ისე Fairy Lady, ეგ გაჭირვებული Quelaag-ს რატომ მეძახის? ბრმა არის? ან კაცის ხმა და ქალის ხმა ვერ გაურჩევია?
ჰო კიდევ... ძალიან მაინტერესებს რას ეძებს Solaire? ბოლოს რომ ვნახე ცეცხლთან იჯდა და იძახდა "ამდენი ძებნის შემდეგ მაინც ვერ მივაგენიო" ... იდიაში მზეს, სინათლეს სცემს ეგ თაყვანს... შეიძლება ვივარაუდო რომ თავის რწმენასთან დაკავშირებულ რამეს ეძებს... მაგრამ... ასე შორს მზისაგან... მიწისქვეშეთში რატომ ჩამოვიდა?
ისე სათქმელი მაქვს რაღაც...
უკვე მერამდენედ დავხურე... 4 თუ 5-ჯერ... ნიუ გეიმ + ების გარეშე... დავხურავ წავშლი სეივს და ცოტახანში თავიდან ვიწყებ... ვერ ვხვდები რა აზრი აქვს გავიარო თამაში სადაც თავიდანვე ყველაფერი გაქვს... პვპ-ს მაინც ვერ ვთამაშობ... არაჩვეულებრივი კავშირის გამო დარკ სოულსის სერვერებთან...
ხო რისი თქმა მინდოდა...
Gwyn
რატომ გააკეთეს ასეთი ადვილი და პრიმიტიული ბოსი ვერ ვხვდები... უკვე მერანდენედ ვკლავ და არანაირი ემოცია... არადა მთელი თამაშის მანძილზე ეცნობი ლორდრანის ისტორიას... როგორ დაამარცხეს დროაკონები გვინის მეთაურობით... როგორ დაარსდა ლორდრანი და როგორ ჩაუდგა გვინი სათავეში... როგორი გრანდიოზული ქალაქები და ქვეყანა ააშენა გვინმა... (არქიტექტურის თვალსაზრისით ვიძახი.. თორემ მაცხოვრებლები არც ისე კარგად გამოიყურებიან...)უამრავი ლეგენდები მასზე და...
ზუსტად 5 პარირება... პიფ... ავარდა ნისლი... ცოტა სულები და ვსიო?
უფრო მეტი ემოცია თავიდან ვაჭარი Undead Male Merchant რომ მოვკალი უჩიგატანას გულისთვის, იმან გამოიწვია ჩემში... ვიღაც იულიას რომ ეძახდა... მართლა შემეცოდა...
მიეცათ გვინთან ბრძოლისათვისაც უფრო მეტი დრამატიზმი... საერთოდ არ უნდა იყოს შესაძლებელი პარირება გაუკეთო მის მოქნეულ ხმალს... ძნელი იყოს რომ გაგამწაროს და ბოლოს რომ შეგეცოდოს... რამე მოძრაობა... რაღაც ფრაზა ეთქვა ბოლოს... ემოციური... თუნდაც პატარა ქათ სცენა ყოფილიყო... დრამატიზმი მეტი... მაგალითად როგორც Sif-თან პირველი შეხვედრის დროს... თავიდა გამწარებს, რამდენჯერმე მოგკლავს, უკვე ერთი სული გავქს ბოლო მოუღო და გაეცალ მაგ ადგილებს მაგრამ... როდესაც ძალიან ცოტა რჩება სიცოცხლე Sif-ს და ხედავ როგორ აითრევს ფეხს... როგორ ცდლიობს მაინც წამოდგეს და შეგებრძოლოს... როგორ არ ნებდება და ბოლომდე იცავს არტორიასის საფლავს, ნამდვილად გეცოდება და ცოტა ხნის წინადნდელ სიძულვილის ემოციას, სიბრალული ცვლის...
კიდევ ბევრია ასეთი მომენტები თამაშში... რაც ნამდვილად არ ეხება გვინს... უკან ფონად დადებული სევდიანი მუსიკა ნამდვილად არ იყო საკმარისი...