დავხურე!

მშვენიერი თამაში იყო. ძალიან კარგი და ჩახლართული სიუჟეტით და საინტერესო კვესტებით. გრაფიკა ნამდვილად საუცხოო ჰქონდა, განსაკუთრებით ავღნიშნავ თვითონ ლოკაციების ძალიან ლამაზ და გემოვნებიან გაფორმებას (განსაკუთრებით Flotsam-ი იყო რაღაც საოცრება, თავისი მშვენიერი ტყით, მართლა ტყეში მეგონა თავი!

), ნამდვილი შუა საუკუნეების დიზაინია და თან ეს ყველაფერი მაინც ფენტეზი სამყაროში.
მოდელები ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული, გერალტის ანიმაცია ნამდვილად მხოლოდ შექებას იმსახურებს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო მონსტრების საუცხოო მოდელები და მათი შეტევების მრავალფეროვნება

მუსიკას რაც შეეხება, დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ვერ მოახდინა, ცუდი ნამდვილად არ იყო, თუმცა უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, იგივე პირველ ვიჩერში გაცილებით უკეთესი მუსიკა იყო.
ეხლა ცოტა მინუსებზეც მინდა ვილაპარაკო: პირველ რიგში ამ თამაშის მთავარი მინუსი მაინც მცირე მასშტაბია, მცირე მასშტაბში ვგულისხმობ როგორც სამყაროს სიმცირეს ისე თავად თამაშის ხანგრძლივობას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ open-world-ს მაინც არაფერი არ მირჩევნია. The Witcher 2-ის თამაშისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთ (დიდ) მაგრამ მაინც გადასაღებ პავილიონში ვიყავი ჩაკეტილი და დავრბოდი აქეთ-იქით

ყველაზე დიდი ლოკაცია მაინც მგონი მეორე თავში იყო, მარა ერთი ბოლოდან მეორეში მისარბენად სულ რაღაც 2-3 წუთი სრულიად საკმარისი იყო

კიდევ ძალიან არ მომეწონა ის რომ ფოუშენების დალევა მხოლოდ წინასწარ შეიძლებოდა.
Poker Dice-ი მაგარი მარაზმი იყო.
Fighting-ი და მკლავჭიდი მარტივი თუმცა მაინც გასართობი მინითამაშები გამოდგა.
პირველი თავის ბოლოს Iorveth-ის გზას გავყევი, საერთოდ ამ თამაშში მე ელფები უფრო მესიმპათიურებიან ვიდრე ადამიანები. Drawf-ები ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ (როგორც ყოველთვის)
ბოლოში ლეტო არ მოვკალი, იმიტომ რომ ყველა ეს ჩრდილოელი მეფე ერთმანეთზე უფრო მაგარი ახვარი ტიპები აღმოჩნდნენ

ლეტოს კიდევ თავისი agenda ჰქონდა და ნამდვილად არ ყოფილა ისეთი villain-ი როგორც თავიდან ჩანდა

აბსოლუტურად ყველა კვესტი გავაკეთე an encrypted manuscript-ის გარდა, endrega queen-ის pheromone-ები პირველივე თავში გავყიდე და საიდან მომეტანა Loc Muinne-ში? (იქნებ იშოვება ხალხო სადმე? ან ყიდის ვინმე?), დანარჩენი ყველა ინგრედიენტი ვიშოვე...
საბოლოო ჯამში 35-ე ლეველამდე ავედი, მთელი თამაში normal-ზე ვითამაშე, მხოლოდ ის ავადსახსენებლი Draug-ი მოვკალი easy-ზე

მოკლედ კაი თამაში იყო ნამდვილად.
ჩემი შეფასება: 7.5/10
* * *
P.S.
severed heads, eye-gouging, bare breasts, pubic hair, castrations, drug-snorting, and the slitting of throats.
ისე აქედან კასტრაციები და ნარკოტიკის შეყნოსვები არ მინახავს საერთოდ თამაშში (ეტყობა სხვა გზას უნდა გავყოლოდი პირველ თავში და ვნახავდი

)
საერთოდ თავიდან მეგონა, რომ თვალების "ამოჩიჩქვნა", დაკოდვა, ყელის გამოჭრა და ა.შ. თვითონ გერალტს შეეძლებოდა ხოლმე, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა, არადა საინტერესო იქნებოდა ისე
This post has been edited by Gioma771 on 11 Jun 2011, 23:12