Frolestრავი, მე დიდი იმედით ველოდები ნაპოლეონს, საუკუნეზე ნაკლები დარჩა.
ამ ეტაპზე 100 000 კაცი მაქსიმუმია, რაც შემიძლია რუსეთისთვის გამოვყო.
და ამ შემტხვევაში ლიმიტს გადავაჭარბებ, ოღონდ არა ბევრად და საერთოდ დაუცველს ვტოვებ საქართველოს.
ვერ გავუქაჩავ ვერანაირად, დამხმარე მინდა.
ან ლიმიტმა აიწიოს იქნებ მანამდე.
თუ ნაპოლეონი არ გამოჩნდა, მე მაინც დავარტყამ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ რა შედეგი იქნება, არ ვიცი, მაინცდამაინც არ მაქვს წარმატების იმედი.
ახლა საკმაოდ წარმატებული თამაში მქონდა, სერიოზული ომი მოვიგე.
როგორც კი მეფემ ჩაიბარა ქვეყანა, დავცხე სპარსეთს.
ძალიან ცუდადაა გაკვეხებული და ხელს მიშლის + რუსეთთან მაგის გამო წავაგე
ყირიმი და იემენი ჩემ წინააღმდეგ კოალიციაში იყვნენ, ის მესამე სპარსეთის მოკავშირეა, აი ოსმალეთის ჩარევას კი არ ველოდი.
ოსმალეთი ებრძვის პოლონეთსა და პორტუგალიას, არც კოალიციაში არ ყოფილა, არ ვიცი რისთვის ჩაერია.
მე მამლუქებს დავუძახე მაშინვე.
ბალანსი არც ისე სახარბიელოა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი არმიის ნაწილი კოლონიებშია.

თავიდან სერიოზული წარმატება მქონდა, ორი არმია ყავდა სპარსეთს და რა თქმა უნდა იმათზე დარტყმით დავიწყე, ერთი არმია დავყავი და შევუსიე პროვინციებს, რომ დამეპყრო და არც ჯარი გამოეყვანა.
ეს ტექნოლოგიებში უპირატესობის მაგალითი


ეს ქვეყანა რაღაც არმიებს დაატარებდა, მაგრამ სერიოზულად ჩამოგვრჩებოდა ტექნოლოგიებში, სერიოზული არაფერი.
იემენს აფრიკაში ბრძოლა მოვუგე, დავიკავე ყველა პროვინცია და არმია დავაყენე ისე, ვეღარ გადმოსულიყო არაბეთიდან.
სამაგიეროდ ერაყში ძალიან დიდი პრობლემები შემიქმნა, მოყავდა და მოყავდა არმიები.
ყირიმი დავიკიდე თავიდანვე, ამდენზე ვერ დავშლიდი არმიას, მთლიანად ოსმალეთს მივუბრუნდი, ეგ იყო საფრთხე.
თავიდან კონსტანტინოპოლთან დავბლოკე გადმოსასვლელი, მერე უზარმაზარი ფლოტი მოიყვანეს და...
70-80 ათასიანი არმია გამომეპარა, აშკარად ჩემსაზე სწრაფად მოძრაობენ ოსმალეთის არმიები...
ამან სულ ამირია გეგმები, დავბრუნდი საქართველოში.
დავიწყე ახალი არმიის ფორმირება, ყირიმელები რომ მომეშორებინა, მაგრამ არ მაცადეს.
ერთი არმიით ვცდილობდი ყველა პრობლემის მოგვარებას და არ გამოდიოდა, შემომესივნენ კალიებივით.
სხვა გზა არ მქონდა, ჩავედი ეგვიპტეში, მოვაშორე ოსმალოები იქიდან და მივეცი საშუალება ეგვიპტესა და სირიას, დაერტყათ ოსმალებისთვის.
ყირიმმა ერთი პროვინციის დაკავება შეძლო, მე არ შემეძლო ყირიმში დაპყრობა მეცადა, ოსმალებთან მქონდა საშინელი ბრძოლები.
5 წლის მანძილზე 9 ბრძოლა მქონდა, სადაც 100 000-ზე მეტი მეომარი მონაწილეობდა, წვრილმანები ხ.ზ რამდენი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ბოლო ეტაპზე როგორ შეიცვალა სიტუაცია:

შემდეგ მალევე დადეს ზავი მამლუქებმა და მარტოს გაგრძელება არარ მინდოდა, ასე დავასრულე:
* * *
ეს კი საქართველო, 1715 წელს:



ესაც მსოფლიო:

გეგმაში ისევ სპარსეთია, მითუმეტეს კოალიცია დაიშალა, იმედები გაუცრუვდათ ეტყობა

სპარსეთს ერთ პროვინციამდე შევამცირებ. ერთიც ზედმეტია და სამის ყურება ნაღდად არ მინდა

შემდეგი იემენია, მაგას ადვილად მივხედავ, + მამლუქებსაც მივცემ საშუალებას, მოძლიერდნენ.
შემდეგი ყირიმი და ოსმალეთი. ერთად არიან მაინც ყველაფერში და ცალ-ცალკე არ გამოვა.
პრინციპში დიდი პრობლემა არაა ყირიმი, სუსტია.
აი ოსმალეთი სერიოზულად უნდა მივტყიპო, აზიიდან მინდა გავაქრო საერთოდ..
ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, ღრუტუნების ჯერიც დადგება
ლიმიტი რომ არა, ახლავე შემიძლია რუსეთთან ბრძოლა.