ჩემი პოსტები არ არის პასუხი ბორომირის მიმართ, ბორომირ სწორედ რომ Dedicated Fan-ია, და ადრეც დავწერე რომ მის მხარეს მოთხოვნების ვეთანხმებოდი, More Closure/Player Choices. გამოკლებით სთორის
შეცვლის მოთხოვნისა. და რატომ არ ვეთანხმები სთორის ესე დაძალებით შეცვლას ეგეც აღვწერე.
ჩემი პოსტები საპასუხო რეაქციაა მის მიერ დადებულ source ვიდეოებზე და თემებზე, რომლებშიც მრავლად არიან UniLover-ები. და იქ ნანახ/წაკითხულ მოსაზრებებზე. სამწუხახოდ მათვის პასუხის გაცემა ამ ფორუმზე მიწევს რადგან ლიცენზირებული დისკი არ მაქ ნაყიდი და ოფიციალურ ფორუმზე ვერ ვპასუხობ. პასუხის რა, ჩემი აზრის გამოხატვა.
არ ვიცი, ჩემი აზრით და დაკვირვებით, შედეგები რაც მოყვა მთელ ამ აქციას და გაშუქება იყო რომ, ბიოვეარმა მეტისმეტად ბნელი ენდინგი გააკეთა და ამით აწყენინა ფანებს. ტელევიზიებში და ნეუსებში ძირითადათ მარტო ამ იდეამ მიაღწია.
და იმ დროს როდესაც ძლივს რაღაც სახასიათო და საინტერესო პროექტები გამოდის ამდენი წლის პაუზის შემდეგ, ME3 controversy ძალიან ცუდი პრეცენდენტი მგონია, იმიტომ რომ ის რაც Safe, Typical, Works on Masses, მე პირადად ძალიან მობეზრებული მაქ. და რაიმე ისტორიის მიყოლის მუღამს მიქრობს. მიზეზი კი სწორედ ის Predictability და Victory Guarantee არის რაზეც ეს Spineless Unilover-ები არიან დამოკიდებული და რასაც მოითხოვენ. ჰეპპი ენდის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქ, აბსოლუტურად ყველაფერში ჰეპი ენდის წინააღდეგი ვარ.
არ ვიცი Game Of Thrones წაკითხული თუ გაქ, მაგრამ იქ როცა დაძაბული სიტუაცია იქმნება, ან ვინმე საფრთხეშია, ხელისკანკალით შლი გვერდს. განიცდი ისტორიის თითოეულ მომენტს და გრძნობ თითოულ გამარჯვებას ან დამარცხებას. გარანტირებული ჰეპი ენდის დროს კი ნელნელა ქვრება დაძაბულობა ან საერთოდ რაიმე ემოცია საფრთხის მიმართ, იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს ბოლოში ყველაფერი კარგად იქნება და მთელ მის Struggle-ს აზრი არ აქ.
და Маss effect 3 -ში კიდე როგორი სიტუაციაა, მთელი თამაში გამზადებენ იმისთვის რომ, კი ეკრანზე რაც ხდება არაა უაზრო მორიგი გადაარჩინე სამყარო, გახდი საყოველთაო გმირი ბლა ბლა ბლა, შენ Struggle-ს, შენ თითოეულ ბრძოლას აზრი აქ, შენ ყოველ არჩევანს, რადგან მტერი ძალიან ძლიერი და რეალურია, და თუ შენ არ გადადგავ ყველა ამ ნაბიჯს, თუ შენს გვერდზე მყოფები არ გადადგავენ სრული განადგურება გარდაუვალია, საკუთარი სიხლის და დანაკარგის ფასად უნდა მოიპოვო გამარჯვება. და აქ მოდის ენდინგი რომლის შემდეგ ყველაფერი ორად იყოფა.
ერთის მხრივ არის ძალიან დიდი Frustration, რომ თურმე ეს ყველაფერი, მთელი ეს Struggle, მთელი ეს დაპირება სიცრუეა და არაფერს ნიშნავს. ერთ მომენტში, Deus Ex Machina-ას, ისტორიისთვის და სამყაროსთთვის არარსებული, გარეშე ძალა მოდის და ყველაფერს ცვლის, აუფასურებს. ძალიან კარგად მესმის და ვგულშემატკივრობ ამ პოზიციას, და მე თვითონ Kotor 2-ზე რომ არ მქონდეს გამოცდილი იგივე, და + სინთეზის იდეა რომ არ მომწონებოდა მეც ბორომირის მსგავსი რეაქცია მექნებოდა.
მაგრამ მეორეს მხრივ არის მეორე პოზიციაც, ანუ ხალხი რომელსაც საერთო ჯამში მაგარი ეკიდა მთელი ეს შენი Struggle, და ყველაფერი და რაღაც ტელესერიალის გმირებივით მიყვებოდა ამ ყველაფერს, ისინი ვისთვსისაც Story Only Mode დაემატა თამაშში (Epic Nonsence in game featuring galactic battle for survival of all species) მარტო პერსონაჟები და მათ შორის ურთიერთობა აინტერესებდა და ბოლოში უნდოდა რომ პროსტა ყველაფერი კარგად ყოფილიყო როგორც მიჩვეულია, და ციტადელის ბავშვივით მზად არიან ყველაფერი გააუფასურონ რაც ენდინგამდე მოხდა, ამ ბანალური ქორწილების და პლაჟების უდარდელი ეპიზოდების სანახავად.
საერთო ჯამში, ირონიულად პარადოქსი იჩიტება, რიპერების პარადოქსის მსგავსი. იმისთვის რომ გადაგარჩინოთ უნდა გაგანადგუროთ.
თუ პირველს მხარს დაუჭერ რაც გამოასწორებდა სთორის, ავტომატურად მეორესაც უჭერ მხარს რაც გაანადგურებს სთორის, ავტომატურად იმიტომ რომ ერთ movement-ში არიან, კოლექტიური WE-ით. და რაღაც ძალიან Creepy ხდება მაგ მხრივ, პირველების დაჟინებულ პასუხებს რომ ვისმენ, რომ მეორეები არ არსებობენ მაშინ როცა, მეორეებით არის გატენილი ყველა თემა და ვიდეო.
მე სთორითელინგზე კი ჯერ ხელი არ ჩამიქნევია, და მე მადარდებს სხვა კომპანიების რეაქცია.
ამიტომ ბიოვეარს ვუჭერ მხარს და ის ფაქტი რომ More Closure აირჩიეს ენდინგ DLC-ს კონტენტად. ნიშნავს რომ როგორც მინიმუმ მოუსმინეს
http://www.themetagames.com/2012/03/why-yo...oblem-with.html - ესეთ ფანებს.
და ამაში თუ დაამატებენ ეპილოგს და ამას
"ქარს მოყვებოდა ყვირილის ხმები დასავლეთიდან, არ შემეძლო არ გამეცინა, ვიღაცა ამ სამყაროში ჩემზე მეტად იტანჯებოდა" - კეინი