მოკლედ დღეს დავამთავრეთ თამაში 1670 წელს
ასე გამოიყურება მსოფლიო:


პირველ რუკაზე მარტო ჩვენი ქვეყნებია:
წითელი და მუქი წითელი-ბრიტანეთის იმპერია (მე) და მისი ვასალები (პორტუგალია, ჩეროკი და კრეტა)
ყვითელი და მუქი ყვითელი - ესპანეთი (სნექს) და მისი ვასალები
ცისფერი და მუქი ცისფერი - ჰანზას ლიგა (იონათანი) და მისი ვასალები
როგორც იქნა ბურგუნდია დავშალეთ მარტივ მამრავლებად
ყველაფერი მარტივად დაიწყო, მე გადავწყვიტე ჰოლანდია გამექაჩა ცოტა, ამასობაში ბურგუნდიამ ომი გამოუცხადა და ჰოლანდიის ევროპული პროვინციები დაიკავა, მე მოკავშირეობა შევთავაზე ჰოლანდიას და ჩავები ომში, დესანტი გადავსხი ნორმანდიაში, და შევიჭერი ბურგუნდიის შუაგულში, პარალელურად ჯარები შევიყვანე ჩემ მეზობლად მდებარე ბურგუნდიის აფრიკულ პროვინციებში და სულ ყველა დავიკავე
საფრანგეთში ჩემი ჯარი ალყაში მოექცა ორ ბურგუნდიულ არმიას შორის და ამოწყდა, სანამ მაშველ რაზმებს შევიყვანდი, მთელმა ევროპამ გამოუცხადა ბურგუნდიას ომი, გერმანულმა ქალაქ-სახელმწიფოებმა, ფრანგულმა და რამოდენიმე იტალიურმაც, ჰანზამ დაიკავა მთელი ჩრდ. ბურგუნდია და ანტვერპენის რესპუბლიკა გაათავისუფლა, მე კიდე ბურგუნდიის დედაქალაქი ავიღე და ნორმანდიის სანაპირო, და ბურგუნდიამ ზავი ითხოვა, მეც გავათავისუფლა ბრეტანი
ამ ომის შედეგად, ბურგუნდია დიდი ქვეყნების რიგებიდან გამოირიცხა

დანარჩენი დროის განმავლობაში, როგორც იქნა ეკონომიკა ავაყვავე, სამხედრო ხარჯები სულ მაქსიმუმზე მაქვს და მაინც არ ვზარალობ და სერიოზულ მოგებაზე გავდივარ
ავაშენე დაახლოებით 20-მდე მანუფაქტურა, ძირითადად იარაღის და სანაოსნო ქარხნები
მქონდა მცირე ომი შაუნესთან, დავიპყარი მთლიანად და ავტონომიის სტატუსი მივეცი ჩეროკის ტომს
ასევე აცტეკებიც დავიპყარი და დავისაკუთრე ოქროთი მდიდარი რეგიონი

ხომალდების რიცხვი გავზარდე 150-მდე, მუდმივი ჯარი კი 100 000-მდე
ესპანეთს ომი ქონდა ოსმალეთთან და რამოდენიმე პროვინცია წაართვა, შემდეგ ომი ქონდა ბურგუნდიასთან (დიდ ომამდე) და ზომაზე მეტი პროვინცია მოითხოვა, რაზეც ბურგუნდია დათანხმდა მაგრამ მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია და ვისაც ხელი ექავებოდა, ყველამ ესპანეთს გამოუცხადა ომი, მაგრამ მასშტაბურ ომში ეს არ გადაზრდილა
ჰანზა წყნარად ვითარდებოდა როგორც ყოველთვის, ომი ჰქონდა მეზობელ ბრანდებურგთან და ანექსია მოახდინა, პარალელურად ომი ჰქონდა ნორვეგიასთან, მაგრამ მალე დამთავრდა, შემდეგ კი ბურგუნდიასთან, როგორც ზემოთ ავღნიშნე
თუ რამე გამომრჩა დაამატეთ