პიზდეც.
3 დღე ვითამაშე გადაბმულად ლამის, ვერ მოვწყდი.
ძაან მაგარი თამაში იყო. ამდენი ხანია მქონდა სტიმზე და ვერა და ვერ მივაქციე ყურადღება და აი ეხლა მაგარი გულდაწყვეტილი ვარ

არ ვიცი რა, ქლოი გადავარჩინე, და გულის სიღრმეში მგონია რომ არაა სწორი არჩევანი, მარა ეს დედანაქაჩი rewind რატომ ჰქონდა მაშინ?

ყველაზე დამწყდა გული, უორენზეც, ფრენკზეც, კეიტზეც - რომელსაც ეფიცება მაქსი ჩემი მეგობარი ხარო, დევიდზეც (ამაზე ძაან) და დაჟე ის სირი ნათანიც შემეცოდა ბოლოს წინ.
პროსტა ტიპი მაგარი დებილია.
და კაიფი ისაა, პირველივე ეპიზოდის დროს რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს ტიპი არ იყო ნორმალური (ჯეფერსონი) და რაღაცა ნიტო იქნება მეთქი. ფაქტიურად სპოილერი მქონდა

მეორეს მხრივ ქლოი იმენა მთავარი პერსონაჟია, მაქსზე უფრო წინ დგას ტიპი და ვერ გავწირე რა, მიუხედავად იმისა რო ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე პირიქით. ვნახე ენდინგი და რავი, კაროჩე.
ზოგი რამე ისე მგონი აცდენილია ლოგიკიდან (ან შეიძლება მე ვერ ჩავუჯექი ამ ყველაფერს კარგად), მაგრამ სულ თავიდანვე ჰქონდა ამ გოგოს შტორმის ხილვა, ხო ესეა? ჯერ ქლოი არ იყო მკვდარი. ხოდა მერე, რომ მოკლეს აღმოაჩინა, რომ დროის დაბრუნება შეუძლია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შტორმი რატომ იყო ამისი გამოწვეული მაინც ვერ გავიგე. იდეაში, მანამდე დაინახა შტორმი, ვიდრე ამ სუპერ-შესაძლებლობას გამოიყენებდა. ცოტა უცნაურია.
რეიჩელი რო დაბრედილი იყო თავიდანვე იასნი იყო.
დევიდი რო ცუდი როჟა არ იყო - ეგეც, მარა მთელი თამაში მაგის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ვიღებდი. კეიტი გადავარჩინე, მარა რა აზრი აქვს

ჯეფერსონი დავაბრედინე მერე დევიდს

დავიჯერო სხვა გამოსავალი არ იყო?

ანუ იმ სცენაში, რო დაბრუნდა ტუალეტში და ელოდება როგორ მოკლავს ნათანი ქლოის, აეღო და გამოჩენილიყო, რატო არ იყო ეგეთი ვარიანტი?

დაიზმენდებოდა ის ჩემისა და გაიქცეოდა. კაროჩე....
ნუ, კი მესმის, მთავარი მუღამი ის იყო, რომ რაც უკვე ნახა იმაში არ უნდა ჩარეულიყო და "ბუნებრივად" უნდა მომხდარიყო ყველაფერი. უცნაური თამაში იყო, ქლოის თუ არ გააარჩენდი გამოდის მთელი თამაში ტყუილად გაგივლია (გარდა იმისა რომ ნახე, რომ ვერაფერს ვერ შეცვლი სასიკეთოდ).
ეჰ, რაღაცა მელანქოლიური შეგრძნება მაქვს ამისი გამო. მართლა ძალიან ძლიერი თამაში იყო. და გადაწყვეტილებებიც საკმაო სხვაობას იძლეობდა, როგორც ვხედავ, თუმცა მეინ სტორი ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა.
მეორე ნაწილი იქნებაო დიდი ალბათობით, მაგრამ მაქსის გარშემო არ განვითარდებაო...