ბოლო ვერსიაში რომი ჯანზეა?
მინდოდა რომით მეთამაშა და არ გამომივიდა.
ეტრუსკებს კი მივხედე, მაგრამ სირაკუზამ და კართაგენმა გადამიარეს, მთელი ფულის ჩაყრა არმიაში მიწევდა, რომ შემეჩერებინა.
ადრე არ იყო ასე
კარგა ხანს რომ არანაირი წარმატება არ მქონია, შევეშვი.
ეგვიპტით ყველაფერი კარგად წამივიდა, ეტაპობრივად ვაფართვოებ საზღვრებს, 4 რეგიონს ვაკონტროლებ სრულად და ახლა ძალიან ბევრი მშენებლობა მიდის, ველოდები დასასრულს რა მდგომარეობა მექნება, თუ რიგზე იქნება ყველაფერი, მეხუთე რეგიონს დავიკავებ.
მაგრამ ძველი პრობლემა გამოჩნდა, სომხები...
ისევ დამადგნენ ეგვიპტეში, მოვუდღან ამათ ის მთავარი სომეხი, ვინც ზის კომპანიაში და ასე აბალანსებს ამათ
რომმა ჩაისვარა როგორც ჩანს, კართაგენიც მიყვა, არსებობენ თავისთვის, არავის აწუხებენ.
სპარტამაც გაქაჩა სერიოზულად და თან ვეომები მაგას. მტელი ცემი მონაწილეობა შავ ზღვაში ზღვიდან ბლოკირებაა ერთ-ერთი ქალაქის.
არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი არმია გაქაჩავს სპარტელებთან, თორემ მივუშვებდი...

გეგმაში არაბეთის დაკავება მაქვს, ორი რეგიონია და წესით უნდა გავქაჩო.
დასავლეთით წასვლა ჯერ არ მინდა, პრობლემებს თავს ვარიდებ.