
თამაში გაგრძელდა 1487 წელს
მე (ბრიტანეთი) გავაგრძელე კოლონიზაცია, მქონდა პატარა ომი სიენასთან (ნეაპოლი ჩემი მოკავშირეა და მივეხმარე) შედეგად ნეაპოლმა ერთი პროვინცია შეიმატა და სიენა ვასალად დაიყენა
შემდეგ ბრიტანეთი-ნორვეგიის II ომი დაიწყო, რაც მოყვა იმას, რომ ნორვეგია შეიჭრა ბრიტანეთის გავლენის სფეროში, ნეაპოლში, დესანტი გადასხა სიცილიაში, რომელიც ნეაპოლმა გაანადგურა, ბრიტანეთმა კი ნორვეგიის ფლოტი გამოიჭირა პორტუგალიის სანაპიროსთან და გაანადგურა
ნორვეგიის მოკავშირე დანიამ ისარგებლა ჩემი ფლოტის არ ყოფნით და დესანტი გადმოსხა ირლანდიაში, 6000 ჯარისკაცი, მე ფლოტი გამოვაბრუნე, უელსიდან 15000 ჯარი გადავსხი და დანიის ლაშქარი გავანადგურე
პორტუგალიამ, ჩემმა ვასალმა და ერთგულმა მოკავშირემ დესანტი გადასხა ნორვეგიისა და დანიის დედაქალაქებში, ისარგებლა რა მათი ჯარის არ ყოფნით და ორივე ქვეყანამ ზავი ითხოვა, ჯერ დანიამ, რომელმაც 150 დუკატი გადაიხადა, და შემდეგ ნორვეგიამ, რომელმაც იკისრა 75 დუკატის გადახდა
ნორვეგიამ დაკარგა სამხრეთ საბერძნეთის პროვინცია, რომელიც ფირენზამ მიიღო, ნეაპოლის მოკავშირემ
1500 წელს ბრიტანელმა კოლონიზატორებმა დაარსეს 3 კოლონია აფრიკაში, 1 კაბო ვერდეს კუნძულებზე
1509 წელს როგორც იქნა პირველმა ბრიტანელმა კოლონიზატორებმა დაადგეს ფეხი ჩრდ. ამერიკაში და ნიუფაუნდლენდის კოლონია დაარსეს, 5 წლის განმავლობაში თითქმის კანადის მთლიანი სანაპიროს კოლონიზაცია მოხდა
1514 წელს ბრიტანეთმა დაარსა კოლონია ფერნანდო პოში
თამაშის დასასრულისთვის ბრიტანეთს 6 სავაჭრო ცენტრში ყავს 5 ვაჭარი, 2ში მონოპოლია
მოვახდინე ფლოტის რეორგანიზაცია და მაქვს 60 დიდი ხომალდი, 25 ტრანსპორტი
5 არმია, 2 მშობლიურ კუნძულებზე, დანარჩენი გადანაწილებული კოლონიებში
მოკლედ, მთლიანად ვკონტროლებ ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეს
ჰანზა (იონათანი) 1502 წელს გავრცელდა პროტესტანტიზმი და ჰანზაში დაიწყო არეულობები, მაგრამ ჰანზამ მოახერხა ამ პრობლემების გადაჭრა და მიიღო პროტესტანტული რელიგია
ჰქონდა ომი შვედეთთან და 1 პროვინცია წაართვა
ასევე ჰქონდა ბურგუნდიასთან ომი, მაგრამ სტატუს კუოთი დამთავრდა
იგიც დომინანტია ვაჭრობაში, სადაც კი ხელი მიუწვდება, ყველგან 5-6 ვაჭარი ყავს და ტექნოლოგიური განვითარებით პირველ ადგილზეა
სნექს (ესპანეთი, ყოფილი კასტილია) კასტილია მალევე გამოცხადდა ესპანეთის იმპერიად და დაიწყო მასშტაბური ომები აფრიკაში, დაამარცხა მაროკო და ალჟირი, მაროკო დაივასალა, ასევე ტრიპოლის მისცა დამოუკიდებლობა და ისიც ვასალად ყავს
შემდეგ დაიწყო ომი მამლუქებთან და წაართვა ალექსანდრია, სტრატეგიული პროვინცია, სავაჭრო ცენტრით.
ცოტა ხნიშ შემდეგ ესპანეთი-მამლუქების მეორე ომში კი წაართვა პალესტინის ტერიტორიები და სამხრეთ კავკასია, რომელიც კეთილი ნებით მისცა ბედკრულ საქართველოს
ზაგანტი (ავსტრია) ესეიგი თავდაპირველა დ საქმე კარგად წამივიდა აკრგი ურთიერთოები მქონდა მეზობლებთან, არავისთან ვომობდი. ჯარიც საერთოდ არ მყავდა. ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა საშუალება მომცა განვითარების. განვავითარე ტექნოლოგიები, ყველაზე კარგად სავაჭრო ტექნოლოგიები. შედეგად ლონდონის, ჰანზას, ესპანეთის და ნოვგოროდის სავაჭრო ცენტრებში ჩემი ვაჭრები ლიდერობდნენ. მერე ბოჰემიასთან ალიანსი დავდე, ჯარიც გამოვიყვანე 30 000. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამ დროს ბოჰემიამ და ჰანზამ ომი დაიწყეს, მე როგორც მოკავშირე ჩავები ბოჰემიას მხარეს ომში და ერთ ბრძოლაში დავეხმარე ჰანზას წინააღმდეგ. შედეგად ჰანზამ გამაგდო სავაჭრო ორგანიზაციიდან აქედან დაიწყო ჩემი დაღმასვლა, შემოსავალი რომელიც 70 ს აღემატებოდა, კავშირიდან გარიცხვის შემდეგ 30 მდე ჩამოვიდა. ნელ-ნელა ჩემმა ვაჭრებმა დათმეს ბაზრებზე პოზიციები. მიუხედავად ამ დიდი დარტყმისა მოვახერხე სტაბილურობის შენარჩუნება და ტექნოლოგიების განვითარება გავაგრძელე. მივიღე პროტესტანტიზმი და გავხდი პროტესტანტული რელიგიის მფარველი. ჯარი 46 000 მდე გავზარდე 4.3 მორალით. ბოჰემიასთან ურთიერთობა +200 მქონდა და ალიანსიც. ამ დროს ბოჰემიამ, რომელიც პაპს აკონტროლებდა გამოაცხადა საღვთო ომი ოტომანების წინააღმდეგ, მე როგორც ბოჰემიის მოკავშირე, ასევე იმ მიზეით რომ მინდოდა პრესტიჟის მომატება ჩავები ამ ომში ოსმალების წინააღმდეგ. ამ დროს მიმუხთლა ბოჰემიამ და მარტო დამტოვა ომში თან ალიანსიც გამმიუქმა. მიუხედავად ამისა დავუზავდი ოტომანებს და დავიწყე ახალ კავშირზე ზრუნვა მილანთან, როცა აკვილეამ და ბოჰემიამ გაერთიანებული ძალებით შემომიტიეს. ჩრდილოეთიდან ბოჰემია შემოვიდა 3 არმიით 2 არმია იყო 20 000 და ერთი არმია 1 თუ 2 ათასიანი. სამხრეთიდან აკვილეამ 13 ათასიანი არმიით შემომიტია და უმალვე აიღო ლინცი. მე დავედევნე მაგრამ გამისხლტდა. გავემართე ვენისკენ, რომელიც უკვე ბოჰემიას ჰქონდა აღებული და 20 000 იანი არმია ედგა. ჩავები ამ არმიასთან ბრძოლაში, მაგრამ ბრძოლის დაწყებისას ჩემი არმია უკვე 35 ათასს წარმოადგენდა. ბრძოლას ვიგებდი, მაგრამ ბოჰემიას 2 არმია, 20 ათაასიანი და 2 ათასიანი თავს დამაცხრა. სამხრეთიდან აკვილეამ დამარტყა 13 000 იანი ჯარით და სრულიად გამინადგურეს ჩემი სიმწრით ნაკოწიწები არმია დავრჩიი ლინცის გარეშე, რომელიც ყველაზე შემოსავლიანი რეგიონი იყო. ყველა სავაჭრო ცენტრში დავკარგე პოზიციები, მხოლოდ ლონდონში შევინარჩუნე. ბოჰემიამ და უნგრეთმა ამიჯანყეს ხალხი მსტოვრების მეშვეობით და დავკარგე კიდევ 2 პროვინცია. ეხლა კვლავ რებელები მძვინვარებენ ჩემს დარჩენილ პროვინციებში. © ზაგანტი
დანარჩენი მსოფლიო:
აფრიკაში ისევ სონგაი ლიდერობს, აღმოსავლეთში მამლუქებმა მთლიანად განდევნეს აკ ყოინლუ ახლო აღმოსავლეთიდან და აზერბაიჯანამდეც კი მივიდნენ
მცირე აზიაში ისევ ოსმალები ლიდერობენ, თუმცა ჯერ კონსტანტინოპოლი მამლუქების ხელშია (რომელიც წაართვეს ვენეციის რესპუბლიკას, რომელსაც მხოლოდ დედაქალაქი და ბალკანეთის მიყრუებული კუნძული კორფუღა შემორჩა)
შემდეგი AAR უკვე სკრინებით იქნება, დავამუღამე როგორც უნდა
თუ თქვენი ისტორიები გაქვთ, დაპოსტეთ და აქ ჩავამატებ, თორემ ჩემზე ბევრი გამომდის ლაი-ლაი
This post has been edited by San1 on 21 Feb 2013, 21:27