იტოგში კაე იგრა იყო 

ჩემთვის ყოველშემთხვევაში
1457 წელს გავაგრძელეთ თამაში
მე (ინგლისი) კარგი დრო ვატარე 

1473 წელს გავხდი დიდი ბრიტანეთი, და ამავე წელს დავაარსე პირველი კოლონია კანარის კუნძულებზე, შემდეგ წელს უკვე გრენლანდიის კოლონიზაცია დავიწყე
ნორვეგია თავს დაესხა შვედეთს, რომელიც ჩემი მოკავშირე იყო, ამით ვისარგებლე მე, გამოვუცხადე ნორვეგიას ომი, ჩემმა მოკავშირე პორტუგალიამ დესანტი გადასხა ისლანდიაში, მე ნორვეგიაში და ნორვეგიამ ზავი ითხოვა, ამ ომის შედეგად მივიღე ისლანდია და ორკნის კუნძულები, რომელიც ისტორიულად ბრიტანეთის საკუთრებაში იყო (ასევე მივიღე ნორვეგიის კოლონია ტუბკალი, რომელიც აფრიკაშია)
ავსტრია (ზაგანტი) ცოტათი წამოდგა ფეხზე, თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში დომინირებდა, მაგრამ მისი მეზობელი ბოჰემია და მეორე მზეობელი აკუილეა მწარედ ავიწროებენ ყოველ 5-10 წელიწადში 

ჰანზა (იონათანი) წყნარად ვითარდება, ტექნოილოგიურად ყველას უსწრებს და მსოფლიო სავაჭრო დომინანტია, თუმცა მასაც ქონდა დანიასთან შეხლა შემოხლა და დანიის კონტინენტური ნაწილი და შვედეთის სახმრეთით მდებარე დანიის კუთვნილი პროვინცია დაიტაცა, დანიას მხოლოდ ბალტიის ზღვაში მიმოფანტული კუნძულებიღა დარჩა
კასტილია (სნექს) მილიტარისტული სახელმწიფოა რომელსაც მეზობლების შევიწროების მეტი არაფერი ადარდებს, თავს დაესხა მაროკოს და ჩრდილოეთი პროვინციები წაართვა და შედეგად მთლიანად აკონტროლებს გიბრალტარის სრუტეს, ასევე დაიპყრო ნავარა, თუმცა ცოტა ხანში მეფე გარდაიცვალა და მისი მცირეწლოვანი შვილი ვერ მართავს სახელმწიფოს, არამეს მართავს რეგენტი, შედეგად მას ომის გამოცხადება ჯერ-ჯერობით არ შეუძლია, და დაიწყო კოლონიზაცია, თუმცა ძაან ადრეულ სტადიაშია, რამოდენიმე პროვინცია გამოიკვლია მხოლოდ
ეს რაც შეეგვეხებოდა ჩვენ
დანარჩენ მსოფლიოში მოკლედ რომ ვთქვა დიდი არაფერი ხდება
აღმოსავლეთ ევროპაში ოქროს ურდო დომინირებს ისევ, რუსული სახელმწიფოები სულ დაქსაქსა, მაგრამ დამოუკიდებლობა მოიპოვა მურომმა (ოქროს ურდოში აჯანყებების შედეგად) და მალე ალბათ ის გახდება დომინანტი რეგიონში და მალე ალბათ რუსეთის დაარსებასაც ვიხილავთ
ცენტრალურ ევროპაში ბოჰემია ბრდღვინავს, ბალტიის ზღვამდეც კი გადაიჭიმა
დასავლეთ ევროპაში ბურგუნდიამ თითქმის მთლიანად შეყალაპა საფრანგეთი და იქვე პატარა სახელმწიფოები, გერმანულ სახელმწიფოებს მალე დიდი საფრთხე ემუქრება, ასევე კასტილიას და ბრიტანეთსაც
მცირე აზიაში ერთი პერიოდი ბიზანტია დომინირებდა, მაგრამ აჯანყებების შედეგად დასუსტდა და კონსტანტინოპოლიანად ვენეციამ დაიპყრო, ბალკანეთში ნორვეგიას ქონდა ომი და რამოდენიმე პროვინცია დაიპყრო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აქაც აჯანყებები დაიწყო და ბიზანტია ახლიდან გამოიჩეკა, მაგრამ მალევე ოსმალებმა დაიპყრეს და ოსმალები მოგვევლინენ მცირე აზიის მბრძანებლებად, მართალია კონსტანტინოპოლს ჯერ კიდევ ვენეცია აკონტროლებს, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება მათი კონტროლი
უფრო აღმოსავლეთით კი აკ ყოინლუ ლიდერობს, რომელსაც შეხლა-შემოხლა აქვს მამლუქებთან და ჯერ-ჯერობით სტატუს კვოა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მამლუქები დაამარცხებენ, ალბათ
აფრიკაში, რომელიც მარტო მე გამოვიკვლიე მხოლოდ სონგაი დარჩა, რომელმაც ყველა მეზობელი დაიპყრო
დანარჩენი მსოფლიო ჯერ არ არის გამოკვლეული
