვანი და საინტერესო დიალოგები და რაღაც განსხვავებული და თავისებული ლეველ-დიზაინი. მშვენიერი მუსიკა.
მინუსები: ლოკაციების სიმცირე და ამ ლოკაციების პატარა ზომა, ერთი და იგივე ადგილების ათასჯერ მონახულების აუცილებლობა.
მთლიანობაში ეს თამაში ძალიან კარგი გამოვიდა, პირველზე ჩემი აზრით გაცილებით უფრო დინამიურია (თუმცა ამავე დროს კვესტების რაოდენობით და თამაშის ხანგრძლივობით თითქმის იგივე იყო).
ბოლოს მაგებს დავუჭირე მხარი (მაინც დაჩაგრული ხალხია რა

)
ეხლა ველი მესამეს, იმედია დიდხანს არ გვალოდინებენ და ორ წელიწადში გამოაცხობენ

(Bioware იმიტომაც მიყვარს რომ ოპერატიულად და ხარისხიანად მუშაობენ

)
ამ ჩემი ქარაქთერის სეივებს აუცილებლად შევინახავ და მესამე ნაწილში გამოვიყენებ

ჩემი მიღწევები: 24-ე ლეველზე დავამთავრე, 55 achievement-იდან 41 გავხსენი და რაც მთავარია ბოლო ბოსები (ორსინო და მერედიტი) Normal-ზე დავამარცხე, იმედია მესამე Dragon Age-ში Difficult-ზეც შევძლებ მათ დამარცხებას!

(მეც ვვითარდები და წინ მივდივარ რა

)

ესეც მერილი და მე
