კაროჩე ალყების და ქალაქის შტურმების რაოდენობები მოიკლებს და ბრძოლები ძირითადად გაშლილ ადგილებზე გაიმართება, იქნება ჩასაფრებებიც. ნუ რათქმაუნდა დედაქალაქებისა და მნიშვნელოვანი ქალაქების ასაღებად ალყებიც დაგვჭირდება

ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ზღვის კონტროლს და ზღვებიც დაიყოფა პროვინციებივით, რადგან ზღვა აკონტროლებს სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს, ჯარის მოძრაობას საზღვა გზებით და ა.შ.
სამოქალაქო ომები აიწევა ხოლმე ქვეყნის შიგნით, უთანხმოებები და ა.შ. რითაც საშუალებას არ მივცემთო მოთამაშესო მხოლოდ საგარეოს მიაწვესო და უაზრო ექსპანსიური პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნების მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებებით არ შემოიფარგლება. რეალიზმი მოიმატებს ბევრად. ოთხივე სეზონი იქნება ხოდზე, ანუ როგორც შოგუნში იყო(და ძალიან კარგიც იყო).
ცალკეულ პერსონაჟებს მთელ არმიასთან შედარებით უფრო შორ მანძილებზე შეეძლებათ ერთ ხოდზე წასვლა. თან გენერალთან ერთად არმია უფრო სწრაფი იქნება ვიდრე ისე.
ისე ის კარგია, რომ არმიების გადასაყვანად გემების აშენება არ მოგიწევს და პირდაპირ გადავლენ ჩვეულებრივი გემებით, უბრალოდ სამხედრო ხომალდებით მოგვიწევს რომ დავიცვათ მოძრაობის დროს ანუ ზღვაზე ის ადგილები დავიკავოთ, სადაც უნდა გაცუროს ჯარმა

როცა ქალაქში რამე ახალ შენობას ააშენებთ რუკაზეც გამოჩნდება ანუ რუკაზე ქალაქების გამოსახულება გააუმჯობესეს და უფრო დახვეწილი გახადეს.
გზადაგზა ჯარმა შეიძლება დანაკარგი განიცადოს დაღლილობის, ავადმყოფობის და სხვა მიზეზების გამო

ჯარისკაცები ჩამორჩნენ ზოგი შეიძლება დაღლილობისგან ალბათ
აჰა, არკადული გახდება ბრძოლაში ხედვა - ჯარისკაცები თუ ვერ ხედავენ მოწინააღმდეგეს, ვერც შენ დაინახავ
კომპიუტერის ინტელექტი ბევრად უკეთესი იქნება და ეს ბრძოლებშიც აშკარა გახდება. მაგარ მანევრებსაც ჩაგვიტარებს და დიდ დანაკლისსაც მოგვაყენებს თუ გონივრულად არ ვებრძოლებით
ბრძოლის ველი, სადაც ათასობით დახოცილი ეყრება, სისხლით იქნება მორწყული, თუმცა არც იმდენად რომ შემაწუხებელი ჩანდეს

DLC რომ გამოვა იქ კიდევ უფრო დახვეწილი იქნება ეგ ფუნქციაო
რუკა ისევე კარგი გასაკონტროლებელი იქნება და კარგად დავინახავთ ყველაფერს, როგორც ადრე იყო. იქნება ადგილები, სადაც საბრძოლო მოქმედების დროს ისეთივე რუკაზე აღმოჩნდები როგორი აქ ისტორიული ბრძოლისას იყო, მაგალითად ტევტობურგის ტყეში თუ მოგიწევს შესვლა, იგივენაირად მოგელის როგორიც ვარუსის ლეგიონებს მოუვიდათ, თუმცა შეიძლება მოიგო კიდეც

პერსონაჟები უფრო დახვეწილი და საინტერესო იქნება. ასევე მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც განსხვავებული.
ბარბაროსი ბერსერკები დაბრუნდნენო
როდესაც მშვილდოსნები ესვრიან, ქვეითები თვითონ დაეწყობიან ისე და აიფარებენ ფარებს, რომ ისრები მოიგერიონ და შეტევაზე რომ მიუშვებ ასე ფარებაფარებულები წავლენ და არა უაზროდ მკერდს რომ უშვერდნენ და ამოახოცინებდნენ ხოლმე თავს
რომაელები კუს უფრო სწრაფად გააკეთებენ და დაშლიან და ამავდროულად შუბების სასროლად ლეგიონერები არ გაჩერდებიან თუ მტერს მისდევენ. სირბილის დროსვე ესვრიან
ცეცხლმოკიდებული ღორები იქნება ისევ

სპილოების დასაშინებლად

ისრები ასხლტება აბჯრებსა და ფარებზე და რეალური იქნება მშვილდოსნებთან ბრძოლა
ფლოტი შეგიძლია მეკობრესავით გაუშვა და მტრის სავაჭრო და სამხედრო გემებს დააწიოკებენ თავისით ან ჩვეულებრივ დისციპლინის ქვეშ გყავდეს.
ტარანი და აბორდაჟი იქნება საზღვაო ბრძოლის დროს
300 სვლა გვექნება იმისვის რომ დაკისრებული მისია, ანუ ქვეყანას რაც უწერია მისიაში(მაგ. 15 პროვინციის დაკავება, მათ შორის ეს და ესო რა) მაგის შესასრულებლად.
გრაფიკა თვითონ მოერგება კომპიუტერს ოპტიმალურად და მაქსიმალურად საუკეთესო ხარისხს გაუშვებს მონაცემების მიხედვით.
რომაულ ოჯახს როცა ირჩევ, გაქვს არჩევანი ებრძოლო სენატს და სხვა ოჯახებს ან რესპუბლიკური წყობილების მომხრე იყო. სხვა ფრაქციებსაც ექნებათ უნიკალური არჩევანი რაღაც მსგავსი როგორც რომს.
This post has been edited by grindelvaldi on 1 Apr 2013, 16:20
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back
Heraclitus