Gioma771შუა საუკუნეებში ვეგანობა არანაირად არ არის კონკრეტულად ამ თამაშის ორგანული ნაწილი

ძირითადად მასეთ აბსურდულ ან არასაჭირო რაღაცებს გავალებს ხოლმე აჩივმენტები და იმიტომ არ დავსდევ.
სიტყვაზე:
მოაგროვე 50 ფოტო - რატო უნდა მოვაგროვო? მითუმეტეს როცა არაფერს მატებს არც სთორის, არც რომელიმე ქვესთს.
მოკალი 100 მოწინაღმდეგე კონტრატაკით - რატო? ჩვეულებრივად რომ მოვკლა ვერ გავივლი ქვესთს? ბუნებრივად კონტრატაკით რამდენსაც მოვკლავ კი ბატონო, დანარჩენ ქილებს ეჩივმენტის გამო რატომ უნდა გავეკიდო რავი.
ჩამოვარდი 30 მეტრიდან და გადარჩი - რატო, აი რატო

მოკლედ მე მეზიზღება ეჩივმენტები

ზოგადად მეზიზღება ვინმე სულელად რომ მთვლის.
ამაში იმას ვგულისხმობ, რომ კომპანიას რო ჰგონია რაც უფრო სულელურ და საწვალებელ ეჩივმენტებს მოიფიქრებს, შესაბამისად მოთამაშე უფრო მეტ დროს დახარჯავს მათ შესრულებაზე და უფრო მეტ დროს გაატარებს თამაშში.
ხოდა მე მკიდია მასეთ იაფფასიან რაღაცაზე არ წამოვეგები.
მოკლედ, აღქმის თემაა. მე აღვიქვამ რომ კომპანიას მარტივად მანიპულირებადი ocd-ით შეპყრობილი ვგონივარ და შესაბამისად ძალიან მაგრად მკიდია

)) სხვები ჩელენჯად აღიქვამენ. კაცია და გუნება
This post has been edited by KickOff on 2 May 2026, 17:12