ვერ ვითამაშებ მე

საქართველოთი ვითამაშე როგორღაც, მოვუხმე მოთმინებას.
გამჩექმეს, გამთელეს და გადამასწორეს მონღოლებმა. ყველას ხარკი მივეცი და მოვიშორე დროებით.
ორჯერ ვცადე ტიმურიდების მოშორება, მაგრამ არ გამომივიდა. მერე კარგად მოვემზადე და ოთხჯერ თუ ხუთჯერ ზედიზედ დავამარცხე, სანამ არ მომშორდნენ. ოქროს ურდოს საუკუნეზე მეტხანს ვუხადე ხარკი, სხვა გამოსვალი არ იყო. ბოლოს ეგენიც მოვიშორე.
ბიზანტიამ და მე(ტრაპიზონი ვასალად მყავდა) თურქებისგან გავწმინდეთ მცირე აზია და მოვსპეთ მაგათი ჯიში.
მერე ბიზანტიას და ავსტრიას მოუსხათ კონფლიქტი. მე რა თქმა უნდა ბიზანტიას დავუჭირე მხარი და გადავედი 30 000 კაცით საბერძნეთში. 3-5 თვეში დამანახეს, რამდენად ცამოვრჩებოდი ევროპელებს, გაგვიფინეს წიხლქვეშ.
იმის მერე ბიზანტიას დავახვევინე, სულ შარში მხვევდა.
თანდათან დავამარცხე მამლუქები, სპარსეთი და ტიმურიდების ნარჩენები, 4 ზღვას შუა გადავჭიმე საქართველო.
კოლონიები მაქვს აფრიკაში, მადაგასკარი ჩემია და კიდევ კუნძულებზე ინდონეზიაში.
რამდენიმე დიდ ომში შევეტენე და დროულად გამოვძვერი. 1700 წლის მერე არც ერთი ქვეყანა ცემთვის სახიფათო აღარაა. კი არიან ჩემზე ძლიერები, მაგრამ ჩემთან ომი არ უღირთ და ვარ მშვიდად.
არმიას 15 ოქრო მიაქვს უკვე ბოლოსკენ, ისაც თუ დამატებით გამომყავს, მანამ ნაკლები.
6 საბრძოლო და 15 სატრანსპორტო ხომალდი მყავს, მეკობრეებს ვიგერიებ და 15 000 კაციან დესანტს ვიყენებ კარგად, მეტის შენახვა უაზრობად მიმაჩნია.
ბრიტანეთთან და ბოჰემიასთან მქონდა ომები და არც მიცდია კოლონიების დაცვა, აზრი არ ჰქონდა. სამაგიეროდ ხმელეთზე ვარ ძლიერი.
სამხედრო ტექნოლოგიით გავუსწარი ბიზანტიას, ავსტრიას, უნგრეთს და ა.შ, ბოჰემიის დონეზე ვარ.
პატარა ტერიტორია შედარებით, 2-ის გარდა ყველა პროვინცია ნაციონალური და ორი სავაჭრო ცენტრი ეკონომიკას სერიოზულად ქაჩავს.
მოკლედ საქართველოთი ვისაც უნდა თამაში, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნეთ მშვიდობა, რაც შეიძლება პატარა არმია შეინახეთ და რაც შეიძლება მეტად მიაწექით ვაჭრობას, თორემ წარმოება ძალიან დიდხანს ვერ ვითარდება ნორმალურად.
ვაჭრობამ ამომიქაჩა მონღოლებისგან გაოხრებული ქვეყანა


ევროპაში შანსი არ მქონდა ვაჭრობის, სამაგიეროდ აღმოსავლეთში ჩემზე უარესები თუ არა, უკეთესები ნაღდად არ იყვნენ

ეს კიდევ რარაც გერმანული ქვეყანა მერგო მემკვიდრეობით.
ბოჰემიამ კი გამატარა, მაგრამ აჯანყებულებმა გამიწყვიტეს არმია.
იძულებული გავხდი ბასრადან აფრიკის შემოვლით გადამეყვანა ხალხი.
mister_wonderრუსეთს მე რომ არ დავხმარებოდი, რამდენჯერმე გაიგდებდნენ.
უბრალოდ მე მჭირდებოდა რაიმე ძალა ბოჰემიის წინააღმდეგ და ყველანაირ ომში შევეტენე, რომ გადამერჩინა რუსეთი
This post has been edited by MIRAGE2000 on 27 Mar 2013, 20:47