snexთავიდან არ გაქვს შანსი, მაგრამ ახლა მე ფაქტიურად ევროპის დონეზე ვარ.
ვთქვათ პოლონეთთან, ავსტრიასთან, ესპანეთთან... წესით უნდა შემეძლოს ბრძოლა.
დიდი არმია ვერ გამომყავს შეზღუდვის გამო და საკმაო ნაწილი კოლონიებშია.
მაგიტომ მინდა უცებ მივხედო კოლონიებს, გავაძლიერო დაცვა და მთელ წყნარ ოკეანეს ავსტრალიიდან გავაკონტროლებ, ყველა კუნძულზე არაა საჭირო არმია. მეორე-მესამე დონის გამაგრება უკვე უძლებს იმდენ ხანს, ავსტრალიიდან დესანტმა მიაღწიოს.
ავსტრალიაში 5 სახაზო ხომალდი მყავს და 10 სადესანტო. მეკობრეებისა და აჯანყებულების წინააღმდეგ საკმარისი ძალაა.
ომს რაც შეეხება ძლიერ ქვეყნებთან... დავალაგო სიტუაცია და შემოსავლის შესაბამისად ვიყოლიებ ფლოტსაც, მინიმუმ სახაზო გემებს გავაორმაგებ.
1700 წელს უკვე ყველაფერი მოგვარებული მექნება, ბლომად კოლონიები, 5 სავაჭრო ცენტრი და ტექნოლოგიურად დასავლეთ ევროპის დონეზე დაახლოებით, შეიძლება სულ ცოტათი ჩამოვრჩე.
პერსპექტივები არც ისე ცუდია