დღეს მოვრჩი როგორც იქნა. თითქმის ორი თვე მოვუნდი ამის დახურვას. 50-დან 46 achievement-ი გავხსენი, 24-ე ლეველამდე ავედი, მოზაიკები ყველა ავაწყე (Hinterland-ში არსებული ერთი დაბაგული მოზაიკის ნაწილის გარდა). ჩემი მამრი მეიჯი დორიანთან ვატყნაურე და ჯოზეფინასაც დავაჯახე (მოკლედ ბისექსუალი გავხადე რა

). სხვებთან რომანების გაბმა დამეზარა (არადა რამდენი სექს სცენა გამოვტოვე

). მთლიანობაში 152 საათი მოვანდომე, რაც სკაირიმის მერე აბსოლუტური რეკორდია ჩემთვის (ნუ "გაუთავებელი" Anno და Civilization V-ის ტიპის სტრატეგიების გარდა).
ისე ცხოვრებაში პირველად ვითამაშე და დავასრულე RPG ჯადოქრის როლში, გარდა ამისა Dragon Age-ის სერიებში ეს პირველი თამაშია რომელიც Hard სირთულეზე დავხურე

(რაღაც უნდა ჩავიფიქრო

).
მთლიანობაში რა თქმა უნდა კარგი თამაშია საკმაოდ დიდი ნაკლოვანებების მიუხედავად.
მთავარ მინუსად რა თქმა უნდა ძალზედ გამაღიზიანებელი და გაუთავებელი respawn-ი და მაღალ ლეველებზე დაბალი ლეველების მტრებთან ბრძოლის უაზრობა და შესაბამისად მოტივაციის ნაკლებობა შეიძლება ჩაითვალოს.
გრაფიკა, ლეველ დიზაინი, მუსიკა, გახმოვანება და ზოგადად მხატვრული ნამუშევარი მაღალი დონისაა.
კვესტები საკმაოდ მოსაწყენი და ერთფეროვანი აღმოჩნდა, ესეც დიდი მინუსი და იმედგაცრუება გამოდგა სამწუხაროდ. სთორიც დიდი ორიგინალობით არ გამოირჩეოდა (ისევ და ისევ სამყაროს გადარჩენა how fucking original

), თუმცა ბოლოში plot twist-მა გარკვეული ინტრიგა დატოვა

)
გეიმფლეის და კომბატს რაც შეეხება მე ადრეც აღმინიშნავს და ეხლაც მინდა ვთქვა რომ party-based და point-and-click ტიპის კომბატი (მე კონტროლერით ვითამაშე და ეს ბოლო მომენტი იმდენად გამოხატული არ იყო, მარა მაინც) საჩემო არაა რა, it's just not for me... სწორედ ამიტომ Dragon Age-ი არ დგას ჩემთვის ყველაზე საყვარელი RPG-ების პანთეონში

თუმცა მეორეს მხრივ მრავალფეროვნებისთვის რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ასეთი ტიპის გეიმფლეის მქონე თამაშების დახურვა ცუდი არაა

მოკლედ ჩემი საბოლოო შეფასებაა 7/10
P.S. "გონივრული ეჭვი" მაქვს რომ Witcher 3 ამას ჯიბეში ჩაისვამს. თუმცა Dragon Age Inquisition-ის ჰეითერების სიაში ნამდვილად არ ჩავეწერები არასდროს

))
This post has been edited by Gioma771 on 5 Feb 2015, 23:05