გუშინწინ მოვრჩი. ყველა witcher contract-ი შევასრულე, რაც შემხვდა ყველა მეორადი კვესტიც დავხურე (ერთი ეს გვენტის კარტები ვერ შევაგროვე ბოლომდე, რავი ვინც კი შემხვდა მაგის მთამაშებელი ყველას ვეთამაშე და მოვუგე, მაგრამ ეტყობა დამრჩა კიდე ვიღაც-ვიღაცეები). treasure hunt-ებიც ყველა მოვრჩი (ნუ რაც შემხვდა ყველა). 35-ე ლეველს მივაღწიე გავჩერდი.
პირველ რიგში მინუსები მინდა ჩამოვთვალო: witcher contract-ები და treasure hunt-ები ერთფეროვანი იყო, ნუ თავიდან გისწორდება მონსტრს რომ კლავ, იმის თავს რომ ჩამოკიდებ ცხენზე, კაცი გგონია თავი და რამე

მერე უკვე ნელნელა მოსაბეზრებელი ხდება და თან ბოლოსკენ იმდენად ძლიერდები რომ ყოველგვარი ტაქტიკებისა და მომზადების გარეშე კლავ ყველაზე "რთულ" მონსტრებსაც კი. იგივე ითქმის სხვადასხვა აღჭურვილობის დიაგრამების ძებნაზეც, თავიდან გიხარია რამე ნავაროჩენი აბჯარის დათრევა, მარა მერე ნელნელა ეგეც კარგავს აზრს იმდენად ძლიერი ხარ ყველანარიად ბოლოსკენ

მეორად კვესტებშიც ბლომად "ფედექსური" დავალებებია (ანუ წადი მოძებნე ესა და ეს, თუ ვერა და მაშინ მოკალი ვინც ის მოკლა და ა.შ.).
გერალტის გარეგნობის კასტომიზაციაც საკმაოდ შეზღუდული იყო (შეიძლებოდა მეტი ვარცხნილობების და წვერულვაშის მეტი ვარიანტების შემოთავაზებაც).
მართალი რომ გითხრათ პერსონაჟის განვითარების სისტემამ ცოტა იმედები გამიცრუა, რა ვქნა მე ვარ "ძველმოდური" RPG-იშნიკი: როცა შემდეგ ლეველზე გადავდივარ ძალის, გამძლეობის და მანას მომატების საშუალება უნდა მეძლეოდეს და მორჩა! RPG-ის ამ "წმინდა სამების" ავტომატურად მომატება გულზე არ მეხატება. იგივე პრეტენზია მქონდა Dragon Age Inquisition-თანაც.
ეხლა პლიუსები:
ულამაზესი, უზარმაზარი და საკმაოდ დეტალიზირებული სამყარო, ძალიან მაგარი ლეველ დიზაინი, ანიმაცია, კომბატი, ქათსინები და რა თქმა უნდა საინტერესო მთავარი სიუჟეტი. კაერ მორხენის ბრძოლა იყო ნამდვილად ეპიკური და ძალიან შთამბეჭდავი. დეველოპერებმა უდიდესი შრომა ჩადეს სამი განსხვავებული და დიდი ლოკაციის შექმნაში (ველენი, ნოვიგრადი და სკელიგეს კუნძულები). ზოგადად თამაშის ატმოსფერო იყო ძალიან ჩამთრევი და საინტერესო.
მთლიანობაში რა თქმა უნდა ეს ეპიკური RPG-ია, წლის თამაშის ალბათ მთავარი პრეტედენტი ეს იქნება (Bloodborne-ი არ მითამაშია, მარა ალბათ არ ვცდები).
ჩემი შეფასება: 8.5/10