იდეალურია
ძალიან მაგარი ატმოსფერო
ასე კარგად არჩეული სიმღერები არ მინახავს ჯერ სხვა თამაშში
ულამაზესი გარემო
პერსონაჟები
სპოილერი.
ქლოი გავწირე

ძალიან ბევრი არ მიფიიქრია ბოლოს. ქლოის სიკვდილი უფრო სწორი იყო, ასე უნდა მომხდარიყო - ლოგიკური დასასრული. ქალაქის განადგურება რაღაც ნიტოდ ჩანდა რა, ვერ მოიტანდა ემოციურად ასე ძალიან. მთელი თამაში ისე მიდის, რომ ბოლოს ქალაქის განადგურება ჩემთვის ცოტა არარეალური იქნებოდა. სიუჟეტიდან ამოვარდნილი თითქოს. ეს უფრო იყო ქლოის გაწირვის მიზეზი, ვიდრე ის, რომ ქალაქში ვინმე შემეცოდა. პირიქით, ძალიან დამგრუზა ქლოის სიკვდილმა, მაგრამ ასე უფრო ლამაზ და ემოციურ თამაშად დამამახსოვრდება. მიუხედავად იმისა, რომ მაქსის პერსონაჟს ფაქტობრივად შენ ქმნი გადაწყვეტილებებით, მაინც მგონია, რო თვითონაც ქალაქს გადაარჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ ქლოიზე მეტად არავინ უყვარდა. მართალს ეუბნება ბოლოს - ერთადერთი ადამიანი იყო მაქსი, ვისაც ეგეთ დროს სწორი არჩევანის გაკეთება შეეძლო და ასეც მოიქცა

დროს არ უნდა ეთამაშო. ბუნება > ადამიანი

კანონზომიერია სამყარო, ქაოსის თეორიაც არსებობს და მისი შედეგებიც საშინელია. გინდ გადარჩენილიყო ქლოი, ეგ ტორნადო მარტო უარესის დასაწყისი იქნებოდა.
ნათანი შემეცოდა ბოლოს. თავიდან მეზიზღებოდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გვახვედრებდა რაღაცეებით თამაში, რო ჩვეულებრივი ბოროტი ტიპი არ ყოფილა. ფსიქოლოგიურად არამდგრადი, პრესკოტად დაბადებული და მამამისი, რომელიც მუდმივად იმას ჩასჩიჩინებდა, ამ გვარის ტარება მარტივი არ არისო. მშობლები რომ თითქოს ყველაფერში ეხმარებოდნენ და სინამდვილეში უბრალო, მარტივი ურთიერთობები აკლდა რომ სწორად განვითარებულიყო. ამას დამატებული ჭკვიანი ჯეფერსონი რომელმაც, უმარტივესად გამოიყენა და, კაროჩე. ცოდოა.
დევიდი არ მევასებოდა თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვხვდებოდი, რო უბრალოდ ჩვეულებრივი ტიპი იყო, რომელიც ომის მერე ნორმალურ ადამიანად ვეღარ დაბრუნდა (ვინ დაბრუნდა, რო?) - მაინც მაგის საწინააღმდეგოდ ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ნუ, თბილად დამამახსოვრდა ბოლოს, ძალიან ბევრი შემატა მაგ პერსონაჟმა ამ თამაშს.
ფრენკი კაი როჟაა, ბოლო სცენაც ლამაზი იყო, დასაფლავების დროს შორიდან რომ უყურებდა, ძაღლთან ერთად
ვარენის პერსონაჟიც ნორმალურია.
ვიქტორია ისე რა, ვერ მოიტანა. ახალი არაფერი. ჩვეულებრივი სწერვა თინეიჯერი. მემგონი ერთადერთი რამე იყო მთელ თამაშში, რაც ბანალურად მომეჩვენა.
მაქსი და ქლოი ძალიან მაგარი პერსონაჟები არიან. საერთოდ არაფერი აკლიათ. იდეალურად ეცნობი ორივეს, ნელ-ნელა. მაქსის დღიური თავიდანვე წავიკითხე მთლიანად და უფრო ჩამითრია. ის აქვს ორივეს, რაც ჩემთვის ფილმებს აკლიათ ხოლმე

ძნელია ასე მაგრად გააცნო ფსიქოლოგიურად პერსონაჟები.
იცი, როდის რას იზამენ, რას ფიქრობენ. მაგრამ ეს ერთფეროვანს საერთოდ არ ხდის.
ბოლოს დარწმუნებული ვიყავი, რომ ქლოის ბოლომდე ჰქონდა გააზრებული რის გაკეთებასაც აიძულებდა მაქსს, მაგრამ შეგუებულიც ვერ იყო, ეშინოდა, იცოდა რომ სწორად იქცეოდა, თან თითქოს უნდოდა რომ მაქსს უარი ეთქვა, თან იცოდა რო ასე არ მოხდებოდა (მკიდია მეორე დასასრული

). არცერთი თამაშის პერსონაჟებზე არ მიფიქრია ამდენი.
ისე, ბოლოს ის სიზმარი, კოშმარი, ცოტა ზედმეტი მომეჩვენა. მაქსის ფარული ფიქრები, სტოქჰოლმის სინდრომი და ა.შ. არ იყო კავშირში რეალობასთან, არასდროს ჰქონდა მაქსს საფუძველი, ეფიქრა, რომ ქლოი იყენებდა, არც მაქსს უფიქრია მაგაზე და არც ჩვენ, 1-2 ეპიზოდის მერე. თუმცა, ეხლა რომ ვფიქრობ, უფრო დატვირთა ემოციურად მაგ სცენებმა დასასრული. ეჭვები, ეჭვები და ბოლოს ქლოის შეთავაზება, რომ ქალაქის გადასარჩენად, ყველაფრის თავის ადგილზე დასაბრუნებლად თავს გაწირავს. ერთიანად გაქრა ყველა ეჭვი და უფრო იმოქმედა ამან.
და, პრინციპში, ეხლა მახსენდება, ეჭვები მართლა იყო თავიდან თითქოს, ქლოის გულწრფელ დამოკიდებულებაზე მაქსის მიმართ
ირემს რაც შეეხება, მაქსთან უფროა კავშირში ვიდრე რეიჩელთან. ის აზრი, რომ რეიჩელის სიმბოლო იყო არა მგონია სწორი იყოს - ჯერ ერთი, საკმარისად არ ვიცნობდით რეიჩელს, ქლოის მონაყოლიდან გამომდინარე კიდე მე მაინცდამაინც ირმის ასოციაცია არ გამიჩნდა ცხოველებიდან

იმ ადგილას გამოჩენა, სადაც რეიჩელი იყო დამარხული, საკმარისი საფუძველი არ არის.
მოკლედ, მიყვარს ეს თამაში.
ხო, გამხმოვანებლები გამომრჩა. 10/10 . იდეალურად არიან შერჩეულები. ძაან მაგრად გამოხატავენ ემოციებს.
მაგრამ, firewatch-ის გოგოს კონკურენტი ჯერ არ ყავს მაინც
This post has been edited by tokuna11 on 2 May 2017, 23:29