svandoggy1983პირველს თავისი მუღამი აქვს, თუ ვერ დაუჭირე მაშინ შეეშვი. მარა სანამ მიაგდებდე აბა ესე სცადე:
კამერა:
ძაან ცუდი კამერით თამაშობ

ზურგიდან რომ უყურებ იმ კამერაზე გადართე და უფრო მოიტანს.
კომბატი:
კომბატს რომ დაამუღამებ მერე უფრო გაგისწორდება. თავიდან აშკარად მაგრად გაგიჭირდა

მერე ცოტა დაამუღამე, მარა მაინც არასწორად აკეთებ. ანუ ერთს რომ დააკლიკებ ხმალს ხომ იქნევს? ხოდა მაგ მოქნევის დამთავრების ბოლო წამებზე კურსოსზე ცეცხლი ეხატება თუ დააკვირდი. ხოდა მეორეჯერ მაგ ცეცხლის "გაჩენისას" უნდა დააკლიკო და უფრო ძლიერ მოქნევას აკეთებს. მესამეჯერაც ეგრე და ასე მაგარ "კომბოს" ააწყობ. ოღონდ ეგ ცეცხლი კურსორზე რამდენიმე წამით ეხატება და უნდა მოასწრო. თუ დააგვიანე ( რასაც შენი ვიდეოს ბოლოს აკეთებ) მაშინ ისევ სუსტ დარტყმას აკეთებს. თუ ადრე დააკლიკე მაშინ საერთოდ წყვეტს დარტყმას.
ეგ ჯერ შენ პროლოგში ხარ. პროლოგი ცოტა ტასკაა. გაცდი პროლოგს და გადადი პირველ თავზე, "ვიზიმას გარეუბანში." მაქიდან იწყება თამაში თუ იწყება. უფრო გახსნილი ხდება. თან ამასობაში მეორე კამერაზე გადართე, კომბატსაც დაამუღამებ და ცოტა წაითამაშე პირველი თავი.
ზოგადად პირველი ნაწილის მუღამი ბნელ სამყაროში, მელანქოლიურ ატმოსფეროში და პერსონაჟებშია. წესით მოგიტანს მუღამს. თუ ვერა და კომბატითაც ვერ იკაიფე მაშინ შეეშვი და მეორე ნაწილზე გადადი.
აი მეორე ნაწილი კი უეჭველი ითამაშე!!

) თან მანდ არაფერ რთული არაა, ადვილად გახვალ. გამოგრჩა ალბათ რამე.
* * *
პ.ს. ხო პირველის კომბატში კიდე იმას მიაქციე ყურადღება. მან არის პოზიციები ( stance, რუსულად არ ვიცი რა ჰქვია

) და ვისაც ეჩხუბები იმის მიხედვით უდნა შეარჩიო თორე ვერ დაარტყავ. სულ სამია. პირველი არის დიდი და ნელი მეტოქესთვის. მეორე ტაპარა და სწრაფი და მესამე ალყაში რომ ხარ და ყველა მხრიდან გირტყავენ. ძალიან მარტივად, რომელიღაცა კნოპკის დაჭერით ცვლი ერთმანეთში ამ პოზიციებს და იცვლება ხმლის ჭერის მანერა პერსონაჟზე და მაგით უნდა მიხვდე რომელ პოზიციაში ხარ.