snexადვილია კომბატი, ყოველშემთხვევაში ნორმალზე. მთავარია მარტო მაუსის ჭახა-ჭუხით არ მიუდგე.
ესეიგი პირველი რაც ყველაზე მთავარია არის ის რომ სულ უნდა ეცადო მოწინააღმდეგემ უკნიდან არ დაგარტყას ( თორე +200% გხვდება დარტყმის, შესაბამისი სკილის სწავლის მერე +100% ამდე შეგილია ჩამოიყვანო), იკოტრიალე, ბლოკე და სულ ეცადე რომ მტრები წინ გყავდნენ და არა გვერდებზე და მითუმეტეს უკან.
მეორე არც მთავარია არის სპელები (სიგნები), კომბატში ყველაზე გამოსადეგარი ჩემთვის დაცვის სპელია, სახელი არ მახსოვს, მგონი ქვემოდან მეორეა, რაღაც "ელეცტრო" ბრონივით რომ გედება. მაგას რომ დაიდებ, მერე შეგიძლია თავისუფლად შევარდე მტრის ჯოგში და რაც შეილება სწრაფად ერთ-ერთი მათგანი გაძუყნო, თუმცა გაითვალისწინე რომ რაც უფრო მეტჯერ გხვდება დარტყმა მით უფრო მალე გაგიქრება ეგ ბრონი და როცა ეს მოხდება უკან გამოვარდი მტრებიდან რომ ზურგში არ მოგხვდეს დარტყმა.
ასევე ეცადე როცა ბევრნი არიან ცოტა მოშორებით გავარდე და სადმე ვიწრო ადგილში სპელით რომ მახეა ეგ დააგო, ეგრე ადგილზე დაიჭერ ერთ-ერთ მტერს, სხვები უკნიდან გაიჭედებიან და ამას მიადექი.
ასევე გამოიყენე ალქიმია. ძალიან კარგი ზეთებია ხმლებისთვის და პოუშენები გერალდასთვის. ძალიან გაძლიერებენ.
მოკლედ კერატიულად უნდა მიუდგე რა კომბატს

უაზროდ არ უნდა შევარდე და "ისლეშერო" იკოტრიალე, ბლოკე დარტყმები, ერთი მათგანო გამოიჭირე და დაბომბე და ა.შ. მოკლედ ივარჯიშე და გამოგივა.
პ.ს. ადვილზე არ ჩამოწიო სიძნელე, ძალიან მომაბეზრებელ სლეშერად გადაიქცევა.