მდაააააა მიეცა გემო თამაშს, დაჟე დღიურების წერასაც დავიწყებ

23 სექტემბერი, გალია, ალპების მიდამოები, გენერალ ალექსიუს ლუციუსი (გამოგონილი პიროვნება)
- თუ გენუას მალე არ მიუახლოვდით ან ყინვა დაგვხოცავ ან შიმშილი, თუმცა გენუაში ალბათ სირცხვილით დავიხოცებით - უკვე წარმომიდგენია რომაელი პატრიციები დამცინავი გამოხედვითა და გესლიანი სარკაზმით როგორ მესვრიან მსგავს ფრაზებს - ალექსიუს იქნებ გვასწავლო როგორ ახერხებ გამარჯვებას და მერე გაქცევას? იქნებ არენაზე მოგვეწვია კელტები და იქ დაგეხოცა ცოტას ჩვენ ვიხალისებდით, აბა ისე რა აზრი ჰქონდა კამპანიას? გენუადან კი ალბათ რომში გამომიძახებენ და სენატის წინაშე თავის მართელბა მომიწევს და არა მხოლოდ მათ წინაშე, პომპეუსიც იქ იქნება - მისი ამაყი და მრისხანე მზერა, ამპარტავნული კილო, ან რატომაც არა მან ხომ რომის საზღვრები აღმოსავლეთით კავკასიამზე გააფართოვა, ბოლო ბოლო მითრიდატე დაამარცხა. არა და არც ისე მარტივად იყო გალიის კამპანიის საქმე როგორც ამ მუცელ ამოხორილ მხდალებს ჰგონიათ, მათთვის მთავარია ღვინო და საჭმელი მუდმივად ჰქონდეთ, სანახაობა არ მოაკლდეთ, მათი საქმე დაჩაგრულ ხალხთა ბრბოს დაავალონ, რომლებსაც მონებს ეძახიან და ერთგულების ნიშნად ყურებსაც კი აჭრიან, გულს მირევს ის ფაქტი რომ თავისუფლების მოყვარული ხალხის ქალწულები მათი სარეცლის საზიარონი ხოლო ვაჟები კი გლადიატორთა ბრძოლებისთვის არიან განწირულები, მათი შვილები კი ბრჭვინავი აბჯრებითა და ნაყიდი ლეგიონებით სახელს გაითქვამენ რომლებიც ბრძოლის ველზე ჭიანჭველებივით გაისრისებოდნენ რომ არა გამოცდილი ცენტურიონები და ლეგიონის ოფიცრები.
გალიის კამპანია დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო, კელტები საერთოდ არ გველოდნენ, ისინი უფრო ერთმანეთის ხოცვით იყვნენ გართული ვიდრე ძალების რომის წინააღმდეგ გასაერთიანებლად გამზადებულიყვნენ, სოფლებს სოფლებზე ვიღებდით, მონებსაც ბევრს ვგზავნიდით რომში და ნადავლსაც, 3 დიდებული გამარჯვებაც მოვიპოვე ვესონტიოსთან და ბიბროკთან, ერთიც მათ საზღვარზე, თუმცა ვესონტიოს აღების შემდეგ გალური ტომები გონს მოეგნენ და თითოეული გამარჯვება უფრო რთული მოსაპოვებელი ხდებოდა, ბუბოკის აღებას არავითარი სარგებელი არ მოუტანია, ერთი გადახურული შენობაც არ დატოვეს მთელი რომ ჩემს ლეგიონერებს დაესვენათ, სანოვაგე გვითავდებოდა რომიდან კი არ ჩანდა პროვიზია, მზვერავების ინფორმაციით ოქტოდორუნი საკვებით სავსე ქალაქი იყო, და თუ დავიკავებდით ჭრილობების მოშუშებასაც მოვასწრებდით (1 კვირის წინ ერთ-ერთ მორიგ ჩასაფრებაში ისარი მომხვდა ფეხში, ჩემთან ერთად ჩემი ცხენიც დაიჭრა და ჩემი ამალის ცენტურიონმა დამითმო თავისი, თვითონ კი მე-7 კოჰორტის მეთაურობა იკისრა, ვინაიდან მისი თავი ნორიის კლანმა საჩუქრად გამოგვიგზავნა, რომელიც შეიპრეს და თავი მოკვეთეს) და დასვენებასაც, ზამთრის გადატანაც შეიძლებოდა და გაზაფხულზე ჩრდილოეთით დაძვრაც კი საფიქრებელი იქნებოდა დანაკარგებსაც თუ შევივსებდით თუმცა არც ისე წავიდა საქმე როგორც ჩვენ გვინდოდა ოქტოდორუნმა სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწია, შემოდგომის წვიმებით გაწამებული ლეგიონერები, ფარების კედლის შეკვრასაც კი ვერ ახერხებდნენ რომ გალავანს რამენაირად მიახლოვებოდნენ, ტალახში ფეხები ეზილებოდათ და ითელებოდნენ რაც კი სიკვდილის ტოლფასი იყო, ვინაიდან ბორცვებიდან (ამას გალავანს ვერ დავარქმევ) ყველაფერს გვესროდნენ რაც კი შეიძლებოდა 3 დღე გასტანა ალყამ, ეს დღეები კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო ჩვენთვის, მეწყერი რომ არა ალბათ იქვე დავიხოცებოდით, ბუნებრივმა სტიქიამ ქალაქის დამცავი ხის სისტემები მოარღვია და ქალაქში შესვლაც გაადვილა თუმცა ამას აზრი აღარ ქონდა, საკვები მხოლოდ 2 დღის მარაგიღა იყო მთელი დანარჩენი განადგურებული ხოლო მეორე დილით კი 20000 შეღებილი მეომარი მოადგა ქალაქს რომელსაც ვიღაც ახალგაზრდა მეთაური ყავდა, რიტორიხი, თუ მზერამ არ მომარტყუა არვერნების კლანიდან უნდა ყოფილიყო, ნისლმა შემიშალა მათი საბრძოლო ალამების გარჩევაში ხელი, ეს სახელი ნამდვილად მეცნო, ის ხომ ჩემს რაზმებს გამუდმებით ესხმოდა თავს მოხალისეებთან ერთად, თუმცა დახოცილ მის თანამებრძოლებზე არამხოლოდ ამ კლანის მოხატულობას ვპოულობდი, ალბათ ეს ყმაწვილი რაღაცა ძალებით კელტების გაერთიანებას ახერხებს, თუმცა ეს რომ ბოლომდე მოახერხოს რომს მიწიდან წაშლიან და არც-ერთ რომაელს აღარასოდეს ეღირსება თავისუფლება, თუნდა კი ღირსია რომ ამისა?
მთელი ჩემი კამპანიის განმავლობაში 7000 ათასი მებრძოლი დავკარგე, ხელში კი 18000 დაღლილ-დაქანცული, მშიერი ლეგიონერი შემრჩა, ვეცადე ჩემი ლეგიონი პროვინციებიდან შემეკრა, იმ ხალხისგან ჩამომეყალიბებინა კოჰორტები რომლებიც რომის კორუფციიდან მოშორებით სახლობდნენ, მათ ვენდობოდი, და ისინი მენდობოდნენ, ანდა რისთვის ? რისთვის ვხოცავდი და ვატყვევებდი ამ თავისუფლების მოყვარულ ხალხს? რისთვის ვღვრიდი ჩემი მებრძოლების სისხლს? რომისთვის? მამაჩემს რომ ენახა დღევანდელი რომი იგი ან განადგურებას ეცდებოდა ან თავს მოიკლავდა. ერთადერთი წმინდა რომში იუპიტერის ტაძარია რომლის მსახურებიც პლებეებს მონობისკენ მოუწოდებენ ხოლო პატრიციებს კიდევ უფრო ათაყვანებენ, ყველაზე ყრუ ქუჩებშიც კი ორგიები ეწყობა, ერთი სენატორი მზადაა ამოწყვიტოს მოწინააღმდეგის ოჯახი მხოლოდ იმიტომ რომ მან აუქციონზე მონა - რომელიც ადამიანია უფრო ხელსაყრელ პირობებში ჩაიგდო ვიდდრე მან . . .
რა მელოდება რომში? სირცხვილი და დამცირება, ჩემს ნაცვლად კი მომავალ გაზაფხულს ვინმე პომპეუსის მეგობარს გაგზავნიან კორნელიუსს ან სულაც გაიუს იულიუსს, მის შვილზე ხომ თავად დიდმა კონსულმა იქორწინა
ნეტავ დარწმუნებული ვიქნებოდე რომ ჩემი დაუღალავი ლეგიონერები თვით რომში გამყვებოდნენ და რომში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად გამომადგებოდნენ, თუმცა რას უნდა ელოდეს გენერალი იმედგაცრუებული ჯარისკაცისგან ...