მეც აზრზე არ ვიყავი და დეიდა გუგლი დამეხმარა.
ანუ ფრაპსით ჩაწერა კარგია, არ კარგავს ხარისხს.
იყოს 50-70GB-ც, არაა პრობლემა.
მერე ჩააგდებ ვეგასში და დაამუშავებ როგორც შენ გინდა.
დაჭრი, მუსიკას დაადებ, რაიმე გაფორმებას გაუკეთებ, რავი რაც გინდა რა.
მე თუ მკითხავ, მარტო ზედმეტი ადგილების ამოჭრა გჭირდება, ანუ როცა არაფერი არ ხდება. 10-20 წუთი არავინ უყურებს იმას, როგორ ელოდები რომ რაღაც მოხდეს.
ამოჭრი ზედმეტებს, რაც დაგრჩება მიდებ ერთმანეთს, მერე დაადებ ხმასაც და დაარენდერებ.
გამოვა 10-ჯერ შემცირებული დაახლოებით და ხარისხი დიდად არ მოიკლებს.
svandoggy1983სათითაოდ ჩამოგიწერ როგორ გააკეთო:
1. გადაიღე ვთქვათ ნახევარ საათიანი ვიდეო ფრაპსით, გამოვა 56854621354846...GB(

).
2. ჩააგდე ვეგასში, ამოჭერი ზედმეტი მომენტები, რაც გჭირდება მიადე ერთმანეთს(მიხვდები როდის იქნება კარგად), ნახე ახლიდან რამე ხომ არ შეგეშალა და თუ კარგია შეინახე პროექტი(არა ვიდეო, თვითონ პროექტი), ის დიდი ფაილიც არ წაშალო, ჯერ გქონდეს.
როცა პროექტს გახსნი, როგორც გაამზადე შენ, ზუსტად ისე იქნება, არარ მოგიწევს ახლიდან დაჭრა.
3. შეგიძლია დაარენდერო რაიმე დაბალ გაფართოებაზე, უცებ რომ მოასწროს, შეგიძლია იქვე ვეგასში ჩართო და უყურო... ანუ ხმა რომ ჩაიწერო ცალკე, ახსნა როდის რა ხდება და ა.შ. თან იმ ვიდეოს უყურებ და მარტივად გამოგივა.
4. ხმა იმ პროგრამით გაწმინდე ხარვეზებისგან( audacity), გააძლიერე თუ გჭირდება... მოკლედ ხმა გაამზადე. თუ შეგეშალა რამე, ახლიდან დაიწყე ის მონაკვეთი არაა პრობლემა, მერე ვეგასში ჩააგდებ და იქ ამოჭრი ზედმეტებს, როგორც ვიდეოს.
5. იმ პროექტს, ვიდეოსგან რომ გააკეთე დაადე ეს შენი ხმა და დაარენდერე მანდ.
MainConcept AVC/AAC ასეა თუ არ ვცდები, ეგ აურჩიე.
მანდ რა და როგორ მიუთითო, 5 წუთიანი ვიდეო გაკვეთილი გეყოფა, იუთუბზე ბევრია.
გამოგივა მშვენიერი ვიდეო, ატვირთავ იუთუბზე.
შეიძლება მე ავხსენი რთულად ან რთული გეცვენება, მაგრამ ძალიან მარტივია დამიჯერე.
პროფესიონალურ დონეზე დაამუშაო ვიდეო სხვაა და ასე მარტივად სხვა.
This post has been edited by MIRAGE2000 on 10 May 2014, 02:24