მომენტი, რომელსაც სადღაც 1500 წლიდან ვგეგმავ და ველი:

ოსმალებმა დასცხეს პოსპოლიტსა და ავსტრიას, მოკავშირედ ყავთ ოქროს ურდო, დელი და კიდევ რაღაც ქვეყანა, ჯამში 400-500 000+ მეომრით.
ოსმალეთის წინააღმდეგ ჩაერთო კასტილიაც და პორტუგალიაც.
ხმელთაშუა ზღვაში დედა შვილს არ აიყვანს ისეთები ხდება, ჯგუფური სექსი 150-200 გემის მონაწილეობით და წელიწადში რამდენიმე ასეთი იჩითება.
ორივე მხარეს მივეცი გასასვლელი და ხან ოსმალები მისდევენ ევროპელებს ესპანეთისკენ, ხან ევროპელები ოსმალებს აზიისკენ, რაღაც სასწაული

საბოლოოდ ოსმალებმა ჩამოაჭრეს პოსპოლიტს თითქმის ნახევარი და მთლიანად აქეთ გადმოერთვნენ,იტალიაში ჩეხეს ერთმანეთი.
მერე ბურგუნდიამ დასცხო ესპანეთ-ავსტრიას ხ,ზ რისთვის და ოსმალებმა უპირატესობა მოიპოვეს.
100 სახაზო გემი მყავს მზად, 200 000 კაცი ევროპაში და 80 000-ს აფრიკიდან მივუშვებ ეგვიპტეზე, + ამდენი ფული მაქვს, ნაიომნიკებით ჩავალ იაპონბიამდე და იმპერატორს წამოვათრევ თუ მინდა, ოსმალები რას გამიძლებენ.
და ვნახე, ოსმალებს 300 000 ჯარისკაცი დარჩათ დაახლოებით და 100 000 რეკრუტი, იდეალური მომენტი დარტყმისთვის

და ამ დროს ორი დედა#####ული მოდიფიკატორი ამომივარდა, ყოველ მეორე პროვინციაში აჯანყებებია, აფრიკის მესამედი მაინც დავკარგე და გაოფლილი დავდევ რუკაზე პაუზებით სად რა შემიძლია.
რაც აქამდე ვისიამოვნე და მუღამი მქონდა, მომენტალურად მოისპო ყველაფერი, აფრიკაში 2 40 000-იანი არმია მომისპეს...
ევროპასაც ვერ ვტოვებ უპატრონოდ, ხ.ზ როდის აუდგება ფაშას პარიზზე.
როგორ შეიძლება ორი დედა#####ული მოდიფიკატორი ამოხტეს მაშინ, ომის დაწყებას რომ აპირებ, სადაა ნამუსი?
360 000 კაციანი არმიით და + ნაიომნიკებით ვერ ვახერხებ აჯანყებების ჩახშობას, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა მაქვს