ჩავუჯექი წუხელ ცოტა ხნით და...
სრული კრახი მაქვს რუსეთთან, იმ მდგომარეობაში ვარ, წინააღმდეგობის გაწევა რომ არ შემიძლია.
ღრუტუნების შემოსევა რომ არა, რა მშვენივრად მივიწევდი წინ, ვაქცევდი ოსმალებს ჭეშმარიტ ევროპელებად...
იძულებული გავხდი თავი დამენებებინა:

მერე ღრუტუნების ორი არმია დავამარცხე და სანამ ახალს შემოიყვანდნენ, გადავტელე სპარსელები, მაგრამ უცებ დამადგნენ, ვეღარ მოვუყარე არმიებს თავი და...
გუშინ სიტუაციის შემობრუნება ვცადე, რამდენიმე დიდი ბრძოლა მოვიგე, კასტამუნში 70 000-მდე ღრუტუნა მოვიმწყვდიე და დავტოვე იქ სამუდამოდ, შემდეგ მტელი არმია ეგვიპტეში გავუშვი, უცებ გავყარე ზედმეტი ხალხი და მოვუბრუნდი საქართველოს.
მამლუქებიც გადმოვიდნენ, მაგათ გამოსათავისუფლებლად ჩავედი ეგვიპტეში.
ჰოდა მე მყავდა 60 000 კაცი დაახლოებით, + აღდგენა მიდიოდა და იმატებდა მუდმივად, დავერიე რუსებს.
დანიელები მივტყიპე კარგად და ზავი შემომთავაზეს, თავისთავად დავთანხმდი, რა მინდოდა მაგათთან.
ისევ გადავუარე სპარსელებს, მთელი სამხრეთი გავწმინდე და დავბრუნდი კავკასიაში.
მამლუქები მომყვებოდნენ უკან, შემოესივნენ დაპყრობილ მიწებს და მე აღარ დამჭირდებოდა მაგათზე ჩალიჩი, მიხედავდნენ სამხრეთში ყველაფერს, დავრჩი ღრუტუნების წინააღმდეგ მარტო.
როგორღაც მოვიგდე მაგათი არმია საზღვრისგან მოშორებით და დავცხე.
ამატეს და ამატეს პატარა არმიები, მაგრამ აშკარად მქონდა უპირატესობა, მამლუქების დიდი არმიაც დამეხმარა...
კაროჩე უკვე იმას ვფიქრობდი, რომ ამ ბრძოლის მერე ეგრევე რუსეტში გადავიდოდი და აქ ახალი არმიის შეკრებას დავიწყებდი, რომ არ გამეშვა ინიციატივა ხელიდან...
და ამ დროს საიდან გამოეწუწნენ შვედები ან რა უნდოდათ, ვერ მივხვდი...

მთლიანად გამინადგურეს არმია, საქართველოში ერთი ჯარისკაციც აღარ დამრჩა.
მამლუქებმა უჩემოდ გაქაჩონ, შანსი არაა.
აფრიკაში არმია რომ შევკრიბო და გადმოვიყვანო აქ, წლები წავა მაგაზე.
ღრუტუნები ზავზე არ მოდიან, ერთხელ შემომთავაზეს და ისეთი პირობები იყო, შიგ ხომ არ გაქვთ მეთქი. ჰოდა აზრზე არ ვარ რა ვქნა, ზავი მჭირდება სასწრაფოდ და რამდენიმე წელი, არმიების გამოსაყვანად.
მუღამი დამეკარგა და დავანებე თავი, ერთი კვირა მაინც აღარ შევალ ვიცი.
თან ყველგან არეულობაა, აი რა მდგომარეობაში ვარ: