ამ თამაშში ძალიან დიდი უცნაურობები ხდენა, შეიძლება მისტიური მოვლენებიც კი. მარტივად რომ ვთქვათ, მატრიცის რეალობა დავინახე ! ანუ ის, რომ ყველაფერი, ყველა მატერიალური სახე, გენეტიკა, მოვლენა, ფაქტი ციფრების და განტოლებების, ალგორითმებისა და მათემატიკური კოდების შედეგია !
საქმე იმაშია, რომ შევქმენი ცემი დინასტია თავისი გერბით. შექმნის დროს უნიკალურ პერსონაჟს დავარქვი სახელი, გვარი და .... მივანიჭე უნიკალური ციფრული კოდი, სრულიად შემთხვევითი არჩევით .
ყველა პერსონაჟს ამ თამაშში აქვს თავისი უნიკალური კოდი, დინასტიებსაც კოდები აქვს, თუმცა პერსონაჟის სახელის კოდი განსხვავებულია დინასტიის კოდისგან. მაგალითად ჩემს მიერ შექმნილი დინასტიის კოდი არის ,,89999999, ხოლო ამ დინასტიის , ანუ გვარის მქონე პერსონაჟის ინდ. კოდი - 899999998... ანუ ტექსტურ ფაილებში, სახელის გასწვრივ ეთითება ინდ. კოდი, ხოლო დინასტიის გასწვრივ დინასტიის კოდი. ... მაგ: დინასტია ,,უჟმურაშვილი,, - 855554546 , ხოლო ვინმე ,,სილიბისტრო,, , რომელიც გვარად უჟმურაშვილია - 85456548646 ( განსხვავებულია ორივნების და დინასტიის კოდები ) იქნება.
ამის მერე მამული და გერბიც შევუქმენი და ჩავრთე თამაში . კომპმა თავისით შექმნა შემტხვევითი სახე, ლოყებღაჟღაჟა , პუტკუნა ტიპი ( გურიის გრაფი

);
გამოვედი თამაშიდან და შევცვალე პერსონაჟის კოდი და ასევე დინსტიის კოდიც ( თუმცა ვფიქრობ კომპი სახის დახატვისას ირჩევს პერსონაჟის კომპს და დინასტიის კოდს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვცდი მერე და გავიგებ...არ შევცვლი დინასტიის კოდს და შევცვლი მხოლოდ პერსონაჟისას ) .
ჩავრთე თამაში და კომპმა სრულიად სხვა სახის პერსონაჟი შექმნა. ასე გავიმეორე რამდენჯერმე, სანამ ნორმალური სახის ტიპი არ შევაქმევინე.
ერთ კანონზომიერებას დავუკვირდი, რაც უფრო ერთნაირი ციფრები მივეცი კოდად ( მაგალითად 89999999 ან 777775555 ) , უფრო დალაგებული, სიმპატიური და სიმეტრიული სახის მქონე პერსონაჟებს ქმნიდა კომპი.
არ ვიცი, საიდან იღებს კომპის ტვინი პერსონაჟის სახის ნაკვთებს, აშკარაა რომ თითოეული სხის ნაკვთი და მისი მილიონობით ვარიანტი არის დანომრილი .... თანაც ,,ბუნებრივად ,, ! სამყაროში რამდენი ციფრიც არსებობს, იმდენი უნიკალური სახის შექმნა შეუძლია ამ თამაშში კომპს, რადგან სახეები არ მეორდება ! ანუ თუ ერთიდაიგივე ციფრს მივცემ, უკვე გამოგონებული სახე გამოჩნდება და რაც მთავარია, კიდევ ერთი ,,ცოცხალი,, უცნაურობა ..... თუკი ერთი პერსონაჟით დაიწყებ თამაშს, რომელსაც თვაის კოდი უკვე აქვს და თამაშის მსვლელობისას მოგინდება ამ პერსონაჟისთვის სახის შეცვლა, არ გამოვა. თუ შეუცვლი კოდს უკვე არსებულ პერსონაჟს და ისევ დასეივებულიდან ეცდები თამაშის გაგრძელებას, არ გაგრძელდება. ანუ უნიკალურობა ინახება !
ასე რომ ვირტუალობაც ისეთივე რეალობაა, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით ჩვენი სიცოცხლის მანძილზე. მატრიცაში ვცხოვრობთ ფაქტიურად
ახლა აქ არ მაქვს სკრინები, მერე გადავიღებ და დავდებ.