რომელი წელია?
მე ვამთავრებ სადაცაა, ამიტომ ნებისმიერ რისკზე წავალ.
მუღამზე უნდა მოვიდე, კარგად რომ ვითამაშო.
* * *
გავიტისკე...
ბიხარმა და ამერიკამ გამომიცხადეს კიდევ ომი.
ინდოეთში გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვაჯობე და დაჟე დამარცხება ვაღიარებინე.
აი ამერიკას ვერაფერი გავუგე, რის იმედად მეჭიმება.
მოკლედ არც ეგაა დიდი პრობლემა.
კუნძულები წყნარ ოკეანეში ისევ პრობლემაა, მთავარი კუნძული დავკარგე სავაჭრო ცენტრითა და 10 000 კაცით. ბოჰემიის ფლოტმა ჩაკეტა რაიონი, ვერ გავეკარები.
სამაგიეროდ პატარა ფლოტებს დავერიე, რომ მბლოკავენ.
4 გავანადგურე უკვე და ბლოკადა მოვხსენი ფაქტიურად.
საქართველოში წავიდა ცუდდ საქმეები, რასაც არ ველოდი.
სამი დაახლოებით 50 000-იანი არმია დავამარცხე, მაგრამ ვერც ერთის განადგურება ვერ შევძელი ბოლომდე, რომ გავყოლოდი ალყაში მოვყვებოდი.
ვეღარ ვაკავებ ფრონტზე, 2-3 ათასიანი არმიები მოედვნენ ქვეყანას და ახალ გამოყვანილ ჯარებს მინადგურებენ, ძალიან დიდი პრობლემაა.
ეს სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო, თორემ გამარჯვების შანსი არ მაქვს.
აფხაზეთში და იმერეთში 50-50 ათასიანი არმიებით ცდილობს დაპყრობას, მე არ შემიძლია ხელი შევუშალო.
თითქმის 120 ათასიანი არმია განახევრებულია, ასტრახანის დასაბრუნებლად გავგზავნე. თან საზღვარს დაიცავს, თან პროვინციას დაიბრუნებს და თან ძალებს აღიდგენს. 100 000-ზე რომ ავა, გადავალ დასავლეთ საქართველოში და ბოლომდე გავანადგურებ ორივე არმიას. თუ ეს გამომივა, ფაქტიურად ომი მოგებული მაქვს ჩემ მიწაზე.
ახლა მთავარი პრობლემა 54 000 ბოჰემიელია დაღესტანში. 69 000 კაცი მყავს ყარაბაღში, მაგრამ თითქმის სულ ქვეითები. ძალიან პატარა შანსი მაქვს გამარჯვების.
ცოტაც მინდა დავუმატო და დავარტყა დაღესტანში, თორემ ფაქტიურად მთელ საქართველოს ვთმობ, ალყაში ვარ.
სამხრეთში მამლუქებს ვერ მივუსწარი და 33 000 კაცი ბოჰემიამ გაუნადგურა. ბოჰემიის არმია მესამედამდე დავიყვანე, მაგრამ განადგურება ვერც ამისი შევძელი, ერაყში ახალი ბოჰემიური არმია გადმოვიდა სპარსეთიდან, 43 000 კაცით.
იმას გავანადგურებ და ახლიდან შევალ არაბეთში, უნდა გავანადგურო მანდ ბოჰემია, მამლუქებს ძალების მოკრების საშუალება რომ მივცე.
ყველა ჩემი მოკავშირე აჯანყებებს ახშობს, რაც კიდევ ერთი პრობლემაა...
კიდევ ორი წელიც და თუ ვერ შემოვაბრუნე ომი საჩემოდ, მომიწევს რამდენიმე პროვინციის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ.
* * *
გამომივიდა

სპარსეთიდან გადმოსული არმია გავანადგურე.
არაბეთში ძალამოკრებილი არმია მეორედ დავამარცხე, 15 000 კაცი მამლუქებს დავახმარე აჯანყებების ჩასახშობად, 2 ფლოტი კიდევ გავუნადგურე ბოჰემიას.
ბიზანტიაში მორჩა აჯანყებები და უკვე დაერია ბოჰემიის პატარა რაზმებს ჩემ ტერიტორიაზე.
ორი არმია გავაერთიანე, 70 000 კაციანი არმია გავაკეტე ჯანმრთელი დანაყოფებისგან და დაღესტნიდან ბოჰემიელები გავაძევე.
მეორე არმია არაბეთისკენ გავგზავნე იმ გათვლით, რომ გზაში კარგად შეივსებოდა.
ასტრახანი ალყაში მოვაქციე და სადაცაა ჩამბარდებოდა.
აფხაზეთი ბოჰემიის ხელშიო იყო, აიღებდა სადაცაა.
იმერეთში ვერაფერი ქნეს და ქართლში გადმოვიდნენ, სამომავლოდ მაგათზე ვაპირებდი დიდი ძალით დარტყმას.
უარყოფითებიდან საფრანგეთმა გამომიცხადა ომი(ვერაფერი ქნა) და ბულგარეთი დაიპყრო ბოჰემიამ...
წლის ბოლოს ასეთი შედეგი იყო:

კუნძულების დაკარგვა არარ მინდოდა, თან ინდოეთში დესანტი გადასხეს ჩემი ვასალის ტერიტორიაზე და ვამჯობინე ზავი, ფრედ დამთავრდა ამხელა ომი.
ახლა ბოჰემიას ომი აქვს კასტილიასთან.
კასტილიას კარგი ფლოტი ყავს და მეც ხელს შევუწყობ ცოტას, რაც შეიძლება კარგად უნდა აზარალოს ბოჰემიელები.
ამასობაში არმიებს გადავაჯგუფებ როგორც მჭირდება, საკმარისად გამოვიყვან ჯარს და გავამაგრებ პროვინციებს.
ფლოტსაც მოვაძლიერებ.
და სადღაც 1810-12 წელს ამჯერად მე დავარტყამ ბოჰემიას, დედა უნდა ვუტირო

ერთი დარტყმით წავართმევ მთელ არაბეთს, სპარსეთში პროვინციას და ჩრდილო კავკასიაში 200 000 კაცს გადავიყვან. მერე გამიქაჩოს
ომის მერეც N1 ქვეყანად დავრჩი, ბოჰემია კვლავ მეორეა თუ არ დაქვეითდა კიდევ მეტად
