კოლხეთი როგორც ჩანს ბერძნული კოლონიის ტიპის სახელმწიფო იქნება აღმოსავლური "სანელებლებით" რაც პრინციპში საკმაოდ იმედისმომცემია ჩემთვის.
კრეატივში კოლხეთზე ასეთი წინაისტორია შექმნეს :
ჩვ.წღ-მდე VI საუკუნე. ბერძენმა ვაჭრება გადაწყვიტეს ამ ოდესღაც სპარსული სატრაპოდან აყვავებული ეკონომიკურ-სავაჭრო პროვინცია შეექმნათ.
ამჟამინდელ მმართველს ხელთ უპყრია კარგად განვითარებული ბერძნული სავაჭრო სახელმწიფოს სკიპტრა დიდი სკვითური გავლენითა და კეთილშობილებით, რომელმაც ამ ორივე კულტურიდან საუკეთესო შეისისხლხორცა. ჯარები ბერძნული ყაიდის,მაგრამ მათი წარსულში დამახასიათებელი "სიქველე და ბრძოლასა შინა შემართება"(ჩემი ინტერპრეტაციაა,მაგრამ სტილი დაცულია

) არსად გამქრალა. კოლხები აუცილებლად ეცდებიან გააფართოვონ მათი მზარდი იმპერია მომთაბარე სკვითური ტომებისა და მიმდებარე სპარსული მიწების ხარჯზე.
კოლხეთს ექნება 15%-იანი სავაჭრო ბონუსი, 4-იანი კეთილდღეობა უცხოური კულტურის არსებობის პირობებში და მნიშვნელოვანი დიპლომატიური პენალტი ბერძნულ სახელმწიფოებთან.
უნიკალური ქვედანაყოფი "კოლხი დიდებულები".მძიმედ შეჭურვილი და მამაცი მებრძოლები,რომლებსაც ანგარიშს უწევენ და პატივს სცემენ ყველაზე დიადი და გამორჩეული მებრძოლებიც კი.
ჯარების განვითარების ხე ბერძნულ-აღმოსავლური ნაზავია.
უნიკალურ შენობებს მიეკუთვნება ოქროს საწმისის ტაძარი და სავაჭრო ცენტრი.
რაც აქ წერია მათი გათვალისწინებით ალბათ საკმაოდ ძლიერი და საინტერესო ფრაქცია გამოვა თუ არცთუ მარტივი გეოგრაფიული მდებარეობის გამო(საკმაოდ ახლოა პონტო,პართია,სელევკიდები) განვითარების საშუალება არ შეფერხდება. თან ალბათ უპრიანი იქნება ქართლისა და ალბანეთის დაუყოვნებლივი ანექსია-ასიმილაცია და სომხეთის მიმართულებით გაჭრა. ხოდა თუ სომხეთს მოკავშირედ ეყოლა მიმდებარე ხალხები საკმაოდ რთულ პირობებს შექმნის ჯერ კიდევ მოუმძლავრებელი ფრაქციისთვის. ველი ინტერესით.
This post has been edited by nineve on 15 Nov 2014, 22:44