მე ერთი დავამუღამე ,
არ ვიცი სხვებმაც თუ იციან,
მოკლედ , თავიდანვე ასეთი პრობლემა მქონდა, ნაპოვნ ნადავლს შესაბამის ფასში ვერ ვყიდიდი , ან საერთოდ მოვაჭრეები არ იყვნენ იმდენად მდიდრები რომ
მთლიანად ჩაებარებინათ ნადავლი,მიწევდა ლოდინი და ა.შ
გამოსავალი ვნახე , ტაქტიკა ასეთია:
1) მიდიხარ "წითელ" მოვაჭრესთან, მისგან ყიდულობ 227 ცალ ბოთლს , შენ აძლევ 227 Crown-ს , შემდეგ გამოდიხარ ყიდვა-გაყიდვის ფანჯრიდან , ისე რომ
მოვაჭრესთან დიალოგს არ ხურავ და ისევ აწვები " „ show me your wares " , მას კვლავ 227 ბოთლი ექნება ,
ასე იმეორებ და ნელ-ნელა მისგან ბოთლებს ყიდულობ , შენ კი ამდიდრებ . თუ იყიდი 1000 ცალ ბოთლს , ვაჭარს 1000 ფულის ერთეულს აძლევ, შენ რამდენსაც შეძლებ
იმდენი იყიდე.
2) შენ გაქვს ბოთლები , იმას კი შენი ფული, ეხლა კი შეგიძლია ხმლები, აბჯარი და ა.შ რისი გაყიდვაც გინდა მიყიდო "წითელ " ვაჭარს ,
ამით ამოიღებ გადახდილ ფულს , ის თავის ფასში ჩაიბარებს ყველაფერს , სხვა ვაჭრებით 4-5 ჯერ ნაკლებად იბარებენ .
შედეგად შენ უნდა გქონდეს n რაოდენობის ბოთლი და მასთან მიყიდვით ამოღებული n რაოდენობის ფული.
3) ამის შემდეგ ნაყიდი ბოთლებით მიდიხარ "მწვანე " ვაჭართან , ის n რაოდენობის ბოთლს n ფასად ჩაიბარებს , მასაც თუ ამოეწურება ფული , შეგიძლია მისგან
მონეტები იყიდო , მასთან გადახდილ ფულს კი ბოთლების მიყიდვით ამოიღებ , ნაყიდ მონეტებს კი "ყვითელ" ვაჭართან გაყიდი.
შედეგად შენ უკვე მდიდარი ხარ და ყველაფერი თავის ფასში გაქვს გაყიდული
ცოტა კია საჩალიჩო, მაგრამ 1000 იანი ხმლის 100 -ად გაყიდვას ასეთი ხერხი ჯობია .
This post has been edited by qishooo on 24 Sep 2015, 18:48