ე.ი. დემო ვითამაშე და ჩემი პირადი აზრით მაგრად იგრძნობა ფეიბლის სუნი; კომბატი, ლოკაციების გაფორმება (უმაღლეს დონეზე), ექსპლორეიშენ, გარკვეულწილად პერსონაჟის განვითარება და ა.შ.
1) პირველი რაც მინდა ვთქვა ისაა რომ საკმაოდ მომექონა პერსონაჟის განვითარება - ფაქტიურად გაქვს სრული თავისუფლება გადაეწყო ერთი სტილიდან მეორეში (მაგიიდან ხელჩართულში ან სტელზში და ა.შ.), ანდა სულაც იყო უნივერსალი.
2) ძალიან მომეწონა პირველი შეხედვით ლოკაციების დიზაინი და დეტალების მოხატულობა - პრინციპიალურად ლამაზია თითქმის ნებისმიერი დონის გრაფიკაზე.
3) კომბატიც ასევე საკაიფოა და საკმაოდ მრავალფეროვანი ეფექტებით, აღჭურვილობით (შენიშვნა: მარტო მაგებისთვის მაგალითად როგორც მივხვდი 3 სხვადასხვა ტიპის იარაღი არსებობს). ასევე სამყარო სავსეა ბევრნაირი ტიპის მონსტრებით და არც ისე ბანალურით - თითქმის ყველა მონტრი მოძრაობს ჯგუფებით და შეტევისას როგორც წესი გარტყავენ ალყას, იყენებენ ტაქტიკას და ა.შ.
4) მომეწონა NPC-თან ურთიერთობა, მრავალფეროვანი გახმოვანებული დიალოგები თითქმის ყველა მათგანთან. ფეიბლთან შედარებაც არ შეიძლება, მაგ მხრივ სკაირიმის დონეზეა ეს თამაში.
-) ერთადერთი რაც არ მომეწონა თამაშში ფაქტიურად არ შეგიძლია ახტომა. არსებობს მხოლოდ გარკვეული ადგილები სადაც შეიძლება გადახტე ერთი ადგილიდან მეორეში ან ჩახტე ქვევით - მეტი არა. ასევე მინდა ვთქვა რომ პირველი შეხედვით სთორი არის ცოტა ბანალური - ერთი ბოროტი ტიპი, რომელსაც უნდა ყველა თავისუფალი ქმნილების დაპყრობა და განადგურება; თუმცა მთლიანი თამაშის მერე შემიძლია შევიცვალო შეხედულება.
საბოლოო ჯამში თამაშს ბევრ დიდი პლიუსს (+ + +) დავუწერდი და პირადად დიდი სიმპატიით განვიმსჭვალე მიუხედავად ჩემი პირვანდელი კრიტიკისა