ბატონებო
ფორუმთან ურთიერთობა ამ განყოფილებით დავიწყე.
უფრო სწორედ ფორუმელებთან.
ყველა მათგანის მიმართ დიდი პატივისცემით განვეწყე და მინდა კარგად გამიგოთ.
ეს არ ნიშნავს, რომ მე რახან განვეწყე, ეგ რამე მნიშვნელოან ამოსავალ წერტილად მივიჩნიე. სხვებიც ჩემს მიმართ კარგი, კეთიოლი განწყობით აღმოჩდენ და ეს ყველაფერი იმის გამბედაობას მაძლევს, რომ ასე "ხმამაღლა" მოგმართოთ"
ჩვენ ატრ ვართ ის ხალხი, რომ ადამიანური ურთიერთობა სუფრის გარეთ არ შეგვეძლოს. არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც არ შეგვიძლია მეგობრობა, ერთმანეთის გულისთვის თავის შეწუხება და თანადგომის გამოვლენა.
პირიქით! ჩვენ ბევრჯერ დავუმტკიცეთ ერთმანეთს, რომ შეგვიძლია ერთმანეთის თანადგომა, პატივისცემა და ბევრს ერთმანეთთან ოჯახებში სტუმრობა, დიდი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვა არ გაგვჭირვებია. იმიტომ, რომ ეგ ჩვენში ზის.
გულწრფელად გეტყვით, ძალიან მაკლია ის პერიოდი, როცა დიმასთან,კობასთან, ვასოსთან, ნეფროსთან, ანდროსთან, გივისთან, ვივასთან და სხვებთან ერთად ხშირად ვიკრიბებოდით და ერთმანეთს ჩვენს დიდ პატივისცემას და კეთილგანწყობას ვუზიარებდით. ცოტა გვიან შემოგვიერთდენ რუსთაველი ახალგაზრდები, არჩერა და სხვები, ყველას ჩამოთვლა საჭირო არაა.
ასევე ერთად ვუმასპინძლეთ მარის, ბულგარელ ქალბატონს, რომელიც ამ თამაშმა ჩამოიყვანა ჩვენთან (აქ ნეფროს წვლილი უდავოდ უპირატესია და მადლობა ჩემგან მას).
ვცეთ პატივი იმ დროს, ვცეთ პატივი ერთმანეთს და მოვახერხოთ კიდევ ერთხელ შეკრება....
არა ერთხელ, არამედ ბევრჯერ...
უნდა აღვადგინოთ ის დამოკიდებულება. ნებისმიერ ასაკში გვჭირდება ადამიანებს მეგობრობა, ურთიერთ სიყვარული და გართობაც..
ასე რომ ამოვჩიჩქნოთ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები და მოურიდებლად დავუკავშირდეთ ერთმანეთს.
აღვადგინოთ ძველი ღირსება ამ თამაშისაც და რაც მთავარია ჩვენი მეგობრობის.
პატივისცემით ...
თუ ვინმემ ჩემს წერილში ზედმეტი პათეთიზმი დაინახოს, არ დაუჯეროს თვალებს. რასაც ვფიქრობ, იმას ვწერ...
* * *
აუ რა მთვრალი ვიყავი მაგის დედაც ვატირე...