ბოლოს თურქეთს ვეომებოდი როცა რუსეთმა შემომიტია, მაგრამ მაინც მოვახერხე თურქეთისგან სამი რეგიონის წამოღება, კონსტანტინოპოლიც მქონდა აღებული, მაგრამ მანდ თურქეთის დედაქალაქია და სხვა რეგიონის წამოღება მომიხდა (შავი ზღვის დასავლეთით). მერე ავედი რუსებთან, ჯერ იმათ ჯარებს ვსდიე, მერე რვა რეგიონი დავიპყარი და ოთხი შემოვიერთე. ანუ ეს რუსეთს და თურქეთს თითქმის ერთდროულად მოვუგე (ცალცალკე მანამდეც ვუგებდი) და გარშემო დანარჩენი ქვეყნები მხედველობაში არც მიიღებიან (თემურიდები, ყარა-ყოიუნლუ, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა. შ.). ჩემი ათიათასიანი ჯარი უგებს იმათ 25-იანს (სამხედრო იდეები მაქვს განვითარებული, ორჯერ მეტი მორალი, თანამედროვე შეიარაღება, ა. შ.). დიპლომატები ამიტომ მყავს უქმად, რომ აზრი არ აქვს ამათთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მაინც ვერაფერს დამაკლებენ და არაფერში გამომადგებიან.
მთლიანი რუკა დაქორილია და ყველა ჩემი რეგიონი ქრისტიანულია (ამისთვის რელიგიური იდეები თავიდანვე 3%-იან ბონუსამდე განვავითარე). ასევე ყველა რეგიონი ეთნიკურად ქართულია (გარდა ახალი შემოერთებულებისა, სადაც ნაციონალიზმი ჯერ კიდევ არ გამქრალა)
მთელს ქვეყანაში გადასახადების, წარმოების და სამხედროების გამზრდელი შენობები მაქვს.
შვედეთი და უკრაინა ჩემთან ალიანსშია და ასევე სამეფო ქორწინებაში. უკრაინა საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ნელნელა იკრებს მიწებს.
აზოვთან ყუბანში რომ ჩანს, Savoy არის, მიწა, ჯარი ან რამე მსგავსი არ აქვს, თუმცა 9 ტექონოლოგიით მისწრებს, ახლა ველოდებოდი ადმინისტრაციული ძალა 800-მდე აწეულიყო რომ ვესტერნიზაცია დამეწყო და სტაბილურობა მაშინვე +3 -ზე დამებრუნებინა. აღმოსავლეთით დაუსახლებელ ტერიტორიებზე თანდათან ვქმნი ახალ კოლონიებს, ვვარაუდობ რომ საუკუნის ბოლოს მთელი ციმბირი მექნება ათვისებული.
ეს ყველაფერი თამაშში.
ორი კვირა ხდება თავაუღებლად ვთამაშობ. ერთადერთი სამსახურში მიწევს გასვლა, მაშინვე სახლში ვბრუნდები რომ ვითამაშო, მძინავს 5 საათი, ცოტას ვჭამ, დრო რომ არ დამეკარგოს. ქალისკენ ეს პერიოდი საერთოდ არ გამიხედია. სუნი ამდის იმდენი ხანია არ მიბანავია, გაუპარსავი ვარ, ჩაწითლებული თვალებით. ღამე რომ ვიძინებ, ამ თამაშიდან სხვადასხვა პარამეტრების მონაცვლეობა მელანდება. სიზმარსაც ამაზე ვხედავ, დილითაც რომ ვიღვიძებ ფიქრები ამას უტრიალებენ. დადებილებული ვმოძრაობ, რამდენიმეჯერ გავბრუვდი კიდეც.
ადრე კიდევ ერთხელ ვთამაშობდი ამას, მაშინ მთლად ესე შორსაც არ გავსულვარ ქვეყნის განვითარებით, მაგრამ მსგავსი სიტუაცია იყო და წავშალე თამაში. იმდროინდელი სქრინი ისევ დევს წინა რომელიღაცა თემაში. ამ თამაშის სქრინს აქ დავდებ. ახლა თამაშს წავშლი, მაგრამ სეივ ფაილებს შევინახავ, სხვა დროს რომ მომინდეს გაგრძელება. თუმცა ისევ თუ გადმოვწერე, მე ვიყო ნოსტრადამუსი, ძალიან დიდი სისულელე იქნება.

თამაშში მოვიგე, ცხოვრებაში წავაგე.
თუ მოგინდებათ, სეივ ფაილს აგიტვირთავთ.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «