მე რაღაც არაბული ქვეყანა გავიფინე და კიდევ რომელიღაც აღმოსავლეთში, ავსტრალიასთან პრობლემები მოვაგვარე და კოლონიზაციას ვაგრძელებ მანდეთ.
ოსმალეთი გადავთელეთ მე და მამლუქებმა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო, ვიპყრობდი მიწებს მიყოლებით, პოლონეთთანაც განვაახლე კავშირი...
ჰოდა ამ დროს რუსეთმა დამარტყა... რუსეთს სპარსეთიც ეხმარება, მე კიდევ მთელი ძალები ყირიმისა და ოსმალეთის წინააღმდეგ მყავდა გაშვებული.
სასწრაფოდ დავუზავდი ოსმალეთს, ორი თუ სამი რეგიონი წავართვი, ბიზანტია დავაბრუნე რუკაზე და რაღაც წვრილმანები კიდევ, ყირიმიდან უკან დავიხიე და ქართლში ვცადე არმიების შეკრება.
ორი რუსული არმია გავანადგურე, ერთი სპარსული მივაყოლე და აქ დავუშვი შეცდომა, დავშალე არმია და შევუწიე სპარსულ პროვინციებს, ერთიანად მინდოდა მთელი ქვეყნის დაპყრობა.
ამ დროს შემოვიდა რუსეთის 80 000-იანი არმია და ისე სწრაფად დამადგა, სადღაც 40-მდე ძლივს დავახვედრე, ვიგებდი მაინც, მაგრამ მიამატა კიდევ...
შემდეგ კიდევ ვცადე კონტრშეტევა, 100 000 კაცზე მეტს მოვუყარე თავი და რუსების მტავარ არმიას დავცხე, 100 000-ზე მეტი იყო ის.
აშკარად ვიგებდი, მაგრამ ამხელა არმიების ბრძოლა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ამატებდა და ამატებდა ჯარებს ბრძოლაში, ჰოდა საბოლოოდ დავმარცხდი...
ახლა უკვე არარ მაქვს წინააღმდეგობის გაწევის თავი.
ფული რომ მქონდეს, აფრიკაში შევკრებდი არმიას, მაგრამ შენობებს მივახარჯე ერთიანად რაც მქონდა, რომ დავატყე ოსმალეთთან მორჩა ყველაფერი.
უნდა გავძლო იმ მომენტამდე, სანამ ზავზე არ წამოვა. შემდეგ შევკრიბავ არმიას და პირველივე მიზეზს გამოვიყენებ ომის დასაწყებად.
ნახევარი წელია მგონი ამ კამპანიას ვტამაშობ და იმისთვის არ მიწვალია, რუსები ვაბლატაო.
ტექნოლოგიებში ვჯობნი, მაგრამ რაოდენობით მაჯობებს.
100 000 კაცი თუ მეყოლება და ერთი 50 000 რეზერვში, ვფიქრობ გავქაჩავ. სათითაოდ გავუნადგურებ არმიებს, მეეჭვება ყველა გააერთიანოს.
მტავარია ამ მდგომარეობიდან გამოვიდე და მოვაწესრიგო ქვეყანა. ომით გადაღლა, აგრესიული გაფართოება და ა.შ იმ დონეზეა, რამდენიმე ქვეყანას ეყოფა