როგორც იქნა მივაღწიე მაგ თამაშამდე და მინდა ვთქვა რომ ერთ-ერთი საუკეთესოა ჟანრში.
ბევრისგან განსხვავებით, ნაწარმოებიც წაკითხული მაქვს, და ეგეც ერთ-ერთი საუკეთესო და ორიგინალური ფენტაზია. თავიდან იწყება, როგორც მოთხრობების კრებული, მაგრამ მერე სიუჟეტი ვითარდება და საკმაოდ ძლიერ სათავგადასავლო რომანში გადაიზრდება.
სხვათა შორის, თამაში იწყება იქ, სადაც რომანი მთავრდება, ანუ სიუჟეტის გაგრძელებაა და არა წიგნის მიხედვთ გაკეთებული. სცენარი ისევ ავტორის - საპკოვსკის დაწერილია და ეტყობა კიდეც - ყოველი მისია ცალკე მოთხრობაა, ხშირად მოვლენათა ხაზები გადაიკვეთება და საბოლოოდ ისეა აგებული, რომ არასოდეს არ მოწყენ. ბანალური "წადი იქ და მოიტანე ეს", რაც სხვა თამაშებშია, აქ თითქმის არ გვხვდება და თუ გვხვდება, ისეა სიუჟეტში ჩართულ-ჩაკარგული, რომ არ გაღიზიანებს, ანდა ისეა გაფორმებული, რომ მიდიხარ ამბის გასაგებად და აღმოჩნდები 6-საათიან ხათაბალაში გახვეული

გრაფიკულად ძალიან ლამაზი თამაშია და მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერი გამოუვიდათ, ვერაფერს იტყვი. ოპტიმიზაციაც მგონი მშვენიერია, ყოველ შემთხვევაში ჩემ სისტემაზე 40 ფპს-ზე დაბლა არასოდეს ჩამოსულა, მაქსიმალურ სეტინგებზე. გათიშვითაც მხოლოდ ერთხელ გაითიშა 1 თვის განმავლობაში და საერთოდ არ დაკიდებულა. მეხსიერებას როგორც წესი დაახლ. 7 გბ-ს ჭამს, მომენტებში 8-საც სცილდება, მაგრამ 10-ზე არასოდეს ასულა.
ვიდეო წყალზე მაქვს და გპუ1 47 გრადუსს არ აცილებია, მეორე 5 გრადუსით ნაკლებია სტანდარტულად. პროცესორის 6-ვე ბირთვი დატვირთულია დაახლ. 80%-ით. ანუ იმისი თქმა მინდა, რომ ჰარდს კარგად იყენებს და ოპტიმიზაცია ნორმალურია.
მინუსებს რაც შეეხება - ერთადერთი, რაც ძალიან არ მომწონს, არის პერსონაჟის მართვის ინტერფეისი და კამერის მოძრაობა, რომელიც გაცილებით უარესია, ვიდრე Dying Light, Fallout და ძველისძველ Skyrim-ში. Witcher-ს რომ სქაირიმის მართვა ქონდეს + დაინგ ლაითის ხტომა/აძვრომა და წიხლის დარტყმა, მართლა მსოფლიოში საუკეთესო თამაში გამოვიდოდა, მაგრამ რატომ არ არის ასე და რა გაუჭირდათ ამისი ფასი, ვერაფრით გამიგია. ხანდახან ელემენტარულად ტომრებიდან ნივთის ამოღება ნერვების წყვეტად მიჯდება და ბრძოლისას ხომ საერთოდ. სხვათა შორის, იგივე ფოლაუთისგან განსხვავებით, ყველა ბოსელში შესვლისას რომ ახალი ლოკაცია არ იტვირთება, ეგ დიდი პლიუსია და ძალიან მომწონს

ცირის შემხვევაში კიდევ უარესადაა საქმე - გინდა გვერდით ჩაუქროლო მოწინააღმდეგეს, რომ უკნიდან მოექცე, ეს შტერი გოგო კიდევ, საითაც არ უნდა მიმართო, გაექანება და შუბლში ეჯახება ჯიხვივით. ბრძოლის დროს ხანდახან კამერა რომ ადგილზე რჩება და პერსონაჟი ტრიალებს, მაგას საერთოდ ჭკუიდან გადავყავარ. ფოკუსიც მაუსის მოძრაობის შესაბამისად ზუსტად რომ არ იცვლება, ეგეც დიდი მარაზმია.
ანდა კიდევ, ხმალი რომ ნაჯახით შეცვალო, რატომ უნდა გჭირდებოდეს ინვენტარში შეძვრომა და დროის დაკარგვა, ეგეც არ მესმის. ბრძოლაზე ეგ არ მოქმედებს და ნერვებს კი გიშლის. ეგ რაში გჭირდებაო, მკითხავთ. რაში და, ვთქავთ მაქვს ნაჯახი, რომელიც აბჯარში ატანს 100-ით და ჯარისკაცებთან უფრო ეფექტურია და ხმალი, რომელიც აბჯარში არ ატანს, სამაგიეროდ დარტყმა უფრო ძლიერი აქვს და ცხოველებთან საბრძოლველად უკეთესია. მაგათ შორის სწრაფი გადართვა, როგორც მოგეხსენებათ, ვერ ხერხდება.
როგორც ჩანს, ვითომ ინოვაციური მართვა უნდოდათ გაეკეთებინად და კრეტინობა გამოუვიდათ.
მეორე მინუსია ხანგრძლივი ლოუდი, მაგრამ მაგას კიდევ აიტანს კაცი. სეივი კია მომენტალური, მაგრამ ამას უკვე მიჩვეული ვართ.
მესამე მინუსი, რომელიც შეიძლება მინუსად არც ჩაითვალოს, ხანდახან ზედმეტად გრძელი დიალოგები და ანიმაციური ჩანართებია.
მეოთხე მინუსი, ყურადღებად რომ ღირდეს, ვერ ვიპოვე

იმედია მეოთხე ვიტჩერში ამ მინუსებს გამოასწორებენ