Gioma771
კეთილი და პატიოსანი. "ტროლი" ესეიგი ჩემ კუთხურ ენაზე "დარლაილა" ეგ არაფერი, რადგან სულ სერიოზულათ, ჩემმა მტერმა უყურა ამ ცოდვილ წუთისოფელს.
ხატი და რჟული მე ამ თემაში არავის აგდება არ მეფიქროს. მე კიარ ვარ ორიგინალური, არამედ ის კუთხე სადაც დავიბადე, გავიზარდე და მუსაიფის ეს პეწი ჩამომიყალიბდა "იმერეთი"

შეიძლება ბევრს არ მოსწონს ჩემი განსხვავებული საუბრის მანერა, მაგრამ აი დარდები.
Braern
აგაშენებს მამაზეციერი, ცალ ხელში ანთებული სანთელი მეკავა, ხოლო ცალში მაუსი და ღმერთს გულაფხშლუკებული ვევედრებოდი ამ დასაწვავ ფორუმზე, ციტირება მასწავლეთქო და აი სასწაული, შენც გამომეცხადე მესიასავით

( გამგები ასეც გაიგებს არ არის საჭირო გაორმაგება ისედაც დიდი წერილის )
MiQo
შენ გასახარად და ნაწილობრივ საწყენად გეტყვი, რომ, იმ იდიოტური assassins creed 4-ისგან განსხვავებით ამ თამაშს გულისფანცქალით ველოდები და არ მგონია 2014 წლამდე სული მივატანო ასე თუ ვიდარდე.
LiFeblom
ბავშვი? ვიჩერს არა ფორუმელებს კი

გერალტი ჭირსაც წაუღია. რდ გინდა ეგ შინაგანად გადაღრძუებული და გარეგნულად უთოთი გატკიცინებული ღვთის გლახა?