











მოკლედ დღესაც პროდუქტიული დღე გვქონდა ჩრდილოელებს
ბრიტანეთმა განაგრძო კოლონიზაცია და შექმნა ისტ ინდოეთის კოლონია, შემდეგ ჰოლანდიას გამოუცხადა ომი, გაუნადგურა ფლოტი, დაიპყრო ჰოლანდიის ტერიტორიები კანადაში და კარიბის ზღვაში და შედეგად ჰოლანდიამ ხელი აიღო კარიბის ზღვაზე მთლიანად და ბრიტანეთის ჰეგემონია დაიწყო კარიბის ზღვაში
შემდეგ საფრანგეთმა სცადა გერმანიის მარწუხებიდან გასვლა, რაც გადაიზარდა კიდევ ერთ დიდ ომში, თუმცა ეს ომიც ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა, საფრანგეთი დარჩა გერმანიას, გერმანიამ განიმტკიცა თავისი პოზიციები ევროპაში და ისევ პირველი ქვეყანაა კონტინენტზე, ბრიტანეთმა კი საფრანგეთის კოლონიები მიიღო ცენტრალურ ამერიკაში და ჩამოაყალიბა ბრიტანეთის კოლუმბია
ამ დროს მასიური აჯანყებები დაიწყო ბრიტანეთის კუნძულებზე, აჯანყებულებმა გამოიყვანეს 180 000 კაცი, ბრიტანეთმა დახმარება სთხოვა თავის ერთგულ მოკავშირეს - გერმანიას, რომელმაც აჯანყებულების ჯარები გაანადგურა
ჰოლანდიამ გამოუცხადა ბრიტანეთს ომი, კოლონიების დასაბრუნებლად, ამ ომში ჩაერთო გერმანია, წაართვა ჰოლანდიას ევროპული პროვინცია და ბრიტანეთსა და ჰოლანდიას შორის თეთრი ზავი დაიდო
ბრიტანეთმა დაიპყრო ინდოეთში 4 პროვინცია და შექმნა ისტ ინდოეთის კომპანია, რითიც სავაჭრო ლიდერი გახდა მსოფლიოში
ოსმალეთს ქონდა მცირე ომი მამლუქებთან, რაც ოსმალეთის ჯარების კრახით დასრულდა, თუმცა რუკაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა
შემდეგ ოსმალეთი თავს დაესხა ყარა ყოინლუს და გაანადგურა
ესპანეთიც განაგრძობდა კოლონიზაციას, განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც მთლიანად დაიკავა მადაგასკარის კუნძული და სამხრეთ აფრიკის ნაწილი
რუსეთი ღრმად შევიდა უკვე ციმბირში და ჩინეთის საზღვრამდე მივიდა
ესპანეთმა ცადა საფრანგეთის გათავისუფლება გერმანიისგან, რაც ასევე კრახით დასრულდა
შემდეგ ტოსკანამ წამოიწყო გაუაზრებელი სადამსჯელო ომი გერმანიის წინააღმდეგ
ბრიტანეთი დაკავებული იყოს ინდოეთში აჯანყებების ჩახშობით, მისი სავაჭრო ფლოტი ინგლისთან იყო, 135 ხომალდიანი ფლოტი, რომელიც მოიმწყვიდეს ჰანზას და ესპანეთის 180 ხომალდიანმა არმადებმა და 85 ხომალდი ჩაუძირეს ბრიტანეთს
ბრიტანეთმა თავისი სამხედრო ფლოტი გამოიხმო ინდოეთიდან, 31 სამხედრო ხომალდი და 50 სატრანსპორტო, რომელიც ლა-მანშის ყურეში მოიმწყვდია მოკავშირეთა ფლოტმა და მთლიანად გაანადგურა
პარალელურად ხმელეთზე გერმანიამ მუსრი გაავლო მოკავშირეებს, შეიჭრა შუაგულ იტალიაში, დაამარცხა ოსმალეთის ჯარები, ტოსკანელების ჯარები და დაიწყო ჩრდილოეთ იტალიის პროვინციების დაკავება
ბრიტანეთმა გამოიყვანა ახალი ფლოტი, 40 სამხედრო გალეონი და 80 მძიმე ფრეგატი, რომლითაც ფსკერზე გაუშვა ჯერ ჰანზას 45 ხომალდი, შემდეგ კი ესპანეთის 111 ხომალდი, გადაკეტა გიბრალტარის სრუტე და დაიწყო ესპანეთის ბლოკადა
ტოსკანამ, როგორც ამ ომის წამომწყებმა და ლიდერმა ზავი ითხოვა. ტოსკანა გახდა გერმანიის ვასალი, ბრიტანეთს კი გადაეცა ესპანეთის რამდენიმე პროვინცია კარიბის ზღვაში
დღეს ძაან ბევრი რამე მოხდა და ალბათ გამომრჩა ოხრად რაღაცეები, დაწერეთ და ჩავსვამ