svandoggy1983ბრძოლებში შედი კამპანიის მაგივრად და სხვადასხვა არმიები სცადე.
ასე ერთ წერტილში შეტევა შუბოსნებით არის ძალიან დიდი შეცდომა, ძალით იქცევ თავს ალყაში.
მე უკან დავხევდი და გავშლიდი კარგად ოთხივე შუბოსანს.
5 მსროლელი გყავს. მოწინააღმდეგეს არ ვიცი რამდენი, მაგრამ თუ ნაკლები, პერესტრელკა გაწყობს უკვე.
და მოიერიშე კავალერია, რომლითაც შეგიძლია მოწინააღმდეგის მსროლელები გაანადგურო, ან დააფრთხო და სროლის საშუალება არ მისცე.
ახლა მეორე ბრძოლას ვუყურებ. ამდენი მსროლელი გყავს და იმათი მსროლელების წინ მანევრებს აკეთებ. უნდა მიუშვა და გადაძოვენ რამდენიმე ზალპში.
პარტიზანები მაგრები იყვნენ

არ უყურებ რუკას, თორემ გამოჩნდა სადაც იყვნენ.
დაზვერავდი კავალერიით და შემდეგ მიუშვებდი მსროლელებს.
ნუ ესვრი უკვე გაქცეულებს, როცა სხვა არმიასთან ბრძოლა წინ გაქვს, ხარჯავ ტყუილად.
როცა რამდენიმე არმიას ებრძვი, ნებისმიერ ფასად გაანადგურე ერთი და არადგინე მწყობრი, სანამ მეორე მოვა, არ დააცადო გაერთთიანება.
და მსროლელები გამოიყენე, ბოლო ბრძოლას მოიგებდი უპრობლემოდ, ჯერ მსროლელები რომ მიგეშვა.
შუბოსნები კიდევ რაც შეიძლება ფართო ფრონტით გამოიყენე.
100 კაციან დანაყოფში ჯობს 20 იდგეს ხაზზე და 5 სიღრმეში, ვიდრე პირიქით, თორემ გამოვა რომ 100-დან 5-5 იბრძვის მარტო, სანამ არ დაიხოცებიან.