









ოჰოო მოკლედ დღეს დიდი დღე იყო, ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა ყველაფერი, სანამ საფრანგეთის მეფემ წერილი წაიღო და ტახტი დარჩა ცარიელი და გაჩაღდა 11 წლიანი ომის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის საფრანგეთის ტახტისთვის, რაც ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა და საფრანგეთის ტახტი გერმანიას დარჩა
გერმანია 60 000 კაცით შეიჭრა ბელგიაში, მე ჩემი ფლოტით, ჯერ საფრანგეთის ფლოტი გავუშვი ფსკერზე, შემდეგ გადავსხი 35 000 კაცი გერმანიაში და იქიდან მივეშველე გერმანიის ჯარებს, პარალელურად რუსეთი და ოსმალეთი ერთმანეთს ეომებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში
საფრანგეთში მოხდა უზარმაზარი შეტაკებები, ფრანგების, ესპანელების და ტოსკანელების გაერთიანებულმა ჯარებმა არაერთი მარცხი განიცადეს გერმანიისა და ბრიტანეთის ჯარებთან, ყველაზე დიდი ზარალი საფრანგეთმა ნახა, რის შედეგადაც დაიწყო მასობრივი აჯანყებები მთელ ქვეყანაში, გერმანიის ჯარებმა მთელი ბელგია დაიკავეს და საფრანგეთის სიღრმეში შეიჭრნენ, ბრიტანეთი კი უკან მიყვებოდა მაშველად
სამხრეთელების დასახმარებლად უნგრეთის გავლით ოსმალეთმა შემოიყვანა ჯარი, მაგრამ ჯერ გერმანიამ უკუაქცია, შემდეგ კი ბრიტანეთის ჯარებმა ალყაში მოაქცია და მოსპო

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოხდა ვესტფალიაში სადაც სამხრეთელების 85 000-იანი არმია დამარცხდა ჩრდილოელების 85 000-იან ჯართან
გადამწყვეტი ბრძოლა ალბათ იყო ბრედასთან, სადაც მარცხი განიცადა ესპანეთის მთავარმა არმიამ და მთლიანად განადგურდა
გერმანიამ განაგრძო ჩრდილოეთ საფრანგეთის შტურმი, მანამდე კი ბრიტანეთის არმიამ მცირე მარცხი განიცადა ფრანგებთან და შედეგად უკან დაიხია და შეიჭრა შუაგულ ესპანეთში, სადაც ესპანეთის ახლად გამოყვანილი ჯარები დაამარცხა, ამასობაში ბრიტანეთის ფლოტმაც ჩაძირა ესპანეთის ფლოტი და დაიწყო საფრანგეთის ბლოკადა
გერმანიამ ნაწილი ჯარები გადასტყორცნა (მევასება ეს სიტყვა

) იტალიაში, მივიდა რომამდე და ტოსკანა გამოთიშა ომიდან
ბრძოლები მიდიოდა რუსეთშიც, თუმცა ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადიოდა, ბოლოს კი რუსეთმა იმარჯვა და ოსმალეთის ჯარი დაამარცხა
პარალელურად მიდიოდა ბრძოლები კოლონიებს შორის, 13-მა კოლონიამ მექსიკა დაიპყრო მთლიანად, ესპანეთის ვესტ ინდოეთმა კი კანადა დაიკავა, თუმცა ომის შედეგად სტატუს კვო აღდგა
გერმანიამ 30 000 კაცი გადაიყვანა ოსმალეთში და მალე კონსტანტინოპოლიც კი დაიკავა და შედეგად ოსმალეთმა ზავი ითხოვა, ხარკის გადახდით
ბრიტანეთმა დაიწყო პარიზის ალყა, თუმცა ჯარის სიმცირის გამო გერმანიას გადასცა ალყა და ინგლისში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად გაიხმო ჯარები
გერმანიამ აიღო პარიზი, დაამარცხა საფრანგეთის უკანასკნელი ჯარებიც და ესპანეთმა ზავი ითხოვა
ომის შედეგად საფრანგეთის ტახტი დარჩა გერმანიას და ჩრდილოეთის კავშირს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა შეემატა
ოიე
This post has been edited by San1 on 5 Feb 2015, 03:47