მე მომეწონა ეს თამაში. ასე რომ სხვების შეხედულებებზე დაყრდნობით არ ღირს ცდაზე უარის თქმა. ინდივიდუალურია ზოგს მოსწონს ზოგს არა.

ექსპლორეიშენი და ზოგადად ქუესთინგი არ უვარგა არაფრად. ლოკაციები და ქუესთები იმდენად მონოტონური აქვს რომ გული არ მიგდის მათ გამოსაკვლევად.
მე თვითონ კომბატი და პერსონაჟის განვითარების სისტემა მომეწონა ძალიან. კომბატი სწრაფი და რაც მთავარია მოსახერხებელია, და პერსონაჟის განვითარებით კიდე სხვადასხვა მიმართულებით შეგიძლია წაიყვანო მგირი. მაგ: ვარიორის და გამიკოსის სკილების გაერთიანება და ა.შ.

მარა სიმართლე რომ ვთქვა მე ალბათ იმიტომ მომეწონა ეს თამაში სხვებზე მეტად რომ ზოგადად მსგავსი ტიპის ფენტეზი სამყარო მევასება. "ზედმეტად" ფერადი გარემო, , გმირები თავისზე დიდი ხმლებით და ა.შ. მოკლედ "აზეროტის" ტიპის სამყაროა და ეგ გამისწორდა, იმისდამიუხედავად რომ ქუესთები ძააააალიან მონოტონურია და ექსპლორეიშენიც მალე გბეზრდება მშრალი ლოკაციების გამო

მარა ქეშენ-კომბატი ძალიან მოუხდა ამ ტიპის სამყაროს

ასე რომ ინდივიდუალურია რა მოგეწონება თუ არა, ცადე მაინც სხვა თუ არაფერი გაქვს საქმე

პ.ს. აი ამ თამაშის გეიმპლეი (კომბატი და პერსონაჟის განვითარება), არტი და ვიზუალი უნდა აიღო და დივნიტი 2-ის ძალიან კარგად დაწერილ ქუესთებს, იუმორს, საინტერესო პერსონაჟებს და ზოგადად ექსპლორეიშენს უნდა მოარგო და მაგარი ექშენ რპგ გამოვა. პირველს სწორედ წერითი მხარე და ესქპლორეიშენი არ უვარგოდა და მეორეს კიდე ზოგადად გეიმპლეი და ვიზუალი

თუმცა სთორით პირველი უფრო დალაგებული იყო ვიდრე მეორე.
This post has been edited by MiQo on 16 Mar 2013, 02:07