svandoggy1983როგორია ეგ მოდი, ითამაშება?
დროა გადაწეული უბრალოდ თუ შეცვლილია ყველაფერი?
მოკლედ დიდი ომის დრო დადგა და რჩევა მჭირდება:
რუკა 1788 წელს:

არმია:

ფლოტი:

ეკონომიკა:

2 წელი მოსამზადებლად მჭირდება და 1780 წელს ვიწყებ.
ზღვაზე ყველა ვარიანტში ვიმარჯვებ. ევროპაში 200 სახაზო მყავს, ინდოეთში 50, ბლოკადა პრობლემა არაა.
არმია ჩემი ბევრად ძლიერია, მაგრამ ერთი არმია ბრიტანეთში უნდა ჩავტოვო, მეორე აფრიკაში, ეგ -80 000.
2 არმიაც ინდოეთში უნდა დარჩეს ყველა ვარიანტში ან შეიძლება სამიც, ეგ -80-120 000.
ოსმალეთს მოკავშირედ დელი და ოქროს ურდო ყავს.
ამ ეტაპზე ჩემი გეგმა ასეთია:
სამი ფრონტი მაქვს(ინდოეთი, ეგვიპტე და ევროპა) და 13 არმია(თითო არმია 40 000).
ინდოეთი:
1 არმია ბრიტანეთში რჩება, 1 დასავლეთ აფრიკაში. ომში არ მონაწილეობენ.
3 არმია ინდოეთში მჭირდება. დაველოდები დელის შემოტევას და რომ დასუსტდება სამივეთი შევუტევ.
მინიმუმ ზავის მიღებას ვაიძულებ, მაქსიმუმ პროვინციებს დავახევ და ოსმალეთთან კავშირზე ვათქმევინებ უარს.
+ ერთი სადესანტო ესკადრა რჩება ინდოეთში, რომ დელის მიჩმორების მერე ოსმნალეთისკენ გადავისროლო.
50 სახაზოთი ოსმალეთს ვბლოკავ სამხრეთიდან.
ეგვიპტე:
2 არმია ეთიოპიიდან უტევს, 2 არმია დასავლეთიდან. საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთს გადმოვისვრი ევროპიდან. 200 000 ყველა ვარიანტში უნდა ეყოს ეგვიპტეს.
ევროპა:
200 სახაზო და ერთი ესკადრა სატრანსპორტოები.
4 არმია მრჩება ევროპაში და + ნაიომნიკებს გამოვყრი ბლომად, მაგრამ როგორ ვიბრძოლო არ ვიცი.
90% ავსტრია ომს გამომიცხადებს, როგორც კი შანსი მიეცემა, ბლომად ყავს მოკავშირეები.
ვფიქრობ ოსმალეთის ფლოტი გავანადგურო, სრუტე დავკეტო და შევუსიო ნაიომნიკები პროვინციებს, ჩემი ოთხივე არმია კი ან ოქროს ურდოსკენბ გავუშვა, ან შავი ზღვის ცრდილოეთი დავკეტო, რომ ნაიომნიკები გადავფარო, სანამ იპყრობენ პროვინციებს.
3 დიდი მინუსი აქვს ამ გეგმას.
ჯერ ერთი, ოსმალებიც შემოუვლიან შავ ზღვას და ურდოსთან ერთად შეიძლება 300 000 კაცი დაადგეს ჩემ 160 000-ს, შედეგი ადვილი მისახვედრია.
მეორე, ავსტრიამ თუ დამარტყა ზურგში სადღაც 150-200 000 კაცით, ბრძოლას კი არა, მთელ ომს წავაგებ და თანაც კატასტროფული შედეგებით.
მესამე კიდევ, თუ სრუტე დავკეტე და ოსმალები მოვწყვიტე ევროპას, რა შეუშლით ხელს ინდოეთში ან რაც მეტად სავარაუდოა, ეგვიპტეში დამარტყან მთავარი ძალით?
ოსმალეთს ერთი არნია ყავს და სადაც უნდა გადაისვრის, მე სამი არმია მჭირდება, სამგან მაქვს პროვინციები.
და ის ერთი ოსმალური არმია სათითაოდ სამივეს გაანადგურებს თუ საშუალება მივეცი.
მოკავშირე მჭირდება სერიოზული, მაგრამ მარტო პორტუგალია მომყვება. ფლოტით ისედაც ვიგებ და ხმელეთზე არაფერი შეუძლია მაგას.
პოსპოლიტი და სკანდინავია მინდა მოკავშირეებად, ოქროს ურდო რომ გაანეიტრალონ და ოსმალეთის დაუცველ პროვინციებსაც მიხედონ, მაგრამ მაგათ არ უნდათ...
მოკლედ ჩემო ნაპოლეონებო, სერიოზული გეგმა მჭირდება და დამეხმარეთ
163K გაქვს ბიუჯეტი და რაღა გეგმა გინდაო, ეგ არ ითვლება