svandoggy1983მე კიდევ რუსეთს ვერ ვიტან და ვერ ვაფორმებ კავშირს ამიტომ...
როგორ უნდა მქონდეს უკეთესი წარმოდგენა მაგ ქვეყანაზე არ ვიცი, ვერ ავწევ ვერაფრით მგონი

3 საათია ვზივარ და ვუყურებ როგორ მიდის დღეები, მეტი არაფერი.
რამდენჯერმე დავასეივე და ვცადე რაღაც, აზრი არ აქვს.
გავაქრისტიანე მთელი ქვეყანა, ეგაა ჩემი მიღწევა.
დასავლელ მოკავშირეებს ისევ ვკიდივარ, ტრადიციულად.
შუა საუკუნეებს ვითამაშებდი სიამოვნებით...
ეგ თარიღი შეგიძლია რამდენზეც გინდა დააყენო, მესამეში ასე იყო ყოველ შემთხვევაში.
უბრალოდ განვითარებაც რომ ჩერდება უაზრობაა.
* * *
ღირდა ამისთვის მტელი დღე ლოდინი!
პოლონეთმა დასცხო ოსმალეთს, ლიტვა პოლონეთის ვასალია და თავისთავად ჩაერთო.
პოლონეთი მოკავშირეა და რა თქმა უნდა დავეხმარე, ასეთ შანსს როგორ გავუშვებდი.
ოღონდ მაინც დავასეივე წინასწარ, ყოველი შემთხვევისთვის


მოკავშირეებმა დაიგვიანეს, ამიტომ იძულებული გავხდი დამეტოვებინა შავი ზღვის სამხრეთი.
30-40 000-იანი არმიით მომდევდნენ ოსმალები.
სამეგრელოში გაიმართა გენერალური ბრძოლა ორი კოალიციის გაერთიანებულ არმიებს შორის. დრო გადავთვალე და დავხვდი ოსმალებს, მალევე გადმოვიდნენ პოლონელებიც და თანაბარი არმიები ამდენ ხანს თუ იბრძოლებდნენ არ მეგონა... ლიტვის არმიამ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი და დავედევნეთ, გავრეკეთ ოსმალები მცირე აზიიდან

ყარა-ყონლუს პროვინციები დავიკავე, მაგრამ ოსმალეთმა არ დამითმო და ის გამოეთიშა ბრძოლას, ტყუილად ვიშრომე...
იგივე მოხდა ყირიმტანაც, არადა ასტრახანიც წავართვი
ევროპულიდან მერე ოსმალეთმა არმია გადმოიყვანა და გამოგვრეკა უკან. დროულად მოგვისწრეს პოლონურმა და ლიტვურმა არმიებმა, მივტყიპეთ კარგად
ოღონდ მე ვიზარალე სერიოზულად. ამოვივსე ვალებით. თუმცა მგონი ღირდა. ამოვალ ვალებიდან და თუ პოლონეთი მხარს დამიჭერს გადავუვლი ყარა-ყონლუს, ფაქტია ვაჯობეთ პირველ ბრძოლაში და მეეჭვება მეორეში რამე შეიცვალოს.

ეგაა ტექნოლოგიებში უკვე აშკარად ჩამოვრჩი ოსმალეთს, მარტო სამხედრო ტექნოლოგიით ვჯობნი.