დავასრულე Fable III-ის main story. აი ჩემი დაპირებული "რეცენზიაც":
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს "ის" Fable-ი არ არის რაც ადრე იყო...

პირველი Fable-ი (მარტივი) მაგრამ მაინც RPG იყო, ხოლო Fable III არც კი ვიცი რა ჟანრში ჩავსვა, მაგრამ ერთი რამე ვიცი ნამდვილად:
Fable III არანაირად არ არის RPG! რატომ? იმიტომ რომ:
1. იარაღების დიდი სიმწირეა, ვითომდაც მაგარი ხმლის ყიდვის (ან პოვნის) და მერე ამ ხმლის განვითარების შემდეგ ფაქტიურად საერთოდ არ იგრძნობა რომ მართლა მაგარი იარაღი გიჭირავს ხელში, ანუ ეფექტურობა არანაირად არ იზრდება.
2. თამაშში არ არსებობს არავითარი აბჯარი და შესაბამისად ამით ჩვენი "ჩარის" დაცვის ხარისხის ზრდის შესაძლებლობა.
3. საერთოდ არ არსებობს ფაქტიურად ყველა RPG-ისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები (Strength, stamina, willpower და ა.შ.), მხოლოდ ფუნთუშების ცხობაში და ლიუტნაზე დაკვრაში შეიძლება "დახელოვნება"

ისიც მხოლოდ და მხოლოდ მეტი ფულის შოვნის მიზნით.
4. მეჯიქ სპელების რაოდენობა კატასტროფულად მცირეა და მათი მხოლოდ და მხოლოდ სიმძლავრის გაძლიერებაა შესაძლებელი (თუმცა ამ სიმძლავრის გაძლიერებისგანაც ხეირი ფაქტიურად ნულის ტოლფასია).
5. ამ ვითომდა RPG-ში არავითარი სკილები და/ან პერკები არ არის.
ასე რომ Fable III-ს ფაქტიურად RPG-ის არანაირი ნიშან-წყალი არ გააჩნია (სამწუხაროდ), ეს თამაში უფრო როგორ ვთქვა... კაზუალური life simulator-ია action-ის ელემენტებით...
ერთ-ერთი მთავარი მინუსი რაც Fable III-ს გააჩნია არის ის რომ ჩვენს "ჩარს" არ შეუძლია მოკვდეს

ანუ არავითარი პრობლემა არ არის თუ "მოგკლეს", ეგრევე ორ წამში "აღდგები მკვდრეთიდან", ეს მომენტი მეორე Fable-შიც იყო, თუმცა იქ დაგროვებული Experience-ის საკმაოდ დიდი ნაწილი გეკარგებოდა კაცს ამ "სიკვდილისთვის", მესამე Fable-შიც გეკარგება Experience-ი, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო და ცოტა რაოდენობით რომ არც კი გენანება...
როცა თამაში აი ასე გაუბრალოებული და გაადვილებულია, მაშინ რაღა აზრი აქვს health potion-ების შეგროვებას და ბრძოლის ტაქტიკის შერჩევას??? არანაირი! უბრალოდ ზიხარ შენთვის და მოწყენილი აკლიკებ მაუსზე რომ დროზე მოკლა "აბეზარა" ოპონენტები, რომლებიც ძირითადად respawning-ის პროდუქტებს წარმოადგენენ (რაც რბილად რომ ვთქვათ არ მევასება თამაშებში). არადა RPG-ში და ნებისმიერ action თამაშში მთავარია გადარჩენისთვის ბრძოლა და ოპონენტების დამარცხებისგან მიღებული კმაყოფილება, მაგრამ ეს მართლაც რომ უმთავრესი კომპონენტი ამ თამაშში საერთოდ არ არსებობს! რამდენჯერაც მოგკლავენ იმდენჯერ გაცოცხლდები, რა პრობლემაა?!

ეს გარემოება თამაშისადმი ინტერესს ფაქტიურად კლავს.
Fable III-ის სიუჟეტი უაღრესად ბანალური და სუსტია, ვითომდა შემოტანილია ორიგინალურობა გამეფების და მეფის რანგში თამაშის სახით, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ მეფის მიერ აქეთ-იქით ვიღაცეების წერილებით და წიგნებით სირბილი და ფოსტალიონის ფუნქციის შესრულება რბილად რომ ვთქვათ ალოგიკურია

ერთი რომელ (თუნდაც ზღაპრულ) სამყაროში გინახავთ ვიღაცეების "მალჩიკ ნა პაბეგუშკახ" მეფე?

კვესტების უმრავლესობას ორიგინალურობა აკლია, ძირითადად ბანალური "წადი ის მომიტანე", "წადი ესა და ეს მომიძებნე" და "წადი ესა და ეს დაბრიდე" კვესტებია რა. ერთადერთი მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი კვესტი იყო იმ დრამატურგის პიესაში მოხვედრა, თუმცა ეგეც მხოლოდ და მხოლოდ იუმორის გამო (და არა რაიმე ორიგინალური სიუჟეტური სვლის გამო).
ატმოსფერო? მეორე Fable-ის კლონი. პირველთან კი ვერც კი მოვა.
ნუ გრაფიკა და მუსიკა როგორც ყოველთვის სათანადო (ანუ მაღალ) დონეზეა, მაგრამ მარტო გრაფიკა და მუსიკა ვჭამოოოთ?

იუმორიც არის, მაგრამ მართალი რომ გითხრათ იმდენად ყველგან და ყველაფერშია ეს იუმორი "შეტენილი", რომ ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელიც კია.
მოკლედ და კონკრეტულად ჩემი შეფასებაა 5.5/10. ჩემი აზრით lionhead-ი ან უნდა შეეშვას ამ სერიას ანდა სულ სხვანაირად მიუდგეს მას და რამე ახალი მოიფიქრონ. ახალი იდეებით გაჯერებული მართლა RPG უნდა გააკეთონ და არა medievаl Sims-ი (მითუმეტეს რომ medievаl Sims-ი უკვე არსებობს!

)
ჩემი შედეგებია: Road to Rule-ში 48-დან 46 სკივრი გავხსენი, 54-დან 34 ვერცხლის გასაღები ვიპოვე, 50-დან 35 გნომი "მოვკალი", 20-დან 10 ყვავილი ვიპოვე და 30-დან 16 წიგნი ვიპოვე.
მოკლედ და კონკრეტულად Fable: the Lost Chapters-ი და Fable III ერთმანეთისგან ისევე განსხვავდებიან როგორც ჯონ ლენონი და ჯულიან ლენონი

კიდევ კარგი ვიჩერამდე ჯერ ეს ვითამაშე, თორემ ვიჩერის მერე ეს თამაში კიდევ უფრო მოსაწყენი მომეჩვენებოდა!
So, Witcher 2 here I come baby!
This post has been edited by Gioma771 on 28 May 2011, 04:15